შინაარსზე გადასვლა

სუნ-ძი

ვიკიციტატიდან

ომის ხელოვნება (ჩინურად: 孫子兵法; იკითხება: სუენ ძჲ პინ ჶა; პირდაპირი მნიშვნელობა: სუენ ძის სამხედრო ხელოვნება ან სუენ ძი სამხედრო ხელოვნების შესახებ) —- ჩინური სამხედრო მოძღვრება დაწერილი ძ.წ. მე-6 საუკუნეში სუენ ძის მიერ. შედგება 13 თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად.

ციტატები

[რედაქტირება]
  •  

ომში ფასი აქვს სწრაფ გამარჯვებას, და არა ჯანჯალ ლაშქრიანობას. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ)


  •  

ასჯერ ბრძოლაში ასჯერვე გამარჯვება კიდევ არ ნიშნავს უმაღლეს ოსტატობას ოსტატობათა შორის, უმაღლესი ოსტატობა ოსტატობათა შორის ნიშნავს: მტრის ჯარის დამორჩილებას ბრძოლის გარეშე. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

ომი, მუდამ ფლიდობის გზაა, ამიტომ, თუ რამე ძალგიძს, მოაჩვენე, რომ არ ძალგიძს; თუ რამეს აპირებ, დააჯერე, რომ არ აპირებ; თუ უახლოვდები, აფიქრებინე, რომ შორდები; და თუ შორდები, დაარწმუნე, რომ უახლოვდები. თუ მტერი რამეს დახარბებია - გაიტყუე იმავ სარგებლით; თუ არეულობას მოუცავს - მყის დაასწარ და იხელთე; თუ ძალით სავსეა - ჯერ მოუფრთხილდი; თუ ჯარით მძლავრობს - ჯერ მოერიდე; თუ რისხვას მოუცავს - დააშოშმინე; თუ რიდიანობს - გაადიდგულე; თუ დასვენებულია - მოქანცე; თუ თანხმობა აქვს - გათიშე. დაჰკარ იქ, სადაც არ გელის; დაიძარ მაშინ, როცა არ ელის. აი, ჭეშმარიტი ოსტატობა სარდლისა, რომელიც გამარჯვების საწინდარია, თუმცა წინდაწინ ვერვინ აირჩევს რომელიმე ხერხს. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

დროულად უნდა შენიშნო შენს დასაზვერად მოგზავნილი მტრის ყველა ჯაშუში, მაშინვე უნდა მოისყიდო და დაიყოლიო უხვი სარგებლით, ხოლო როგორც კი გადაიბირებ, შეგიძლია თავისუფლად გაუშვა უკან. ამგვარად შესძლებ გაიჩინო და გამოიყენო მოქცეული ჯაშუში. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

მებრძოლნი, მომწყვეულნი საბედისწერო ჩიხში - აღარაფერს უფრთხიან; მეომარნი, მოხვედრილნი გამოუვალ ადგილებში - კიდევ უფრო მტკიცდებიან; ღრმად შეჭრილნი მტრის მიწაზე - ერთ მუშტად იკვრიან; შველის არსაით მომლოდინენი - მედგრად იბრძვიან. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

ომის ყველაზე კარგი ხერხია - მტრის საომარი გეგმების ჩაშლა, მომდევნოა - სხვებთან მისი კავშირის მოშლა, შემდეგია - ბრძოლით მისი ჯარის მოსპობა, ბოლო და ყველაზე უარესია - მტრის ქალაქების ალყით აღება. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

მტერთან ჯერ იყავ გაუბედავი, ისე ვით მორცხვი ქალწული; ხოლო როგორც კი გაგეხსნება შეტევისათვის, მოსწყდი გასხლეტილ კურდღლის სისწრაფით, ისე რომ თავდაცვაც კი ვერ მოასწროს. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

ჯარის დაკვრა მტრის ლაშქარზე უნდა ჰგავდეს სალესის დაცემას კვერცხთა გორაზე. აი, სახე ძლიერით სუსტში ზუსტად დარტყმისა. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

ჯარის ბრძოლის გზა ჰგავს წყლის დინებას: წყალი, დინებისთვის, გვერდს უვლის მაღლობს და ეშვება დაბლობში, ჯარი გამარჯვებისთვის, გვერდს უქცევს ძლიერ ადგილს და ურტყავს სუსტში. წყლის დინების გზას საზღვრავს მიწა, ჯარის გამარჯვების გზას - მტრის ვითარება. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

ის, ვისაც ხელეწიფება სარდლობა როგორც მცირე, ისე დიდი ძალებისა - შესძლებს გამარჯვებას; (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

ის, ვისაც ესმის თუ როდის შეიძლება ბრძოლა და როდის არა - შესძლებს გამარჯვებას. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

ომში მარტო ლაშქრის სიმრავლე დიდს არას გარგებს, ცარიელი ძალის იმედით ნურასდროს ჯიქურ ნუ მიხვალ მტერზე. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ)


  •  

მოხეთქილ ნიაღვარს ლოდებიც მიაქვს, აი, ძალოვნება სწრაფი შეტევისა; ორბის კამარას ბეღურაც ეწირება, აი, სიზუსტე გათვლილი დარტყმისა. (სვენ ძძი სამხედრო ხელოვნების შესახებ, 2000 წლის ქართული თარგმანი)


  •  

როგორც წყალს არ აქვს მუდმივი ფორმა, ასევე არც ომია მუდმივი მდგომარეობა.