ჟან დე ლაბრიუიერი

ჟან დე ლაბრიუიერი (ფრანგ. Jean de La Bruyère; დ. 16 აგვისტო, 1645 — გ. 10 მაისი, 1696) — ფრანგი ესეისტი და მორალისტი.
ციტატები
[რედაქტირება]„ბავშვს არ აქვს არც წარსული, არც მომავალი. ჩვენგან განსხვავებით, ყმაწვილი მხოლოდ აწმყოთი ცხოვრობს.“ |
„ადამიანისათვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი. როცა იგი იბადება, ვერ აცნობიერებს ვერაფერს, სიკვდილისას იტანჯება, ხოლო სანამ ცოცხალია, ავიწყდება, რომ იცხოვროს.“ |
გეგონოს, რომ შენი სიწმინდე და ცოდვათა განტევება შენი დამოკიდებულია მოძღვრის კეთილ სახელზე.... აღსარებაზე სხვის მანკიერებას ახსენებდე და საკუთარს ხელს აფარებდე; როგორც ცოდვას, ისე ინანიებდე მწუხარებასა და მოთმინებას შენსას და კიდევ იმას, რომ ვერ მიგიღწევია გმირულ თვითგვემამდე; საიდუმლო შეთქმულებაში მონაწილეობდე ერთთან და მტრობდე მეორეს; აფასებდე მხოლოდ შენს თავს და შენს დამქაშებს; არრა გწამდეს, თვით სათნოებაც კი.... ეს გახლავთ ჩვენი დროის ღვთისმოშიშთა უზენაესი ფიქრი და აზრი.
კეთილგონიერებას აქვს ორი საყრდენი წერტილი: წარსული და მომავალი. ვისაც კარგი მეხსიერება დაჰყოლია და შორსმჭვრეტელია, არ გაქირდავს სხვებს იმის გამო, რაც შესაძლებელია თვითონაც ჩაუდენია. არც ბრალს დასდებს ვინმეს ისეთ საქციელში, რაც მსგავს პირობებში ერთ მშვენიერ დღეს იქნებ თავადაც ვერ აიცდინოს.
იგივე ნაკლი, რაც სხვებში მძიმედ და აუტანლად გვეჩვენება, ჩვენცა გვაქვს, მაგრამ თითქოს თავის სიმძიმის ცენტრშია მოთავსებული და ვერ ვგრძნობთ ვერც მის წონას და ვერც თვით მას. მავანი სხვაზე ჩივის, მის შემზარავ სურათს ხატავს და ვერ ამჩნევს, რომ საკუთარი თავი წარმოადგინა. შევძლებდით სწრაფად გამოგვესწორებინა ჩვენი ნაკლი თუ გვეყოფოდა გამბედაობა ხმამაღლა გვეღიარებინა იგი და მერე დაგვენახა სხვებში. ამ შემთხვევაში მას თვალს გავუსწორებდით, დავინახავდით როგორიც არის და დამსახურებისდა მიხედვით შევიზიზღებდით.
