ფრანსუა დე ლაროშფუკო

ფრანსუა დე ლაროშფუკო (დ. 15 სექტემბერი; 1613 - გ. 17 მარტი, 1680) — ფრანგი მჭერმეტყველი და მემუარების ავტორი.
ციტატები[რედაქტირება]
არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი. |
მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას - არავინ. |
ადამიანის ღირსებებზე მისი თვისებით კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, არამედ როგორ იყენებს მას. |
თუკი სიყვარულზე მისი ჩვეულებრივი გამოვლენის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის უფრო მტრობასა ჰგავს, ვიდრე მეგობრობასა. |
ყველაფრის შესახებ ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე და ცოტა რამის შესახებ კი - ყველაფერი. |
ბობოქარ ვნებათა შორის ქალს ყველაზე მეტად შვენის სიყვარული. |
განშორება ასუსტებს წვრილმან ვნებებს და აძლიერებს დიდ სიყვარულს, ისევე, როგორც ქარი აქრობს სანთელს და აღვივებს ცეცხლის ალს. |
ადამიანი არასოდეს არც ისე ბედნიერია და არც ისე უბედური, როგორც წარმოუდგენია. |
ადამიანთა უმრავლესობისთვის სამართლიანობისკენ ლტოლვა უსამართლობისგან აღძრული შიშია. |
ადამიანთა უმრავლესობისთვის ბოროტების მიყენება იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც გადაჭარბებული სიკეთე. |
არსებობს სიყვარულისაგან განკურნების ათასგვარი საშუალება, მაგრამ არცერთი სანდო არ არის. |
ჭეშმარიტი მამაცობაა, მოწმეთა დაუსწრებლად გააკეთო ის, რასაც იმისთვის აკთებ, რომ ადამიანებმა გაქონ. |
ერთგულება არც ქების ღირსია და არც გმობისა, ვინაიდან მასში თავს იჩენს გემოვნებისა და გრძნობების სიმტკიცე, რომელიც ჩვენს ნებაზე როდია დამოკიდებული. |
ადამიანები თავს იწონებენ, როცა ისე იქცევიან, თითქოს მათთვის უცხო იყოს ყოველგვარი თავმოწონება. |
ამ ქვეყნად ბევრია ისეთი ქალი, ერთხელაც რომ არ განუცდია მამაკაცის ალერსი და ძალზე ცოტაა ისეთი ქალი, მხოლოდ ერთი მამაკაცის სიყვარულს რომ დასჯერებოდეს. |
დიდი სათნოებით უნდა იყოს დაჯილდოებული კაცი, რომ ბედის წყალობას უფრო მეტი თავშეკავებით ეგებებოდეს, ვიდრე ბედის სიმუხთლეს. |
არც ერთ ვნებაში თავის თავისადმი სიყვარული ისე მძლავრად არ არის გამეფებული, როგორც მიჯნურობაში, ადამიანი ნიადაგ მზადაა, სატრფოს სიმშვიდე დაურღვიოს, ოღონდ თავად იყოს მშვიდად. |
ადამიანი, რომელსაც არავინ მოსწონს, გაცილებით უბედურია, ვიდრე ის, ვინც არავის მოსწონს. |
ადამიანი ტირის, რათა მგრძნობიარედ ჩათვალონ სხვებმა; ტირის, რათა შეიცოდონ; ტირის, რათა სხვაც ატიროს; დაბოლოს, ტირის, რადგან სირცხვილია, არ იტიროს. |
უძლური კაცი გულწრფელი არ იქნება. |
ადამიანის გონებასა და გულს, ისე როგორც მეტყველებას, თავისი ქვეყნის ელფერი დაჰკრავს. |
ადამიანი დიადი მაშინ იქნება, როცა იცის, როგორ გამოიყენოს ყოველივე ის, რასაც ბედისწერა მიუძღვნის. |
მთელი არსებით მხოლოდ იმიტომ არ ვეძლევით ერთ რომელიმე ბიწს, რომ ბევრი ბიწი გვაქვს. |