სოკრატე

სოკრატე (ბერძნ. Σωκράτης) (დ. 4 ივნისი, ძვ. წ. 470 ― გ. 7 მაისი, ძვ. წ. 399) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ათენიდან.
ციტატები
[რედაქტირება]„მხოლოდ ერთი კარგი არსებობს, ცოდნა და მხოლოდ ერთი ცუდი, უმეცრება.“ |
„იცოდე შენი თავი.“ |
„ცვლილების საიდუმლო იმაშია, რომ ენერგია მიმართო არა ძველის წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ ახლის შექმნაზე.“ |
„სჯობს აზრი შეიცვალო, ვიდრე მცდარ აზრს მიეჯაჭვო.“ |
„ვისაც მსოფლიოს დაძვრა უნდა, ჯერ საკუთარი თავი დაძრას.“ |
„არც ათენელი ვარ და არც ბერძენი, მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ.“ |
"სხეული ისე ვერ განიკურნება, თუ ჯერ სული არ განიკურნა." "ღირსეულ და პატიოსან ადამიანებს მე ვთვლი ბედნიერებად, ბოროტებსა და ცუდებს ─ უბედურებად."
"სიკეთე სხვა არაფერია, თუ არა სიამოვნება, ბოროტება კი ─ ტანჯვაა."
ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი ─ უგუნურება. |
კარგი დასაწყისი მცირე რამ არ არის, მაგრამ მცირედან იწყება. |
რამდენი რამაა ამ ქვეყნად, რაც არ მჭირდება! |
ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს. |
ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება. |
განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს! |
