შინაარსზე გადასვლა

ლუიჯი პირანდელო

ვიკიციტატიდან
Pirandello (1932)

ჰენრიხ IV

[რედაქტირება]

ჩვენ თითქოს ექვსი თოჯინა ვართ, კედელზე ჩამოკიდებულნი და ვუცდით, იქნებ ვინმემ ჩამოგვხსნას, აგვამოძრაოს და ორიოდე სიტყვა გვათქმევინოს.


მე აქ გავჭაღარავდი, ვიდრე ჰენრიხ IV ვიყავი, გესმის? არც კი შემიმჩნევია! მხოლოდ იმ დღეს შევნიშნე როცა უეცრად გავახილე თვალი და შევძრწუნდი, რადგან მაშინვე მივხვდი, რომ მარტო თმა კი არა, ყველაფერი გაჭაღარავდა ჩემში. ყველაფერი დაინგრა და სამუდამოდ დასრულდა კიდეც! რაღა დამრჩენოდა: მშიერი მგელივით მივვარდნოდი სუფრას, სადაც ყველაფერი უკვე ალაგებული იყო?!


მახსოვს ბავშვობაში ნამდვილი მთვარე მისი ანარეკლი მეგონა ჭაში


ჩვენ საკუთარი ნება-სურვილით ვატარებთ ჩვენსავე გამოგონილ ნიღაბს


ვინა ვართ სინამდვილეში? ან ვისი სახელები გვქვია?