მიგელ დე სერვანტესი

მიგელ დე სერვანტესი (ესპ. Miguel de Cervantes Saavedra; დ. 29 სექტემბერი, 1547, ალკადა-დე-ენარესი — გ. 23 აპრილი, 1616, მადრიდი) — ესპანელი მწერალი. საქვეყნოდ ცნობილი ავტორი თანამედროვე გაგებით პირველი რომანისა „მახვილგონიერი აზნაური დონ კიხოტ ლამანჩელი“.
ციტატები
[რედაქტირება]არც სიკეთე გრძელდება სამუდამოდ და არც ბოროტება;ამიტომ,თუ ბოროტება დიდხანს გაგრძელდა,სიკეთეც უკვე ახლოს უნდა იყოს.
ვერავინ წამოგაძახებს, შე გლეხუჭაო, თუკი შენ თვითონ სათაკილოდ არა სთვლი ამას.
ყველანი სიკვდილის შვილნი ვართ. |
ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.
რაგინდ კეთილსინდისიერი და დახელოვნებულიც უნდა იყოს მთარგმნელი, მაინც ვერ მიაღწევს იმის სრულყოფილებას, რაც ნიშნეულია დედნისთვის. |
ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.
სულაც ნუ გაწუხებს ის, რაც მე სიამოვნებას მანიჭებს. |
ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.
ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. |
ციტატის წყარო: „დონ კიხოტი“ გამომცემლობა სერვანტესის საზოგადოება, თბილისი 1994 წ.
არიან ადამიანები, რომელთაც ლათინურის ცოდნა ხელს არ უშლით, რომ ვირებად დარჩნენ. |
ყოველ ღორსაც დაუდგება წმინდა მარტინის დღე (როცა ღორებს კლავენ). |
დედის მუცლიდან შიშველი გამოვედი და შიშვლადვე მივიქცევი წიაღ. |
დამნაშავის ცოდვა ხშირად მართალსაც მოეკითხება ხოლმე
