ოსტატი და მარგარიტა
ოსტატი და მარგარიტა (Мастер и Маргарита) — მიხეილ ბულგაკოვის საკულტო რომანი. გამოიცა 1966 წელს. რომანში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე - რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა. რომანის სიუჟეტი არის ერთ-ერთი პოპულარული XX საუკუნის ლიტერატურაში და მის მიხედვით ასევე გადაღებული და დადგმულია არა ერთი ფილმი თუ სპექტაკლი.
ციტატები
[რედაქტირება]მომყევი, მკითხველო! ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო |
იმ ღამეს მოსკოვში სხვა რა საოცრება მოხდა, არ ვიცით და, რა თქმა უნდა, არც გამოძიებას დავიწყებთ, მით უმეტეს, რომ უკვე დროა, ამ სიმართლით აღსავსე მოთხრობის მეორე ნაწილზე გადავიდეთ. მომყევი, მკითხველო! |
ვოლანდი
[რედაქტირება]აგური უმიზეზოდ თავში არავის არასოდეს ეცემა. | |
Кирпич ни с того ни с сего, никому и никогда на голову не свалится. |
ციტატის წყარო: საბჭოთა საქართველო 1982: გვ. 15; Bulgakov.ru: გვ. 18
იცოდეთ, რომ იესო ამქვეყნად არსებობდა! — მიმართავს ბერლიოზს და ბეზდომნის | |
Имейте в виду, что Иисус существовал. |
ციტატის წყარო: საბჭოთა საქართველო 1982: გვ. 18; Bulgakov.ru: გვ. 21
არასოდეს არავის არაფერი სთხოვოთ! არასოდეს! განსაკუთრებით იმას, ვინც თქვენზე ძლიერია. ყოველივეს თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ. | |
Никогда и ничего не просите! Никогда и ничего, и в особенности у тех, кто сильнее вас. Сами предложат и сами все дадут! |
ციტატის წყარო: საბჭოთა საქართველო 1982: გვ. 319; Bulgakov.ru: გვ. 321
ხელნაწერები არ იწვის! — უბრუნებს ოსტატს რომანს, რომელიც მან 4 თვის წინ დაწვა. | |
Рукописи не горят. |
ციტატის წყარო: Bulgakov.ru: გვ. 327
იეშუა
[რედაქტირება]დაემხობა ძველი რწმენის ტაძარი და აღიმართება ახალი ტაძარი ჭეშმარიტებისა. | |
Рухнет храм старой веры и создастся новый храм истины. |
ციტატის წყარო: საბჭოთა საქართველო 1982: გვ. 25; Bulgakov.ru: გვ. 28
ქვეყნად ბოროტი ადამიანი არ არსებობს. | |
Злых людей нет на свете. |
ციტატის წყარო: საბჭოთა საქართველო 1982: გვ. 28; Bulgakov.ru: გვ. 32
ყოველი ხელისუფლება ადამიანთა მიმართ ძალმომრეობაა და ... დადგება დრო, როცა აღარ იქნება აღარც კეისრების და აღარც ვინმეს სხვათა ხელისუფლება. ადამიანი დაიმკიდრებს ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის მეუფებას და ხელისუფლება საერთოდ აღარ იქნება საჭირო. | |
Всякая власть является насилием над людьми и ... настанет время, когда не будет власти ни кесарей, ни какой-либо иной власти. Человек перейдет в царство истины и справедливости, где вообще не будет надобна никакая власть. |
ციტატის წყარო: საბჭოთა საქართველო 1982: გვ. 32; Bulgakov.ru: გვ. 35
ლევი მათე
[რედაქტირება]წუთები გარბის, და მე ლევი მათე ქაჩალ გორაზე ვარ, სიკვდილი კი არსად არის! |
ოსტატი
[რედაქტირება]-დიახ, დიახ! პილატე დასასრულისკენ მიისწრაფოდა და უკვე ვიოდი, რომ რომანის ბოლო სიტყვები იქნებოდა: „...მეხუთე პროკურატორი იუდეისა, მხედარი პილატე პონტოელი |
მარგარიტა
[რედაქტირება]ახლა ზღაპარს გიამბობ, ამ ქვეყნად ერთი დედიდა ცხოვრობდა. . . შვილები არ ჰყავდა, არც ბედნიერება უგრძვნია ოდესმე, ბევრი, ძალიან ბევრი იტირა და მერე გაბოროტდა |
მომიტევე და, რაც შეიძლება, მალე დამივიწყე. სამუდამოდ გტოვებ. ამაოდ ძებნას ნუ დამიწყებ. მწუხარებამ და უბედურებამ ალქაჯად მაქცია. ჩემი წასვლის ჟამი მოახლოვდა. მშვიდობით. მარგარიტა. |
ლიტერატურა
[რედაქტირება]- ბულგაკოვი, მიხაილ; თარგ. გ. კიკილაშვილი [1966] (1982). რედ. გ. შანაზარი: ოსტატი და მარგარიტა (ქართული). თბილისი: საბჭოთა საქართველო, 464 გვ.
- Булгаков, Михаил [1984] (2000-2012). Мастер и Маргарита (რუსული). Москва: Bulgakov.ru, 451 გვ. მოძიებულია 21 აპრილი, 2012.
- Булгаков, Михаил [Издательство "Голос", 1999] (2001). Мастер и Маргарита, Собрание сочинений в десяти томах (რუსული). Москва: lib.ru. მოძიებულია 21 აპრილი, 2012.