შინაარსზე გადასვლა

ლაო-ძი

ვიკიციტატიდან
ლაო ძი

ლაო-ძი — ძვ. წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის.

ციტატები

[რედაქტირება]

შური გპარავს წარმატებას, სიძულვილი - ჯანმრთელობას, ბრაზი - ახალგაზრდობას.

  •  

შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი.

  •  

რომ დაეუფლო სისავსეს, საჭიროა ფლობდე სიცარიელეს; რომ მიაღწიო სისწორეს, უნდა იცოდე მრუდი; რომ დაეუფლო ახალს, უნდა იცოდე ძველი.

  •  

არყოფნა და ყოფიერება ერთმანეთს წარმოშობენ.

  •  

მას, ვინც იცის, რომ საკმარისი საკმარისია, ყოველთვის ექნება საკმარისი.

  •  

ბრძენს არ სჭირდება მტკიცებულებები. ვისაც მტკიცებულებები ესაჭიროება, არაა ბრძენი.

  •  

ბრძენს ნუ სცემთ თაყვანს და ხალხში მოისპობა შუღლი. ნუ განადიდებთ ძვირფას ნივთებს და აღარ იქნება პარვა კაცთა შორის.

  •  

გამოთქმული ტაო არაა ტაო.

  •  

რად არიან ცა და მიწა მარადიულნი? თავიანთთვის არ არსებობენ, აი, რად არიან მარადიულნი.

  •  

დიდებაც ისეთივე ტვირთია, ვითარცა ხორცი.

  •  

ორივე საშიშია: დიდებაც და დაცემაც. შიშით იხვეჭენ კაცნი დიდებას და შიშითვე ჰკარგავენ მას.

  •  

სამეფო კარი თუ ბრწყინავს: მინდვრები გადახრიოკებულია. ბეღლები გამოცარიელებულია.

  •  

შეიცანი თავი შენი და შეიცნობ ყოველს; შეიცანი სახლეული შენი და შეიცნობ სხვისას; შეიცანი სოფელი შენი და შეიცნობ სოფლებს; შეიცანი ქვეყანა შენი და შეიცნობ ქვეყნებს; შეიცანი სამყარო და... შეიცნობ სამყაროს.

  •  

რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე; რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი; რაც მეტია ცრუბრძნობა, მით მეტია სიხარბე; რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი.

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ლაო-ძი