შინაარსზე გადასვლა

ადამიანი

ვიკიციტატიდან

მე ვიცნობ ადამიანებს და სწორედ ამიტომ, მეტისმეტად რთულია მათზე საუბარი.

  •  

„უცნაურია ─ ადამიანს ყოველთვის სხვისი ცუდი ქცევა აოცებს, საკუთარს კი ნორმად მიიჩნევს.“

  მარკუს ავრელიუსი
  •  

„ადამიანის ფასი უნდა განისაზღვრებოდეს იმის მიხედვით, თუ რას გასცემს ის და არა იმის მიხედვით, თუ რისი მიღწევა შეუძლია.“

  ალბერტ აინშტაინი
  •  

„თუ ადამიანს ძირისძირობამდე გავაშიშვლებთ, ყველა ჩემნაირი აღმოჩნდება.“

  რიუნოსკე აკუტაგავა

  ციტატის წყარო: “ცხოვრება იდიოტისა” (1927 წ.)

  •  

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ერთმანეთის ახლობელია, მაგრამ მაინც შორეული.“

  ვუდი ალენი
  •  

„ადამიანი თავისი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია.“

  არისტოტელე
  •  

„სიტყვები და ფიქრისკენ სწრაფვა ამაღლებს ადამიანს.“

  არისტოფანე
  •  

„ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი; მისი უბედურება ისაა: რაც უფრო მეტად ცდილობს, დაემსგავსოს ანგელოზს ─ მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„ადამიანი მაძიებელია. ალბათ რაღაც ასაკის შემდეგ წყვეტს წინ ყურებას და უკან ტრიალდება. ხოლო თუ გამრავლება მოახერხა, მაშინ ჰყავს მეგზური საკუთარი ცხოვრების თავიდან დასათვალიერებლად.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფრანგული რომანი” (2009 წ.)

  •  

„ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ ─ კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია.“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1961 წ.)

  •  

„ადამიანი მიკროკოსმოსი ანუ პატარა სამყაროა, ცოცხალი საწყისის მქონე, როგორც, მაგალითად, ხილს აქვს ფერი, სურნელება და საამურობა; ზრდაში ჩარევა, ზრდის ხელოვნურად დაჩქარება მას მექანიკურ წარმონაქმნად აქცევს.“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხლის” ჯემი (1972 წ.)

  •  

„გარანტია არ არსებობს, როცა საქმე ადამიანის საქციელს ეხება.“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)

  •  

„ადამიანი ─ ცოცხალი წინააღმდეგობაა და ამ ხარისხში ცოცხალი გამოცანაა.“

  სერგეი ბულგაკოვი


  •  

„ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობით ხდება შესამჩნევი.“

  კონსტანტინე გამსახურდია
  •  

„არ შეიძლება ადამიანის შეფასება, თუ ზედმიწევნით კარგად არ იცნობ მის შინაგან სამყაროს.“

  გურამ გეგეშიძე

  ციტატის წყარო: “ცოდვილი” (1966 წ.)

  •  

„რამდენად ულმობელია ადამიანი, რამდენი ფარული გულშემზარავი უხეშობაა დახვეწილ, განათლებულ დარბაისლობაში და, ღმერთო ჩემო, იმ ადამიანშიც კი, რომელიც კეთილშობილად და პატიოსნად მიაჩნია საზოგადოებას!..“

  ნიკოლაი გოგოლი
  •  

„რა დიდებულია ადამიანი, თუ ის მართლა ადამიანია!“

  გოეთე
  •  

„ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.“

  გოეთე
  •  

„ადამიანისადმი უწყვეტი მტკიცება, რომ ის ღორია, საბოლოოდ მას ღრუტუნსაც დააწყებინებს.“

  მაქსიმ გორკი


  •  

„სრულიადაც არ არიან ადამიანები ისეთი მშვენიერები, რომ მათზე ესოდენ ზრუნვა ღირდეს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ყმაწვილი” (1874-1875 წწ.)

  •  

„არცერთი ადამიანი არ არის ისეთი კარგი, როგორიც თავად ჰგონია, და არც ისეთი ცუდი, როგორსაც მისი მოწინააღმდეგეები ფიქრობენ.“

  დენი დიდრო
  •  

„ადამიანი და მისი შეხედულება ─ ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთმანეთისგან განსხვავებული.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„თუ გვინდა ადამიანზე მიუდგომელი აზრი ვიქონიოთ, საჭიროა წინათვე უარვყოთ ზოგიერთი წინასწარშედგენილი შეხედულება ჩვენს გარშემომყოფ ხალხსა და საგნებზე.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„ფლიდი და საძაგელი რამ არის ადამიანი!... და ასევე საძაგელია ისიც, ვინც მას ამისთვის საძაგელს უწოდებს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„ხშირად ამბობენ, ადამიანს „მხეცური“ ბუნება აქვსო, მაგრამ სინამდვილეში დიდი უსამართლობაა, ადამიანი ცხოველს შეადარო: ცხოველი ვერასდროს იქნება ისეთი ულმობელი, როგორიც ადამიანია!“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„ადამიანის საუკეთესო განსაზღვრა ეს არის: იგი ორ ფეხზე მოსიარულე, უმადური არსებაა.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„ადამიანები ხომ ერთმანეთის საწვალებლად გაუჩენია ღმერთს.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “იდიოტი” (1868 წ.)

  •  

„ადამიანებს პრობლემების თვლა უფრო მოსწონთ, ვიდრე ბედნიერების.“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„ძალზე ძნელია ხოლმე ადამიანის გამოცნობა, დიდი ხნის ნაცნობობის მიუხედავადაც კი!“

  ფიოდორ დოსტოევსკი
  •  

„აი, მაშინ ხარ ადამიანი, თუ ხელჩაქნეულ ადამიანს თავიდან დააწყებინებ სიცოცხლეს.“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„ადამიანები არ იცვლებიან ─ იცვლება მხოლოდ გარემოება, მდგომარეობა, რომელში მოხვედრისას ჩნდება ადამიანის ნამდვილი სახე.“

  გურამ დოჩანაშვილი
  •  

„ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო, საიდანაც ლამაზია.“

  ნოდარ დუმბაძე


  •  

„ბევრი რამ უნდა გადაიტანო, რომ ადამიანი გახდე.“

  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
  •  

„ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.“

  პოლ ვალერი
  •  

„არსებობს ადამიანების სამი სახე: ისინი, ვინც ხედავენ; ისინი, ვინც ხედავენ, თუ აჩვენებენ; და ისინი, ვინც ვერ ხედავენ.“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„ყოველი ადამიანი მართალი იბადება და ცრუ კვდება.“

  ლუკ დე კლაპიე ვოვენარგი
  •  

„მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ რაღაც სხვანი ვართ.“

  ვოლტერი
  •  

„თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რა სასიამოვნოა ერთი წუთით მაინც ადამიანად ყოფნა, ინდივიდუალობის მიღება.“

  ვიტოლდ ზეგალსკი

  ციტატის წყარო: “მწერლის სამზარეულო” (1968 წ.)


  •  

„ხალხი სასტიკია, მაგრამ ადამიანი ─ კეთილი.“

  რაბინდრანათ თაგორი
  •  

„ყველა ადამიანი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ─ ცოცხლებიც, მკვდრებიც, დაუბადებლებიც და ის, რასაც ერთი კაცი აკეთებს, ერთგვარად, სხვა ადამიანის გაკეთებულისგან არაფრით განსხვავდება.“

  იუნ ფოსე

  ციტატის წყარო: “სხვა სახელი: სეპტოლოგია I-II” (2019 წ.)

  •  

„ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც უარს ამბობს იყოს ის, ვინც ის არის.“

  ალბერ კამიუ
  •  

„ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.“

  იმანუელ კანტი
  •  

„ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თითოეულის გული და სულისთქმა დაფარული რომ არ იყოს.“

  იმანუელ კანტი
  •  

„ადამიანად, ალბათ, მაშინ იწოდები, როცა მხოლოდ შენსას კი არა, სხვის გულსაც უფრთხილდები, რადგან იცი, რომ იმ სხვასაც შენსავით სტკივა.“

  ია კარგარეთელი
  •  

„ადამიანმა დიდი ხნის წინ მოიცილა სამყაროს შექმნაში მონაწილეობის შანსი და ვალდებულება სამყაროს მოვლისა.“

  ფრანც კაფკა
  •  

„ადამიანმა რაც არ უნდა ჩაიცვას, სადაც არ უნდა იცხოვროს, სადაც არ უნდა იმუშაოს ან ისწავლოს, მაინც ის იქნება, რაც შინაგანად არის!“

  პაატა კვარაცხელია
  •  

„ადამიანი არც სიტყვაა და არც საქმე, ადამიანი ─ ფიქრია.“

  ყარამან კიკვიძე
  •  

„ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი, როგორიც გარედან ჩანს.“

  აგათა კრისტი
  •  

„მხოლოდ ძალზე სულელი და ძალზე ჭკვიანი ადამიანები არ იცვლებიან.“

  კონფუცი


  •  

„ადამიანები ერთიმეორეს დაელაპარაკებიან და პასუხს გასცემენ შორეული ქვეყნიდან შორეულ ქვეყანაში.“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„ადამიანები ივლიან და არ იმოძრავებენ; ილაპარაკებენ მასთან, ვინც არაა, მოუსმენენ მას, ვინც არ მეტყველებს.“

  ლეონარდო და ვინჩი
  •  

„ადამიანების შეცნობა უფრო ადვილია საერთოდ, ვიდრე ერთი კაცისა კერძოდ.“

  ფრანსუა დე ლაროშფუკო
  •  

„ადამიანები კი არ იცვლებიან, არამედ შენ დროთა განმავლობაში უფრო ღრმად და უკეთ ეცნობი მათ.“

  დალაი ლამა XIV
  •  

„შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„თუ ადამიანი თავისი ბუნებით საზოგადოებრივი არსებაა, მაშინ თავისი ჭეშმარიტი ბუნება შეუძლია განავითაროს მხოლოდ საზოგადოებაში, და მისი ბუნების ძალაზე უნდა ვიმსჯელოთ არა ცალკეული ინდივიდუმების ძალის მიხედვით, არამედ მთელი საზოგადოების ძალის მიხედვით.“

  კარლ მარქსი & ფრიდრიხ ენგელსი
  •  

„წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა.“

  მარკუს ვალერიუს მარციალი
  •  

„ადამიანი მით უფრო სრულქმნილია, რაც უფრო სასარგებლოა საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი და მთელი კაცობრიობის ინტერესების ფართო წრისათვის.“

  დიმიტრი მენდელეევი
  •  

„ადამიანები არ არიან იმისთვის გაჩენილნი, რომ უბადრუკად, საცოდავად იარსებონ.“

  ჯოზეფ მერფი

  ციტატის წყარო: “გონებისა და ქვეცნობიერების საოცარი თამაშები”

  •  

„ჩემი აზრით, ადამიანი მთელი სამყაროა ─ ზოგჯერ ყოველნაირ სხვა სამყაროზე უკეთესი...“

  ამედეო მოდილიანი
  •  

„ადამიანები უცვლელი კანონებით იმართებიან: არსება, რომელიც ჭკუითაა დაჯილდოებული, განუწყვეტლივ არღვევს ღმერთის და თავის მიერ დადგენილ კანონებს.“

  შარლ ლუი დე მონტესკიე


  •  

„ადამიანი უფსკრულს გადებული ხიდია ცხოველსა და ზეკაცს შორის!“

  ფრიდრიხ ნიცშე


  •  

„ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი, და მისი უბედურება იმაშია, რომ რაც უფრო ესწრაფვის ანგელოზობას, მით უფრო მეტად ხდება ცხოველი.“

  ბლეზ პასკალი
  •  

„ადამიანი აჩრდილია მაგრამ, როცა ცით ბოძებული შუქი მოევლინება, საამურ ცხოვრებასაც შექმნის ნათელმოსილი.“

  პინდარე
  •  

„ადამიანი, რომლის ყიდვაც შეიძლება, როგორც წესი, არაფერი ღირს.“

  ტერი პრატჩეტი
  •  

„დედამიწაზე ყველაფრისთვის საკმარისი ადგილია ─ მხოლოდ ადამიანს არ აქვს ადგილი.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა ─ შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “ტრიუმფალური თაღი” (1945 წ.)

  •  

„ადამიანი, პირველ რიგში, ცხოველია, რომელსაც ცოტაოდენი წესიერება აქვს ზემოდან წასმული, როგორც პურს ქონი.“

  ერიხ მარია რემარკი

  ციტატის წყარო: “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” (1929 წ.) თავი III

  •  

„არასოდეს არ უნდა შემოსაზღვრო ადამიანის შესაძლებლობანი!“

  ჯანი როდარი

  ციტატის წყარო: „ბრძენი აზრს იცვლის“

  •  

„ადამიანები არ იცვლებიან ─ ისინი მხოლოდ თამაშობენ საჭირო როლს, ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.“

  რომენ როლანი
  •  

„ადამიანებო, იყავით ადამიანურნი! ─ ეს თქვენი პირველი მოვალეობაა.“

  ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის, მარტო იმითაც კი, რომ არსებობს.“

  ჟან-ჟაკ რუსო


  •  

„ამქვეყნად ყველაზე საოცარია ადამიანი: მასში ღმერთი და ეშმაკი მარად მეზობლად არიან.“

  ანგელუს სილეზიუსი
  •  

„ადამიანი ცხოველია, რომელიც ვაჭრობს: არცერთი სხვა ცხოველი არ აკეთებს ამას ─ არცერთი ძაღლი არ ცვლის ძვლებს სხვასთან.“

  ადამ სმითი


  •  

ადამიანი ყოფილა მხეცი,
რომელიც თან მძულს, თან ─ მეცოდება!

  გალაკტიონ ტაბიძე

  ციტატის წყარო: “ხანდახან რისხვა ვინატრე ზეცის”

  •  

„ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.“

  ლევ ტოლსტოი


  •  

„ადამიანის მთავარი ტრაგედიაა, რომ მან არ იცის, ვინ არის.“

  უილიამ ფოლკნერი
  •  

„ადამიანი საკუთარი წარსულის, განუხორციელებელი სურვილების ერთობლიობაა.“

  უილიამ ფოლკნერი
  •  

„ადამიანები ყველაზე ნამდვილები არიან მაშინ, როდესაც იღლებიან.“

  ზიგმუნდ ფროიდი


  •  

„აი, როგორ უცნაურად არის აგებული ადამიანი და როგორი ვიწრო საზღვრები გვყოფს კეთილდღეობისა თუ დაღუპვისგან.“

  მერი შელი

  ციტატის წყარო: “ფრანკენშტაინი” (1818 წ.)

  •  

„ადამიანებს ყველაზე მეტად აინტერესებთ ის, რაც მათ საერთოდ არ ეხება!“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„შენს ადამიანობას განსაზღვრავს ორი რამ: შენი მოთმინება, როცა არაფერი გაგაჩნია და შენი ქცევა, როცა ყველაფერი გაქვს.“

  ჩარლზ ჩაპლინი
  •  

„საკუთარ თავში ადამიანს გაუფრთხილდით.“

  ანტონ ჩეხოვი
  •  

„ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმ წუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი…“

  გოდერძი ჩოხელი

  ციტატის წყარო: “ადამიანთა სევდა” (1984 წ.)

  •  

„სუსტი ყოფილა ადამიანი, რადგან არ იცის, როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”

  •  

„ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობაში და სიძულვილში.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ადამიანი გაზეთის სვეტში”

  •  

„ადამიანი ძალაუფლების მაძიებელი ცხოველია.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “გოდორი” (2003 წ.)

  •  

„ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად: სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე. ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი ─ ადამიანს.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976 წ.)

  •  

„დღეს გაცილებით ახლოს არის ადამიანი არარაობის, უარყოფის უფსკრულთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა [...] თუ კაცობრიობას დაღუპვა უწერია, ეს კაცის ხელით მოხდება, და არა ბუნებისა, იმიტომ კი არა, საკმარისზე მეტი რომ დაუგროვდა კაცს თერმობირთვული იარაღი, არამედ იმიტომ, შემაძრწუნებელი სისწრაფით რომ კნინდება იმის სულში საუკუნეების მანძილზე ძლივს აღზრდილი პიროვნება.“

  ოთარ ჭილაძე

  ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)


  •  

„ადამიანი არისტოკრატია ცხოველთა შორის.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„ყოველი ადამიანი სამყაროა, რომელთან ერთადაც იბადება და რომელთან ერთადაც კვდება.“

  ჰაინრიხ ჰაინე
  •  

„ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა მისი საქმეების რიგი.“

  გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
  •  

„ადამიანების უმეტესობას არასოდეს ესმის ერთმანეთის.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად: ისინი, ვისთან ერთადაც ადვილია და ასევე ადვილია მათ გარეშე. და ისინი, ვისთან ერთადაც რთულია, მაგრამ მათ გარეშე ─ შეუძლებელი.“

  ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„იყავი კარგი ადამიანი, მაგრამ არასდროს დაკარგო დრო ამის დასამტკიცებლად.“

  ვიქტორ ჰიუგო