შინაარსზე გადასვლა

მიხეილ ჯავახიშვილი

ვიკიციტატიდან
მიხეილ ჯავახიშვილი

მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (დ. 8 ნოემბერი/20 ნოემბერი, 1880, სოფ. წერაქვი, მარნეულის რაიონი — გ. 30 სექტემბერი, 1937), XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი და თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921—1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა.

რომანები

[რედაქტირება]

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

„დალიეთ, მაგრამ ნუ გაილეშებით! გაიცინეთ, მაგრამ ცხენივით ნუ აჭიხვინდებით! იმღერეთ, ოღონდ ნუ აბღავლდებით! შეიყვარეთ, მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოჰკიდებთ!“

  •  

„რა მასალა უფრო მშველის ─ ავტობიოგრაფია, დაკვირვება, წიგნი თუ ჩანაწერები? ყველა ერთად. ცალ-ცალკე კი არც ერთი.“

  •  

„ბუნებაში ცარიელი ადგილი არ არსებობს, ამიტომ ვინც (ერმა თუ პიროვნებამ) თავისი გულიდან ანგელოზი განდევნა ან დაჰკარგა, მან განთავისუფლებული ალაგიც ყიყვსა და ეშმაკს დაუთმო, ხოლო ვისაც მარტო ეშმაკი დარჩა, თვითონაც გაეშმაკდა ─ გონებითაც, სისხლითაც და სულითაც...“

  •  

„უცხო სიტყვა მუდამ არ ეგუება ქართულს, და რაც მოსათმენია ტექნიკოსისათვის, ზოგჯერ ყოვლად აუტანელია სიტყვის ხელოვანისათვის. მაინც ორივეს უაღრესი სიფრთხილე მართებს, უფრო მეტად კი პოეტსა და ჟურნალისტს, რადგან მათი სიტყვა გაცილებით უფრო მჭრელია და ხმოვანი.“

  •  

„პროვინცია ნამდვილი ლექსიკოლოგიური საგანძურია, უშრეტი აუზია, რომელიც ქვესკნელი წყაროებით გამუდმებით ჰკვებავს და ამდიდრებს სალიტერატურო ქართულს.“

  •  

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთადერთი წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.

  ციტატის წყარო: 1 - 10 „მწერლის 10 მცნება“ 1924 წ.

  •  

ყველაფერი რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, მას ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

  ციტატის წყარო: 3 - 10 „მწერლის 10 მცნება“ 1924 წ.

  •  

მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.

  ციტატის წყარო: 4 - 10 „მწერლის 10 მცნება“ 1924 წ.

  •  

სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს დაუჯერე ყველაფერი, იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.

  ციტატის წყარო: 8 - 10 „მწერლის 10 მცნება“ 1924 წ.

  •  

თავმოყვარეობა შეიძინე და საკუთარი თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ, არ გაამაყდე.

  ციტატის წყარო: 9 - 10 „მწერლის 10 მცნება“ 1924 წ.

  •  

...ეს (ენის დაწმენდა) მეტად ადვილი საქმეა, მხოლოდ ერთი პირობაა საჭირო: აკადემიური მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში, რაც, ალბათ, მიუღებლად მოეჩვენებათ „ჩოხიან დადაისტებს“, მაგრამ მისაღები უნდა იყვეს იმათთვის, ვისაც სწამს მწერლობა, როგორც ღვაწლი და უდიდესი პასუხისმგებლობა ერის წინაშე.

  ციტატის წყარო: „ქართული ენა“, 1924წ. 20 მაისი. ლიბ.ჯე.

  •  

ანგელოზი საღორეშიც ანგელოზია, ღორი სამოთხეშიც ღორია.

ერიდეთ ყველას, ვინც არ იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობს. ასეთი კაცი სამოთხეში შეგიპატიჟებს და ჯოჯოხეთში გიკრავს თავს

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება]