ტიციან ტაბიძე

ვიკიციტატიდან
Jump to navigation Jump to search
ტიციან ტაბიძე 1914 წელს

ტიციან ტაბიძე (დ. 21 მარტი, 1893, ჭყვიში — გ. დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

  • და თუ ვეღარ ვთქვი ლიტურგია
მე თავის თავზე
ქვეყანას მაინც გადავუხდი
ერთხელ პანაშვიდს...

"მაგი წინაპარი". 1916 წ. მოსკოვი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 19

  • თქვენ იცით მხოლოდ, რისთვის მტანჯავს ასე ტფილისი,
მისი სიბერე, მრუდი სახე და სიფილისი...

"ორი აპრილი". 1918 წ. აპრილი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 31

  • ბედის ვარსკვლავი საქართველოს
მართლა მკვდარია,
რექვიემივით ისმის ახლა
ყველა არია.
ძველია თემა: გიჟი მღვდელი
და მალარია

"მღვდელი და მალარია". '1918 წ. ოქტომბერი, ქ. ტფილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 34

  • ყველა პანთეონს, თუ მერგება, თვითონ დიდუბეს –
მე ვარჩევ მაინც ჩემ ორპირის გამომპალ უბეს.

"ორპირის სეზონი". '1919 წ. აპრილი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 35

გიმნაზიელი ტიციანი
  • მუხრანის ხიდზე დასახრჩობად კიდევ დავდგებით,
საქართველოში ცხოვრება ხომ – თვითმკვლელობაა


თავისმკვლელობის თავზე დაგვფრენს იგივ დემონი:
მე ვხედავ იმ მორგს, მოწამლული სადაც დავწვებით.


ღმერთს, პოეზიას, შენს სიყვარულს მე დავაფიცე;
წამებულებზე ლოცულობდეს ტანიტ ტაბიძე!

"ნინა მაყაშვილს". 1922 წ. 15 ივლისი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 44

  • მე თვითონ მივდევ ყოველ წასულ დღეს;
მზად ვარ ვიტირო ბავშვზე უმწარესს.
თორმეტმა მღვდელმა მამა გასუდრეს,
მე ერთი მღვდელიც არ ამიგებს წესს...
და ვმადლობ უფალს, ჩემი სული მას აბარია,
მან ერთმა იცის, რომ არ იყო იგი სამიწე.
ასე ატირებდა პოეტს მალარია,
ასე გაუგებრად წერდა ტიციან ტაბიძე.

"სეზონის ფალავანი". 1922 წ. 18 ოქტომბერი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 46

  • საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს
თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.

"ორპირის ოქროპირი". '1923 წ. მაისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 48

  • მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი,
მე ვარ თბილისის აგონიით მკვდარი პოეტი...

"თბილისი". 1923 წ. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 19


ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  • შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
ნამდვილი ღმერთი ვარ.
და თუ ამას დაემატება,
რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა –
ჩემზე ეროვნული პოეტი
არ ყოფილა საქართველოში.

"უჟმური კვირა". 1924 წ. ივლისი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 53

  • საქართველოში ვინ არ დამწვარა
ან ვინ არ სტირის საქართველოზე,
ბევრის სიცოცხლე მან გაამწარა
და ბევრიც დავრჩით სასაფლაოზე...
(1925 წ. ივლისი, თბილისი.)

"თბილისიდან დედას". 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 58

  • მაგრამ ლექსებზე მეტი მომაქვს,
მაინც ნაღველი,
ასე უჩემოდ სამშობლოში
რომ გამილესეს.
(1925 წ. აგვისტო, ანაპა.)

"ოლაიალი". 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 62

  • და როგორც ერთი ურჩი მჲურიდი
ვფიცავ საყვარელ ვაჟკაცთა წვერებს,
შამილის ფაფარს და თეთრ ჭაღარას
ალექსანდრეს წვერს დროშად ნაკერებს,
რომ მე დავტოვებ პოეტის სახელს
თუ ვაჟკაცობას თქვენსას ვერ ვამხელ

"პოემიდან "ჩაღატარ“. 1925 წ. ნოემბერი. ქ. თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 67

  • მტანჯავი არის ზეცის სიმაღლე
და ვარსკვლავების ცივი კრიალი,
ლექსს დღეს თან ახლავს სიმამაძაღლე,
მე ძველი დამრჩა გულის ფრიალი.
და რაც უბრალოდ იტყვი ამაზე,
უფრო მეტია გულში სიამე,
ვაშლის გაშლილი ხის სილამაზე,
ტანზე ასკდება მაისის ღამე.

"ორპირი". 1926 წ. 20 თებერვალი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 68

  • ღმერთი და სჯული...არა ვართ შორი,
მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს

"სერგეი ესენინს". 1926 წ. 28 თებერვალი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 70

  • მე არ მაცხია მონგოლის თაფლი
და ხელგაკრული არ ვზივარ მზეზე,
მაგრამ ბუზები, რომ ვერ დაითვლი,
კბენენ ჩემს სხეულს სულ უმიზეზოდ.

"თამუნა წერეთელს". 1926 წ. აპრილი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 73

  • დაფასთან ვდგავარ და ვშლი ძველ ლექსებს.
ცარცით კი არა, სისხლით რომ ვწერდი.
საბჭოთა მიწა! გიკოცნი ფესვებს.
ახალ ცხოვრების ვარ ალავერდი.

"(ნუ გაიკვირვებ, როცა გეტყვიან...)". 1926 წ. 15 ივნისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 75

  • პალმების ტყეში მტრედივით გაგრა
მიფრინავს თეთრად იალბუზისკენ,
მთვარეც ღრუბლების ტალღებში გაქრა,
თითქოს დევებმა ხელი უბიძგეს.

"ევქსინის პონტი". 1926 წ. გაგრა. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 80

  • მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
მინდა გავიხსნა გული ალალი,
მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი.

"მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე". 1926 წ. დეკემბერი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 81

  • დღეა ცისმარდი, ყოველი ღამე
მე შენი ტანის ცეცხლის ალი მწვავს,
რისთვის მზოგავ, მომკალ ბარემღა,
დასწვი, რაც დაგრჩა და არ დაგიწვავს.

"კარმენსიტა". 1926 წ. 16 დეკემბერი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 82

  • იყო საწყალი ერთი ოსტატი –
ასეთ ოსტატებს ზრდის საქართველო,
იკურთხოს მადლით მარჯვენა მათი,
იმათი იყოს ეს სადღეგრძელო.

"იმათი იყოს ეს სადღეგრძელო (ნიკო ფიროსმანს)". 1926 წ. თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 84

  • ცა მაღალია, მთაც მაღალია
და კაციც უნდა იყოს მაღალი

"(ცა მაღალია, მთაც მაღალია...)". 1926 წ. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 85

ტიციანი თავის ქალიშვილთან – ნიტა ტაბიძესთან
  • სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლულიც ვარ სამჯერა;
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.

"(სამჯერ ვარ დაბადებული...)". 1926 წ. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 86

  • რა საჭიროა სატრფოს ცრემლები,
არც ქარს ვაწუხებ საფლავის თხრისთვის.
მოისვენებენ ისედაც ძვლები,
თუ კრემატორი აღირსეს თბილისს.

"დასაბამიდან". 1927 წ. 7 იანვარი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 91

  • უბრალოდ ვკვცებით მეარღნეები,
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება...

"მეარღნეები და პოეტები". 1927 წ. 16 თებერვალი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 93

  • მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.

"ლექსი მეწყერი". 1927 წ. 17 აპრილი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 98

  • მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი
ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება

“რია–რია". 1927 წ. 24 აგვისტო, ქობულეთი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 103


  • ქარს მიაქვს თოვლი და მიიხვეტავს,
გადააფარებს ყაზბეგს შვინდებად,
შერცხვეს ვაჟკაცი, თუ ამ მზეს ხედავს
და სიკვდილს კიდევ შეუშინდება.

“ამოდის, ნათდება!..". 1927 წ. 7 დეკემბერი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 105

TitsianTabidze.png
  • დედის რძესავით ტკბილია ღამე,
იორი ჩქეფით ოცნებას აღწევს.
გამოვა წამით გომბორზე მთვარე
და გორგასალი ხმალით გადაწევს.

"გომბორის მთვარე (სანდრო შანშიაშვილს და გიორგი ლეონიძეს)". 1928 წ. იანვარი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 108


  • თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
და დავუჩოქებ მიწას მუხლებით
–მაშ, გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.

"მაშ, გამარჯვება". 1929 წ. იანვარი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 109

  • მაისი ყველგან არის მაისი,
მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.


და ისე ყრია თეთრი ვარდები,
თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.


ულამაზესი – ედემის დარი
მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.
გაღებულია სამოთხის კარი
და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!..

"სენტიმენტალური მოგზაურობა (ერთ დრეობაზე გაუგზავნელი ლექსი)". 1928 წ. 1 მაისი, ბათუმი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 110


  • თუ პოეტი ხარ და ხარ ვაჟკაცი,
გათენდი ისე, როგორც გათენდა
ოქროყანაში, თუნდაც ამ დილას, –
ნუ დასწერ ლექსებს... იყავ ზარმაცი!

"ოქროყანა". 1929 წ. 14 ივლისი, ოქროყანა. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 114


  • მინდა დავტიო უბრალო ლექსში,
რასაც გული გრძნობს და ხედავს თვალი,
ვარ შემოდგომის უხვი ალერსით
და ჟრუანტელით ერთბაშად მთვრალი.

"შემოდგომის დღე ოქროყანაში (რაბლე და კალმასობა)". 1929 წ. 4 ოქტომბერი, ოქროყანა. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 115

ტიციან ტაბიძე და ვალერიან გაფრინდაშვილი
  • ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება


"ანანურთან (თამუნია წერეთელს)". 1929 წ. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 117


  • გახვეული ვარ თავით ფორჩებში,
ვარდის გამოხდილ წვიმაში ვცურავ,
ეს საბანია ასე ლამაზი
თუ ანგელოსის ფრთები მახურავს?

"ლექსი წილკავი". 1933 წ. მაისი, ქუთაისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 123

  • სანამ წარმოსთქვამ, ლექსი შენია,
იტყვი, სხვა უცხო მას დაიტაცებს,
და თუ ვაჟკაცის ხელი სჩენია,
მაშინ სხვის ხელშიც ის ივაჟკაცებს.

"ლექსის დაბადება". 1936 წ. 10 ივლისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 125


  • ტკბილო კახეთო, მადლი შენს გამჩენს,
ქვეყნად რომ არვის დავეჯაბნებით,
ალავერდიდან მოვალთ ალავერდს
სავსე ცხოვრების დიდი ჯამებით.

"ალავერდობა (ნატა ვაჩნაძეს)". 1936 წ. სექტემბერი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 128


  • –საბჭოთა მიწის დაილოცოს
ყველა მკტაველი,
იყოს უკვდავი, ვით პუშკინი
და რუსთაველი...

"ალექსანდრე პუშკინს". 1937 წ. 20 იანვარი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 134

  • შორიდან ვუმზერ მყინვარს, იალბუზს,
ამ ორმა დევმა მხოლოდ იციან,
პოეტის გული რა ცეცხლით მოდუღს
და რაც ატირებს საწყალ ტიციანს.

"(რა მინდა მე აქ, რისთვის მოვედი...)". 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 139

პროზა და პუბლიცისტიკა[რედაქტირება]

ტიციან ტაბიძე გალაკტიონ ტაბიძის მიერ
  • პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა...

(პირველი სევდა)

  • დაუგდეთ ყური ქარიშხალს!..

დაივიწყეთ, თქვენივე საკუთარი თავის და სხვისი შებრალება, დაივიწყეთ ყველაფერი და ყველაფერს გაიგებთ.

(ყოფნის აღქმა) 1912 წ.

  • - დათვი ხეზე როგორ გავა... იავნანინაო, - დაიწყებდა ერთი...

- რომ გავიდეს, ვინ გაუშვებს... იავნანინაო, - მიაყოლებდა მეორე, ხოლო არავინ არ იცოდა, ქვეყანაზე სულ რომ არ ყოფილიყო ქალი, მგოსანი მაინც შეჰქმნიდა მის მომხიბვლელ სახეს...

(ქალი და მგოსანი 1913 წ.)

Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ტიციან ტაბიძე