პოლ ვალერი

პოლ ვალერი (ფრანგ. Paul Valéry; დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი — გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი) — ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.
ციტატები
[რედაქტირება]„ჩვენ მეტაფორას საბუთად ვიჩნევთ, უაზრო სიტყვებს ─ ჭეშმარიტებად; ყველას გვგონია თავი მისანი და მომავლის მაუწყებელი.“ |
„აი, რა არის ამქვეყნად ყველაზე ძნელი: მთელი შენი ინტელექტისა და შემოქმედებითი უნარის სამსახურში ჩაყენება.“ |
„სიჭაბუკე მაშინ მთავრდება, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და, პირიქით, როცა ის, რასაც ვაკეთებ, ჩაიბეჭდება იმაში, რასაც ვფიქრობ.“ |
„გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.“ |
„ის, რაც არაფერს ჰგავს ─ არ არსებობს.“ |
„დღე მინათებს აზრებს, ჩემი აზრები კი მინათებენ ღამეს.“ |
„ღმერთო, მე ვიყავი ყოფიერების მეორე მხარეს და სიამოვნებას განვიცდიდი საკუთარ არარაობაში. მე გამომაგდეს ამ მდგომარეობიდან, რათა გამოვსულიყავი ცხოვრების კარნავალზე.“ |
„ადვილი ყოველთვის ცრუა, რთული კი ─ ყოველთვის უხეირო.“ |
„თუ არ შეუძლიათ, შეუტიონ აზრს, უტევენ მოაზროვნეს.“ |
„სერიოზულ ადამიანს ცოტა იდეა აქვს, ბევრი იდეის მქონე ადამიანი კი არასოდეს არის სერიოზული.“ |
მის შესახებ
[რედაქტირება]„არავის შეუძლია შეაჩეროს ვალერის სწრაფვა სიზუსტისკენ. აი, რატომ ვუწოდებ მის ძიებას „ჰეროიკულს“. მისთვის მიუღებელია მარტივი ჭეშმარიტებანი. ის ქედს არ იხრის არც საზოგადოებრივი აზრისა და არც მცოდნეთა ავტორიტეტის წინაშე.“ | |
| — ანდრე მორუა |
„ჩვენს ეპოქაზე არავის მოუხდენია უფრო დიდი გავლენა, ვიდრე ამ უაღრესად უბრალო კაცს.“ | |
| — ანდრე მორუა |
