კვაჭი კვაჭანტირაძე
კვაჭი კვაჭანტირაძე — მიხეილ ჯავახიშვილის პიკარესკული რომანი. რომანში გადმოცემულია თაღლით კვაჭი კვაჭანტირაძის ისტორია, რომელიც სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირში ვითარდება. გერონტი ქიქოძის მოგონენებებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ პერსონაჟ კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი არის დიპლომატი ვასილ დუმბაძე.[1]
ციტატები
[რედაქტირება]უცნაური სირცხვილის ჭია ჰღრნის უძღებ შვილს, რომელმაც თავისი ახალგაზრდობა და ძალ-ღონე სადღაც გაფლანგა და ეხლაღა მოიგონა ბებერი ძიძამიწა, რომელმაც აღზარდა და გამოკვება. |
საქართველო მეტად პატარაა, რომ მე დამიტიოს. |
რა ოხრად გინდა სიმართლე? მართლის თქმა ყველას შეუძლიან , - ტუტუცს, ველურს და ძუძუმწოვარსაც. |
თქვენ ჯერ არ მიცნობთ, მე კვაჭი ვარ კვაჭანტირაძე, სილიბისტროს შვილი. |
- სულ ერთია ჩემო ბესო, პატიოსნებიდან არაფერი გამოდის. ირგვლივ ყველანი სძარცვავენ და იტაცებენ. - ძველებიც და ახლებიც. - პატიოსანი კაცი კი მშრალზე რჩება და მშიერი კვდება. |
მონადირე ნადირს დასდევს. ნადირი კი მონადირეს თვითონვე წააწყდაო. |
მინდა ერთხელ მაინც გავიგო შენგან მართალი სიტყვა. საცაა ჩამოგახრჩობენ, ეხლა მაინც ნუ ორპირობ. |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება]კვაჭი კვაჭანტირაძე ვიკიპედიაში | |
კვაჭი კვაჭანტირაძე ვიკიწყაროებში | |
კვაჭი კვაჭანტირაძე ვიკისაწყობში |
- ↑ ილია თავბერიძე, „ჯუმათის მონასტრის სიძველეები“ გვ. 75 — საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2005 ISBN 99940-852-6-3