ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) (დ. 15 აპრილი, 1452, ვინჩი, იტალია; გ. 2 მაისი, 1519, ამბუაზი, საფრანგეთი) — აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი.
ციტატები
[რედაქტირება]მთვარეს არ გააჩნია თავისი შუქი, მხოლოდ მზის შუქი ხდის მნათობად.
მხოლოდ დიდება ამაღლდება ცად, რამეთუ საქველმოქმედო საქმეები _ ღმერთის მეგობრები არიან.
ცდას ადამიანი არასდროს არ შეყავს შეცდომაში |
„ვინც ცდისგან იმას მოითხოვს, რისი მოცემაც არ შეუძლია, მას ტვინი აქვს ნაღრძობი.“ |
„იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ.“ |
„ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან.“ |
„მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი.“ |
„მიიღე და გაიაზრე პარადოქსები.“ |
„გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით.“ |
„შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის მეთოდები ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად 6-7
„მიწა გადაიშლება… ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები, რომლებიც დაიწყებენ ადამიანთა განადგურებას. დაიღუპება ბევრი სიცოცხლე, დედამიწაში ურიცხვი ნასვრეტი გაჩნდება. თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი გადარჩება. გადარჩენილი ადამიანები საკუთარ სახლებს დატოვებენ. დატოვებული სახლები და სხვა ყველაფერი ფრინველებისა და მხეცების ლუკმა გახდება.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„ბევრი იქნება ისეთი ხალხი, რომლებიც დაიმალებიან და ასევე გადამალავენ სანოვაგეს და საკუთარ შვილებს ღრმა გამოქვაბულებში. ადამიანები იქ, სიბნელეში იცხოვრებენ მრავალი თვის მანძილზე ყოველგვარი ბუნებრივი თუ ხელოვნური განათების გარეშე.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„დაბრუნდება ჰეროდეს დრო, როდესაც დედებს უმანკო ჩვილები წაერთმევათ.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„დედამიწის ზოგიერთ ადგილას ადამიანები გადაყრიან ყველანაირ საჭმელს და სასმელს, რომელიც მათი სიცოცხლისთვის იყო განკუთვნილი, რადგან ეს სანოვაგე იქნება სიკვდილი.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„ადვილად დასანახი იქნება ჰაერში, დიდ სიმაღლეზე ვეებერთელა გველები ფრინველებს როგორ ებრძვიან.“ |
ციტატის წყარო: „წამოძახილები წარსულიდან“
„სადაც მთავრდება იდეები, იქ იწყება სიცარიელე.“ |
„ყოველი, რასაც ზამთარში თოვლი ფარავდა, გაზაფხულზე გამოჩნდება. ასევე სიცრუე არ დაიფარება.“ |
„ვინც სათნოებას თესავს, დიდებას იმკის.“ |
„დიდება შრომის ხელშია.“ |
„ადამიანები ერთიმეორეს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ ერთმანეთს შორეულ ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.“ |
„ვირს ღრმა ტბის ყინულზე ჩაეძინა. ყინული გალხვა, ვირი ჩაიძირა და მაშინვე დაიხრჩო, მისდა სამწუხაროდ.“ |
კვიპაროსი გადიდგულდა, ტყის გაკაფვა ბრძანა. კენტად დარჩენილს ქარი მიეძალა და წააქცია დაუბრკოლებლად. წყარომ იმდენი მიწა და ქვა დაახვავა თავის კალაპოტში, რომ იძულებული გახდა გაცლოდა და სხვა კალაპოტში ედინა.
ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს. მაშინ გამვლელებმა ის გადაჭრეს.
„მაიმუნმა იმდენი კოცნა ჩიტი, იმდენი ეფერა, რომ სიცოცხლე მოუსწრაფა.“ |
„ფრინველი მათემატიკური კანონებით მოქმედი ინსტრუმენტია, რომლის დამზადებაც სავსებით შეუძლია ადამიანს.“ |
„დასაწყისში უფრო ადვილია წინააღმდეგობის გაწევა, ვიდრე ბოლოში.“ |
„ყოველი მსჯელობა მარადიულ დუმილამდე დაიყვანება და მის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ მშვიდად ისარგებლონ ამ (ზუსტი) მეცნიერებებით, რაც შეუძლებელია გონებისმიერი ცრუმეცნიერების შემთხვევაში.“ |
„ყოველი დაბრკოლება შეუდრეკლობით გადილახება.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის ციტატები
სიჭაბუკის მოელვარე მშვენიერება თავის სრულყოფილობის ჟამს იკლებს მეტისმეტად მყვირალა მორთულობისაგან.
„სამწუხარო მომავალი ელის მას, ვინც დაჯილდოებულია ნიჭით და სრულყოფისაკენ დაუსრულებელი სწრაფვის ნაცვლად ის გადაეშვება საკუთარი თავის სიამაყის უზომო ზეიმში, თვითკმაყოფილებაში დახარჯავს დროს. ასეთი ადამიანი გამუდმებით ხარჯავს სიცხადეს და ბასრ აზროვნებას, იქცევა უაზროდ, ზარმაცად და ჟანგის საფარველქვეშ ეხვევა, ჟანგის რომელიც ჭამს სხეულსა და სულს.“ |
ციტატის წყარო: ლეონარდო და ვინჩის ციტატები
იმედი მაქვს, ოდესმე ჩემს ჩანაწერებს საგანთა მიხედვით დაალაგებენ, შიგადაშიგ ბევრი რამ განმეორდება, რადგან მეხსიერება ყველაფერს ვერ იტევს. მე ას ოცი წიგნი დავწერე, კიდევ სხვა _ ფერწერაზე და მექანიკაზე.
წინასწარმეტყველებანი
[რედაქტირება]„მრავალნი შეეცდებიან ყოველი ღონისძიებით დაეუფლონ იმას, რაც მუდამ აშინებდათ, და ვერ განჭვრეტენ, რაოდენ სახიფათოა ეს!ახმაურდებიან სამარეები, სადაც ძალადობით მოკლულნი განისვენებენ!“ |
„დედამიწაზე დაეცემიან ზეთისხილები, რომელნიც ცეცხლისთვის ზეთს გვაძლევენ. დიდ ტყეში ხეები და ბუჩქები ფერფლად იქცევიან ; მშობლები ღვიძლ შვილებზე მეტად გერებს დააფასებენ; მაღალი კედლები დიდი ქალაქებისა საკუთარ თხრილებში ჩაწვებიან; ადამიანთა გონება გახდება მათი სიკვდილის მიზეზი; მიწიდან ამოღებული რკინა იქცევა იარაღად. რომელიც ურიცხვ ადამიანს იმსხვერპლებს... ქვა და რკინა ხილულს გახდიან უხილავს. ო, რამდენი დიადი ნაგებობა დაიქცევა ცეცხლისაგან _ ქვემეხთა ცეცხლით!“ |
ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ შორეულ ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.
„დავინახავთ როგორ გაგლეჯს ლომის მოდგმა მიწას თავისი ბრჭყალებით და ამოთხრილ ორმოებში დაიმარხავს თავის თავს იმათთან ერთად ვინც მას ემორჩილება. გასკდება მიწა, ამოვლენ სიბნელით მოცული მხეცები. ისინი გასაოცარი ნახტომებით მიესევიან ხალხს და მხეცური ჯიჯგნითა და სისხლის ღვრით შეჭამენ მათ. ჰაერში იფრენს ფრთოსანი ბოროტი ჯიში,ისინი მიესევიან ხალხსა და ცხოველებს და მათით გამოიკვებებიან შემზარავი კივილით.“ |
„დავინახავთ, როგორ გადმოედინება სისხლი ხალხის დაფლეთილი სხეულიდან. ადამიანები ისე ცუდად იქნებიან, რომ თავისივე ხელებით მოიქავებენ წყლულებს და თავის თავს ავნებენ. მცენარეები ფოთლების გარეშე დარჩებიან, ხოლო მდინარეები დინებას შეწყვეტენ. წყალი ამაღლდება მაღალ მწვერვალებამდე და ისევ დაეხეთქება ადამიანთა საცხოვრისს. ადამიანები თავის სანოვაგეს გადაყრიან, იმიტომ, რომ ის სიკვდილი იქნება.“ |
„მე ვხედავ ხალხს, როგორც ქალებს, ასევე კაცებს, გაკოჭილებს ძლიერად ხელფეხში, რომელთაც ერთმანეთის ენა არ ესმით და სანუგეშოდ მხოლოდ ერთმანეთის ცრემლიანი ბღავილიღა დარჩენიათ.“ |
„ბევრი იქნება ისეთი, რომელსაც არც თავისი წარსული და არც ვინაობა ახსოვს. ისინი იწვებიან ნახევრად-მკვდარ ხალხთან და ეძინებათ ფრინველთა ფრთებზე.“ |
„თუკი ადრე იყო დრო, როდესაც ქალიშვილებს თავი უნდა დაეცვათ კაცებისაგან ქორწილამდე, შემდგომში აუცილებელი იქნება, მშობლებმა ფული გადაუხადონ კაცებს, რომ ისინი დაწვნენ მათ ქალიშვილებთან.“ |
„ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ; ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ მეტყველებს.“ |
„თვალსაჩინო იქნება ფორმები და ფიგურები ცხოველებისა და ადამიანებისა, რომლების დასდევენ ამ ადამიანებსა თუ ცხოველებს. ისინი მათ იქ გაყვებიან სადაც წავლენ, მაგრამ გასაკვირი ის ფორმები იქნება, რომლებშიც გადავლენ ფიგურები.“ |
„ადამიანთა მოდგმა იქამდე მივა, რომ ერთი ადამიანი ვერ გაარჩევს მეორეს საუბარს — უფრო სწორედ გერმანელი თურქისას.“ |
„ადამიანები დაინახავენ, თუ როგორ განადგურდება და დაიმსხვრევა მათი ნამოქმედარი და ნამუშევარი.“ |
„დაიღუპება უამრავი ადამიანი, ხოლო მიწაში იქნება უამრავი ორმო.“ |
„მხეცების ტყავი გამოიყვანს ადამიანს მდუმარებიდან და მიიყვანს ლანძღვამდე და ჩხუბამდე.“ |
„შესამჩნევი იქნება, როგორ გადაწყვეტს მკვდრის ძვალი მისი მამოძრავებლის სიცოცხლეს.“ |
„წყალი იქნება აშკარა მიზეზი უამრავი სიცოცხლის დაღუპვისა და ქალაქების დატბორვისა.“ |
„შიმშილის გამო ხალხი აიტანს დარტყმას, ლანძღვას, გინებასა და ჩხვლეტას.“ |
„ძნელი შესამჩნევი არ იქნება, თუ როგორ ებრძვიან უშველებელი გველები არანაკლები ზომის ფრინველებს.“ |
„ტყე დაბადებს ნაშიერს, რომელიც იქნება მისი სიკვდილის მიზეზი.“ |
