შინაარსზე გადასვლა

სექსი

ვიკიციტატიდან
  •  

„სექსი კაცსა და ქალს შორის შეიძლება იყოს შესანიშნავი, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სწორად შეარჩევთ საჭირო კაცსა და ქალს.“

  ვუდი ალენი
  •  

„სექსი ხსნის დაძაბულობას, სიყვარული ─ პირიქით.“

  ვუდი ალენი
  •  

„არაფერი თქვათ მასტურბაციის საწინააღმდეგოდ ─ ბოლოს და ბოლოს, ეს არის სექსი იმ ადამიანთან, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ.“

  ვუდი ალენი
  •  

„შეყვარებულს სურს თავისი სატრფო აბრეშუმებში გაახვიოს, რბილი აღმოსავლური ქსოვილის ნაოჭებით დაფაროს და, უმეტეს შემთხვევაში, მის სხეულს ჭუჭყიან ლოგინზე ეუფლება.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„სანამ სექსზე ვიფიქრებ, ცოცხალი ვიქნები.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “ფანჯრები მსოფლიოზე” (2003 წ.)

  •  

„მასტურბაცია ნიშნავს, იყო ჰომოსექსუალი საკუთარ თავთან.“

  ფრედერიკ ბეგბედერი

  ციტატის წყარო: “რომანტიკული ეგოისტი” (2005 წ.)

  •  

„მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს უბინძურესი ლოთიც კი არ ეძებს მეძავ ქალთან.“

  ჰაინრიხ ბიოლი

  ციტატის წყარო: “კლოუნის თვალთახედვა” (1963 წ.)

  •  

„სქესობრივი აქტის დროს ენერგიას კარგავს ის, ვინც კავდება სექსით მხოლოდ ფიზიკური შეგრძნებების გამო; თუკი კავდებით სექსით იმიტომ, რომ გიყვართ თქვენი პარტნიორი და გინდათ მას შეერწყათ, თქვენი ენერგია ერთმნიშვნელოვნად გაიზრდება.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “სექსუალობა და გრძნობადობა” (1998 წ.)

  •  

„ორალური სექსი შეიძლება წარმოადგენდეს სქესობრივი აქტის პრელუდიას, მაგრამ არ უნდა ცვლიდეს მას! თუ სქესობრივი აქტი შედგება მხოლოდ ორალური კონტაქტისგან, მას „ერთდროულ მასტურბაციას“ უფრო ვუწოდებ.“

  ლიზ ბურბო

  ციტატის წყარო: “სექსუალობა და გრძნობადობა” (1998 წ.)

  •  

„კეთილი ქალები უკეთ ჟიმაობდნენ, უფრო მეტს დებდნენ სექსში, ხოლო მათთან გატარებული დროის მერე, ისინი უფრო ლამაზებად გეჩვენებოდნენ, რადგან შინაგანად იყვნენ ლამაზები.“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)

  •  

„გაუთავებელ @@ნაურში კაცი თავის იდენტურობას კარგავს.“

  ჩარლზ ბუკოვსკი

  ციტატის წყარო: „ქალები“ (1978 წ.)


  •  

„ფიზიკური ურთიერთობა სულიერი კავშირის გარეშე უსულო გვამია.“

  ელისაბედ II
  •  

„თუკი ადამიანის დამოკიდებულება სექსის მიმართ ისეთივე იქნებოდა, როგორც შთამომავლობის გაგრძელების რუტინული საქმისადმი, მაშინ გარშემო ჯერ კიდევ დინოზავრები ირბენდნენ, ვინაიდან მათ ყოველგვარი ფიქრისა და ანალიზის გარეშე ჰქონდათ სექსი.“

  პოლ ვერჰოვენი
  •  

„სწორედ კომპლექსების, თავდაჯერების ნაკლებობის და დაბალი თვითშეფასების გამო უწევს ცხოვრება ქალს უსექსოდ და პარტნიორის გარეშე და არა იმის გამო, რომ საშინელია.“

  მიხეილ ლაბოვსკი
  •  

„სიყვარული უსექსოდ აწყნარებს მას, ვისაც სიყვარული არ გამოუცდია.“

  გაბრიელ გარსია მარკესი
  •  

„რა ფასი აქვს სექსს, თუკი ვერ გაიხსენებ საერთოდ იყო თუ არა.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„სხეულის დაუფლება ყველას შეუძლია, მაგრამ სექსი ურთიერთობაა და მხოლოდ მაშინ არის, როცა არსებობს ორმხრივი ნება.“

  ვახტანგ მოსიაშვილი

  ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„სექსისადმი ჩვენს დამოკიდებულებას საფუძვლად უდევს ის, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ სხეულსა და მის სექსუალურ მხარეს.“

  ემილი ნაგოსკი

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„კარგი სექსის საიდუმლო ინგრედიენტი ─ თავად ხარ.“

  ემილი ნაგოსკი

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)

  •  

„არასდროს დაასრულოთ სექსზე საუბარი ისე, რომ პარტნიორს მადლობა არ გადაუხადოთ.“

  ემილი ნაგოსკი

  ციტატის წყარო: “როგორ სურს ქალს” (2015 წ.)


  •  

„ადამიანები ძალიან ბევრ რამეს უკავშირებენ სექსს მაშინ, როცა ნამდვილი სიახლოვე უფრო ღრმაა; ის ალერსიან შეხებაში, მშვიდ მზერასა და გვერდით თანაბარ სუნთქვაშია...“

  ელჩინ საფარლი


  •  

„ადამიანები, აშკარად შეცდომით, სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ცხოველური ჟინის მოკვლას უკავშირებენ და ცდებიან, რადგან ნებისმიერ ცხოველს სექსუალური ლტოლვა, ადამიანებისაგან განსხვავებით, წელიწადის მხოლოდ განსაზღვრულ დროს აწუხებს.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)

  •  

„ჩვენ ვიქეცით მომხმარებლებად და აღარ ვიცით, რომ სიცოცხლეში ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი მაშინ იწყება, როცა სექსს მოერევი და დაძლევ. ამის მიხვედრას კი, როგორი სასაცილოც უნდა იყოს, სწორედ სექსი სჭირდება ─ თუ არა გაქვს სექსი, ვერც დაიჯერებ, რომ სულ სხვა რაღაც გაკლია და მთელი ცხოვრება გაწვალებს.“

  დათო ტურაშვილი

  ციტატის წყარო: “პრაღა გაზაფხულის გარეშე” (2001 წ.)


  •  

„ქალები ორგაზმს კრიალა სამზარეულოს იატაკისაგან იღებენ.“

  ბეტი ფრიედანი
  •  

„ერთი რამ, რაც შეიძლება მოკლედ ითქვას მასტურბაციის შესახებ არის ის, რომ იყო დარცხვენილი.“

  ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული.“

  ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„სექსუალურ გადახრად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სექსის სრული არარსებობა, ყველაფერი დანარჩენი ─ გემოვნების საკითხია.“

  ზიგმუნდ ფროიდი


  •  

„რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?!“

  ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.“

  ჩარლზ ჩაპლინი


  •  

„თავად სექსი არ არის ვულგარული; ვულგარულია ადამიანი, რომელიც უძლურია ან უარს ამბობს, გააკონტროლოს თავისი სექსუალური ქცევა.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„კონტროლირებადი სექსუალური ლტოლვა არის ბუნების ყველაზე სასარგებლო სამკურნალო ძალა.“

  ნაპოლეონ ჰილი

  ციტატის წყარო: “ჭკუით აჯობე ეშმაკს” (1938 წ.)

  •  

„სექსი უაღრესად მნიშვნელოვანია და ვერასდროს იქნება „შემთხვევითი“ ─ მიუხედავად იმისა, თუ როგორ განმარტავს საზოგადოება ფრაზას „შემთხვევითი სექსი“.

  — Stewart & Janet Swerdlow

  ციტატის წყარო: “სექსუალობის ჭეშმარიტი არსი” (2005 წ.)

  •  

სექსუალური არათანასწორება სოციალურ არათანასწორებაზე უარესია.

  არკადი დავიდოვი
  •  

სექსის უქონლობისგამო არავინ არ კვდება, თუმცა კვდებიან სიყვარულის უქონლობის გამო.

  მარგარეტ ატვუდი
  •  

სექსი არ დაიკავებს სიყვარულის ადგილს, ხოლო სიყვარული ვერ დაიკავებს სექსის ადგილს.

  მერი მაკარტნი
  •  

სექსი უნდა იყოს ურთიერთობის მწვერვალი და არა თვითონ ურთიერთობა.

  მერიან უილიამსი
Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
სექსი
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=სექსი&oldid=55915“-დან