შინაარსზე გადასვლა

პეტრე ჩაიკოვსკი

ვიკიციტატიდან

პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი - (რუს.: Пётр Ильич Чайкoвский; დ. 7 მაისი, 1840, ახლანდელი ქ. ვოტკინსკი, უდმურტეთი — გ. 6 ნოემბერი, 1893, პეტერბურგი) — რუსი კომპოზიტორი.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ერთადერთი ინტერესი, რომელიც მაკავშირებს ცხოვრებასთან, ეს ჩემი შემოქმედებაა.


  •  

სილამაზე მუსიკაში მდგომარეობს არა ეფექტებისა და ჰარმონიული დახვავებაში, არამედ უბრალოებისა და ბუნებრიობაში.


  •  

გახსოვდეთ, გენიოსობის ნიშნით აღბეჭდილი ადამიანიც ვერაფერს შექმნის არამცთუ დიდებულს, საშუალოსაც კი, თუ იგი ჯოჯოხეთურად არ შრომობს. რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს მინიჭებული, მით უფრო მეტს უნდა შრომობდეს იგი.


  •  

ჰაიდნი აუცილებელი და მტკიცე რგოლია კომპოზიტორ-სიმფონისტების ჯაჭვში... მან უკვდავყო თავისი სახელი თუ გამოგონებით არა, ყოველ შემთხვევაში სონატისა და სიმფონიის იმ ჩინებული, იდეალურად გონივრული ფორმით, რომელიც შემდეგში სისრულის და სილამაზის უმაღლეს ხარისხამდე აიყვანეს მოცარტმა და ბეთჰოვენმა.


  •  

შუმანის მუსიკა გადაგვიშლის ახალი მუსიკალური ფორმების მთელ სამყაროს, ეხება სიმებს, რომლებსაც არ შეეხებიან მისი დიდი წინამორბედები.


  •  

მე ვლაპარაკობ მუსიკალურ ენაზე იმიტომ, რომ ყოველთვის მაქვს რაიმე სათქმელი.


  •  

მგონია, რომ მე დაჯილდოებული ვარ თვისებით - მართლად, გულწრფელად და უბრალოდ გამოვხატო მუსიკით ის გრძნობები, განწყობილებები ან სახეები, რომლებსაც შთამაგონებს ტექსტი. ამ გაგებით მე რეალისტი და ჭეშმარიტი რუსი ადამიანი ვარ.


  •  

მხოლოდ იმ მუსიკას შეუძლია გულში მოხვედრა და აღელვება, რომელიც შემოქმედის სულის სიღრმიდან მოედინება.


  •  

ღმერთო ჩემო! რა მოკლეა სიცოცხლე! რამდენი რამ უნდა გავაკეთო ვიდრე ვიგრძნობ, რომ დროა შევჩერდე!


  •  

ჩემი რწმენა მომავლის სამართლიან განაჩენში ურყევია. მე წინასწარ სიცოცხლეშივე ვტკბები დიდების იმ მცირედი ნაწილით, რომელსაც რუსული ხელოვნების ისტორია მომანიჭებს.


  •  

ჩემი ღრმა რწმენით, მოცარტი არის უმაღლესი, კულმინაციური წერტილი, რომელსაც მუსიკის სფეროში მიაღწია სილამაზემ.


  •  

იმას, რომ მე მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკას შევწირე , მოცარტს უნდა ვუმადლოდე. მან მისცა ბიძგი ჩემს მუსიკალურ ძალებს, მან მაიძულა ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე შემყვარებოდა მუსიკა.


  •  

გენიალური მოხუცი ვერდი „აიდასა“ და „ოტელოში“ იტალიელ მუსიკოსებს ახალ გზებს უკვლევს.