ჟან დე ლა ბრუიერი
ჟან დე ლა ბრუიერი (Jean de La Bruyère) (დ. 16 აგვისტო, 1645 — გ. 10 მაისი, 1696) — ფრანგი ესეისტი და მორალისტი.
ციტატები[რედაქტირება]
ბავშვს არ აქვს არც წარსული, არც მომავალი. ჩვენგან განსხვავებით, ყმაწვილი მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 5-11 აპრილი, 2010; N14 (484) — გვ. 112.
ბოროტი ადამიანები ბუზებს ჰგვანან, რომლებიც ადამიანის სხეულზე დადიან და მხოლოდ მის წყლულებზე შეჩერდებიან ხოლმე. |
დრო განამტკიცებს მეგობრობას და აუფერულებს სიყვარულს. |
ადამიანებს სურთ,ერთგან მონები იყვნენ, რათა სხვაგან ბატონებად იგრძნონ თავი. |
მხოლოდ ორი გზა არსებობს წარმატებისაკენ : თავდაუზოგავი შრომა და სხვების სიბრიყვე. |
ადამიანისათვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი. როცა იგი იბადება, ვერ აცნობიერებს ვერაფერს, სიკვდილისას იტანჯება, ხოლო სანამ ცოცხალია, ავიწყდება, რომ იცხოვროს. |
სიცოცხლის შენახვას ადამიანები ყველაზე მეტად ცდილობენ და, ამავე დროს, ყველაზე მეტად სწორედ მას არ უფრთხილდებიან. |
ვინც გრძნობს, მისთვის ცხოვრება ტრაგედიაა, მათთვის კი, ვინც აზროვნებს - კომედია. |
ქალი უნდა გასინჯო, შეაფასო ისე, როგორც ზომავენ თევზს.თუ თევზის გაზომვისას მხედველობაში არ მიიღება თავი და კუდი, ქალის შეფასებისას არ უნდა გაითვალისწინო ვარცხნილობა და ფეხსაცმელი. |
საცოდაობაა, როცა ადამიანს არც იმდენი ჭკუა აქვს, კარგად ილაპარაკოს და არც იმდენი გონიერება, რომ ენას კბილი დააჭიროს. |
სიყვარული უეცრად, ანგარიშმიუცემლად, ვნებისა თუ რაღაც სისუსტის შედეგად იბადება. ერთი ლამაზი ნაკვთი თვალს მოგვწყვეტს, უმალ დაგვაბამს და გადაწყვეტს ჩვენს ბედს. |