მიხეილ ბულგაკოვი
'
მიხეილ ბულგაკოვი (რუს. Михаил Афанасьевич Булгаков; (დ. 15 მაისი, 1891, კიევი — გ. 10 მარტი, 1940, მოსკოვი) — რუსი მწერალი, დრამატურგი, თეატრალური რეჟისორი და მსახიობი.
ციტატები
[რედაქტირება]„— მაგრამ იცით რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ადამიანის ცხოვრებას ვინ განაგეგებს და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს? |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი.“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„— ჰეგემონო, ხომ არ გგონია, რომ ჩემი სიცოცხლე ბეწვზე შენ დაჰკიდე? თუ გგონია, ძალიან ცდები. |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს!“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო.“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„ არასოდეს არავის არაფერი სთხოვოთ! არასოდეს! განსაკუთრებით იმას, ვინც თქვენზე ძლიერია. ყოველივეს თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ.“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„ჩაცმულობით კაცს ნურასოდეს შეაფასებთ! შიძლება, შეცდეთ, თანაც უკიდურესად შეცდეთ.“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„ძალზე სასიამოვნოიქნებოდა, რომ მშვენიერი ყოფილიყავით, მაგრამ რაკი არ გსურთ, ნუ იქნებით.“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
— თქვენ მწერლები ხართ? |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„ო, ღმერთებო, ღმერთებო! რა მწუხარეა დედამიწა შებინდებისას! ჭაობებს იდუმალებით მოცული ნისლი დასწოლია! ვისაც ამ ნისლში უგზო-უკვლოდ უხეტიალია, ვინც სიკვდილის წინ უსაზღვროდ გატანჯულა, უზომო ტვირთით მხრებდამძიმებულს დედამიწისათვის გადაუფრენია, ეს იმან უწყის. ეს იმან იცის, ვინც დაქანცულა... იცის და ამ ნისლს, ჭაობებსა და მდინარეებს დაუნანებლად ტოვებს. სიკვდილს გულმშვიდად ეგებება, რადგან ისიც იცის, რომ სიკვდილის გარდა ვეღარაფერი დაამშვიდებს.“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„რას იზამ, ვინც გიყვარს, იმის ხვედრიც უნდა გაიზიარო.“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
— თორმეტი ათასი მთვარიანი ღამით ტანჯვა ერთი მთვარიანი ღამის საზღაურად, განა ძალზე ბევრი არ არის? |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„ვინმეს რომ ავნო, დაჩაგრო, არც თუ ისე ძნელია, მაგრამ, გარწმუნებთ, სასახელო არ არის, დიახ, სასახელო არ არის!“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„რად ეღირებოდა ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს, და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება. აჰა, ჩემი დაშნის ჩრდილი. მაგრამ არსებობს ხეებისა და ცოცხალ არსებათა ჩრდილიც. შენ, როგორც ჩანს, გსურს დედამიწა გააღარიბო, ხეები და ყოველი არსი წარტაცო, იმ შენი აჩებემის გამო, დატკბე შიშველი ნათლით.“ |
ციტატის წყარო: „ოსტატი და მარგარიტა“ გამომცემლობა პალიტრა L თბილისი 2012
„თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა, ის კვდება.“ |
ციტატის წყარო: „სიბრძნის სიმფონია“ გამ. „ხელოვნება“,1989, გვ.394
„თქვენ გისვამენ კითხვას — თქვენ პასუხობთ იმავე წამს, პასუხობთ გონიერად, თქვენ ფლობთ საკუთარ თავას და იცით რა უპასუხოთ, რათა დაფაროთ ჭეშმარიტება, დამაჯერებლად საუბრობთ და სახის ნაკვთების არც ერთი წერტილი არ შეირხევა. მაგრამ შემფრთხალი კითხვა სულის სიღრმიდან ელვის სისწრაფით ინთება თქვენს თვალებში და მორჩა, ის შესამჩნევია თქვენ კი დაგიჭირეს.“ |
„თქვენ დამცინით, რადგან არ გგავართ, მე კი დაგცინით, რადგან თქვენ ერთმანეთისგან არ განსხვავდებით.“ |
„გაყრა კარადაში კი არა, თავშია.“ |
„სიმართლის თქმა ადვილი და სასიამოვნოა.“ |
„ყველგან ის ასწრებს, რომელსაც არსად ეჩქარება.“ |
„ერთს სწამს, მეორეს არა, საქმით კი ყველანი ერთნი ხართ, კისერში ებრდღვნებით ერთმანეთს.“ |
„ ერთადერთი რაც ადამიანის საწყისშია ეს არის საკუთარი თავის სიყვარული. და ყოველი ადამიანის მიზანი - ბედნიერებაა! რომელი ელემენტებისგან შესდგება ბედნიერება? მხოლოდ ორისგან ბატონებო, მხოლოდ ორი: სულიერი სიმშვიდე და ჯანმრთელი სხეული.“ |
„ყველას საკუთარი რწმენის მიხედვით მიეზღვება.“ |
„რას იზამდა სიკეთე, რომ არ არსებულიყო ბოროტება? და როგორი შესახედავი იქნებოდა დედამიწა ჩრდილების გარეშე.“ |
„მე მიყვარს დაბლა ჯდომა, დაბლიდან მაღალი არაა ვარდნა.“ |
„ფაქტი ყველაზე ჯიუტი რამაა ქვეყნად.“ |
„ყოველგვარი ძალაუფლება ხალხზე ძალადობაა.“ |
„აგური არაფრის გამო, არაფრიდან, არავის თავზე არ დაეცემა.“ |