შინაარსზე გადასვლა

ფარნავაზ I

ვიკიციტატიდან

ფარნავაზ I — იბერიის პირველი მეფე, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით: იბერიის მეორე მეფე ძვ. წ. IV საუკუნეში. ფარნავაზი მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის, სამარას ძმისშვილია. იგი საქართველოს პირველი გამაერთიანებელი და ფარნავაზიანთა დინასტიის დამფუძნებელია.

პორტრეტი „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან) [1] ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ [2],
"ნინოს მიერ ქართლის მოქცევა" [3];
„ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.) [4] (ტომი II, 1959.) [5]
ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“ [6],
„საქართველოს ძველი ისტორია“ [7]
თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ [8] ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ტფილისი, 1911 [9],
"საქართველოს ისტორია". ქუთაისი, 1915 [10]
პავლე ინგოროყვა «ძველი ქართული მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია» [11] CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“ [12]
ა~. და ესე იყო პირველი მეფჱ მცხეთას შინა აზოჲ, ძჱ არიან-ქართველთა მეფისაჲ, და მოკუდა. აზონ პატრიკი, ძე იარედოსისი მთავარი აზონ ძე იარედისა მაკედონელი
ძვ. წ. 326 – ძვ. წ. 302
აზონ მთავარი ძე არიანე მთავრისა მაკედონელისა 1. აზო
ძვ. წ. 330 – ძვ. წ. 272
ბ~. და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხჳ[რ]სა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოქმნა ზღუდე წყლით კერძო, და ჰრქჳან არმაზ. ფარნავაზ, რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა, ქართლოსიანი
(ძვ. წ. 309 – ძვ. წ. 234)
ძვ. წ. 284 – ძვ. წ. 234
ა. ფარნავაზ
ძვ. წ. 302 – ძვ. წ. 237
ფარნავაზ I (იმეფა 65)
ძვ. წ. 302 – ძვ. წ. 237
2. ფარნავაზ I
ძვ. წ. 272 – ძვ. წ. 206
1. მეფე ფარნავაზ I
284 – 219 წ.
1. ფარნავაზ I
ძვ. წ. 299 – ძვ. წ. 234

ცხოვრება

[რედაქტირება]

ფარნავაზი იყო მამით ქართლოსიანი, მცხეთის უკანასკნელი მამასახლისის, სამარას ძმის შვილი. ფარნავაზის მამა კი მსახურობდა სპარსეთის მეფის დარიოს III-ის კარზე სადაც შეირთო ცოლად მეფის ასული[13] ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის აღების შემდეგ ფარნავაზის მშობლები მცხეთაში დაბრუნდნენ სამარა მამასახლისთან თავის შესაფარებლად. სპარსეთის აღების შემდეგ ალექსანდრემ კავკასიაზეც გამოიწია და მცხეთის აღებისას მოკლა ფარნავაზის მამა და ბიძა, ხოლო მცხეთაში დასვა აზო. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ფარნავაზის დედა თავის მცირეწლოვან შვილებთან (ფარნავაზი 3 წლის იყო) ერთად იძულებული გახდა გახიზნულიყო ჯერ სარმატიაში ხოლო შემდეგ გადასულიყო სპარსეთში. უკვე 20 წლის ფარნავაზი თავის ორ დასთან და დედასთან ერთად ბრუნდება მცხეთაში და ვინაობის გაუმხელად უახლოვდება აზოს.

ერთხელ, ფარნავაზი წინაწსარმეტყველურ სიზმარს ნახულობს, როდესაც ნადირობისას დიღმის გამოქვაბულში იპოვნის დიდძალ განძს. შედეგად, დაგეგმავს აზონის ჩამოგდებას და ფარნავაზიანთა დინასტიის დაფუძნებას სრულიად საქართველოში. ის იმოყვრებს ჯერ კოლხეთის მამასახლისს, ქუჯის გაატანს რა ცოლად მის უმცროს დას, ხოლო შემდეგ უფროს დას ათხოვებს სარმატ მთავარზე. ამ ორი დიდი კავშირით ფარნავაზი მიიწევს აზონის ჩამოსაგდებად. შეშინებული აზო გარბის ჯავახეთში, კერძოდ არტაანში და იქ ჰურის ციხეში აფარებს თავს. ფარნავაზი უბრძოლველად იღებს მცხეთას და შემდეგ უკავშირდება სელევკიდების მეფეს, სელევკოს დიდს, და უთვლის განძს, რათა არ მიემხროს აზონს მრძოლაში. სელევკიდთა მეფის განდგომის შემდეგ აზონი იძულებული ხდება საშველად მიმართოს საბერძნეთს (თრაკია-მაკედონიის მეფეს, ლისიმაქეს), რომელიც დასახმარებლად უგზავნის მას არმიას.

ერთის მხრივ ფარნავაზი გაერთიანებული ძალით, ხოლო მეორეს მხრივ აზო საბერძნეთის არმიით შეებრძოლენ ქაჯეთის ციხესთან, სადაც აზო მოიკლა, ხოლო ბერძნები კი განიდევნენ რეგიონიდან. საბოლოოდ ფარნავაზმა თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა, ხოლო სამეფო ნიშნები და ინვესტიტურა ანტიოქოს I-სგან მიიღო.

ფარნავაზმა საქართველო რვა საერისთავოდ და ერთ სასასპეტოდ დაჰყო.

გამარჯვებულმა ფარნავაზმა დაიწყო სახელმწიფო რეფორმების გატარება. საქართველო დაიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – საერისთავოებად („ფარნაოზ მოქცეული შემოვიდა მცხეთას და განაგო სამეფო თჳსი; მოიყვანა ქალი ძურძუკით და შეირთო ცოლად და ქმნა საქართველო ცხრა საერისთოდ.“). ერისთავებს ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, ხარკის აკრეფა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. სულ შეიქმნა რვა საერისთავო.

  1. არგვეთის საერისთავო („მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ“);
  2. კახეთ, კუხეთ, ჰერეთის საერისთავო („მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი“);
  3. ხუნანის საერისთავო („მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი“)
  4. სამშვილდის საერისთავო („მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი“);
  5. წუნდის საერისთავო („მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი“);
  6. ოძრხეს საერისთავო („მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა“);
  7. კლარჯეთის საერისთავო („მისცა არსიანითგან ზღუამდე“);
  8. ეგრისის საერისთავო („ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა... მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი“).

სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროვინცია – შიდა ქართლი, დაექვემდებარა სპასპეტს. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.

ფარნავაზმა შემოიღო ახალი კერპი: „ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელისა ზედა თვისისა. ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქვა“. არმაზი საერთო ქართული უზენაესი ღვთაება გახდა, ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები – გაცი და გაიმი.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით: „ამან გაავრცელა ქართული ენა და აღარ ილაპარაკებოდა სხვა ენა ქართლში, გარდა ქართულისა. და ამან შექმნა ქართული მწიგნობრობა“. მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი: ქართულ, სომხურ, ებრაულ, ბერძნულ, ხაზარულ და არამეულ ენებზე. ფარნავაზმა ააგო არმაზის ციხე და მცხეთას გალავანი შემოარტყა.

ფარნავაზ მეფემ 65 წელი იმეფა და გარდაიცვალა ძვ. წ. 237 წელს. დაკრძალეს არმაზის კერპის სიახლოვეს. ცოლად ჰყავდა დურძუკის ქალი, რომლისაგან ეყოლა ძე, ტახტის მემკვიდრე — საურმაგ I.

  •  

 იმ დროს იყო ერთი ჭაბუკი მცხეთა ქალაქში, რომელსაც ერქვა ფარნავაზი. ეს ფარნავაზი იყო მამით ქართველი, ნათესავი უფლოსის, მცხეთოსის ძის და დედით – სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმისწული სამარისი, რომელიც ალექსანდრეს მოსვლისას მცხეთელი მამასახლისი ყოფილიყო. ეს სამარი და მისი ძმა, ფარნავაზის მამა, მოიკლნენ ალექსანდრეს მიერ. ხოლო ფარნავაზის დედას წაეყვანა ფარნავაზი, სამი წლის ყმაწვილი და თავი შეეფარებინა კავკასიაში. და იქ გაზრდილიყო და მოსულიყო მცხეთაში თავის მამულში. ხოლო ეს ფარნავაზი იყო კაცი გონიერი, მხედარი და მამაცი და დახელოვნებული მონადირე. და მალავდა იგი თავის სიკარგეს აზონის შიშის გამო. ხოლო თავისი მონადირეობით გახდა აზონის ნაცნობი და შეიყვარა იგი აზონმა მონადირეობისთვის. ევედრებოდა ფარნავაზს დედამისი: „ჩემო შვილო, მოერიდე აზონს და შენი თავის ნურანაირ სიკარგეს ნუ გამოაჩენ, რომ არ მოგკლან შენ“. და იყო შიში და ძრწოლა მასზე. და როცა გახშირდა აზონის შიში მათზე, უთხრა ფარნავაზს დედამისმა: „ჩემო შვილო, დატოვე შენი მამების სამყოფელი და წამიყვანე ჩემს მამულში, ასპანში, ჩემს ძმებთან და გაერიდები შენ ცოცხალი აზონს ხელიდან. და მტკიცედ განიზრახეს ეს, წასულიყვნენ ასპანში. უჭირდა ფარნავაზს თავისი მამების სამყოფელის დატოვება, მაგრამ დიდი შიშის გამო გადაწყვიტა წასვლა. მაშინ იხილა ფარნავაზმა სიზმარი, თითქოს იყო იგი უკაცრიელ სახლში და [გულით] უნდოდა გასვლა და ვერ გავიდა. მაშინ შემოვიდა მის სარკმელში მზის შუქი და შემოერტყა მის წელს და გაიზიდა და გაიყვანა იმ სარკმელში. და როცა გავიდა ველზე, იხილა მზე ქვემოთ ჩამოსული, მიჰყო [ფარნავაზმა] თავისი ხელი, მოჰხოცა მისი სახის ცვარი და იცხო თავის სახეზე. გაიღვიძა ფარნავაზმა და გაუკვირდა და თქვა: „ის სიზმარი ეს არის, [რომ] მე წავალ ასპანში და იქ სიკეთეს ვეწევი“. ხოლო იმ დღეებში გავიდა ფარნავაზი და ნადირობდა მარტო და დაედევნა ირმებს დიღმის ველზე. და გარბოდნენ ირმები ტფილისის ხევ-ხუვებში. მისდევდა ფარნავაზი, სტყორცნა ისარი და დაჰკრა ირემს. და ცოტა გაიარა ირემმა და დაეცა კლდის ძირას. მივიდა ფარნავაზი ირემთან; და ის დღე [უკვე] შეღამებული იყო; ჩამოქვეითთა და დაჯდა იმ ირემთან, რომ იქ დაეყო ღამე და დილასღა წასულიყო. ხოლო იმ კლდის ძირში იყო გამოქვაბული, რომლის კარებიც ამოქოლილი იყო ქვით ძველად და სიძველის გამო ნარღვევი გასჩენოდა იმ ნაშენებს. მაშინ წამოასხა ძლიერმა წვიმამ. ხოლო ფარნავაზმა ამოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია იმ გამოქვაბულის კარი, რომ იქ შიგნით გამშრალებულიყო იმ წვიმისგან და შევიდა იმ გამოქვაბულში. და ნახა იქ წარმოუდგენელი განძი, ოქრო და ვერცხლი და ოქროსა და ვერცხლის წარმოუდგენელი ნივთები. მაშინ ფარნავაზს გაუკვირდა და აივსო სიხარულით. და გაახსენდა ის სიზმარი და დაგმანა გამოქვაბულის კარი ისევე და სწრაფად წამოვიდა და უთხრა თავის დედას და თავის ორ დას. და იმავე ღამეს წამოვიდნენ ის სამნივე სახედრებითა და ჭურჭლებით და დაიწყეს გამოტანა იმ განძის და დაფლვა თავის საცავში. ხოლო როცა გათენდებოდა, კვლავ ისევე ამოქოლავდნენ იმ გამოქვაბულის კარს. და ასე გამოკრიბეს ის განძი ხუთი ღამე და შეინახეს თავიანთ საცავში. მაშინ ფარნავაზმა გაგზავნა თავის მონა ქუჯისთან და უთხრა: „მე ვარ ჩამომავალი უფლოსის, მცხეთოსის ძისა, და ძმისწული სამარა მამასახლისისა და არის ჩემთან დიდძალი სიმდიდრე. ახლა ინებე, რომ ამ სიმდიდრით მოვიდე შენთან და ვიყოთ ჩვენ ძმები და ვიხმაროთ ის სიმდიდრე ორთავემ. გამოვუჩნდეთ ჩვენ მტრად აზონ ერისთავს და ჩვენმა ბედმა მოგვცეს ჩვენ კარგი გამარჯვება“. მაშინ გაიხარა ქუჯიმ დიდი სიხარულით და უთხრა: „ადექი და მოდი ჩემთან და ნუ დაიშურებ შენს სიმდიდრეს და შენი სიმდიდრით გაგიმრავლებ შენ სპას, ვიდრე გამოვჩნდებით აზონის მტრად. მაშინ გაიხარებს მთელი ქართველობა მისგან დახოცილები და ამოწყვეტილები. და მგონი, რომელიმე იმ რომაელთაგანიც შემოგვიერთდება, რადგან ურიცხვი მათგანიც არის დახოცილი აზონის მიერ“.

მაშინ ფარნავაზი ფარულად წავიდა სიხარულით და რაც შესაძლებელიმიყო იმ განძიდან, თან წაიღო, და დედაცა და თავისი დებიც თან [წაიყვანა]. და მივიდა ქუჯისთან და უთხრა მას ქუჯიმ: „შენ ხარ შვილი ქართლის მეთაურებისა და შენ გმართებს ჩემი ბატონობა. ახლა ნუ დაიშურებ შენს ქონებას, რომ გავამრავლოთ სპა და თუკი მოგვეცემა გამარჯვება, შენ ხარ ჩვენი ბატონი და მე ვარ შენი მონა“. მაშინ შეერთდნენ და მოეთათბირნენ ოსებსა და ლეკებს. ხოლო მათ გაიხარეს, რადგან არ ეწადათ ხარკის მიცემა აზონისთვის. და გამოჰყვნენ ოსები და ლეკები, და გაიმრავლეს სპა. ეგრი სიდან შეიკრიბა ურიცხვი სპა და გამოემართა აზონისკენ, აზონმა კი მოუწოდა თავის სპას და შემოიკრიბა.
მაშინ ათასი რჩეული მხედარი იმ რომაელთაგან, რომლებსაც ბოროტება შემთხვეოდათ აზონისგან, განუდგნენ აზონს და მოვიდნენ ფარნავაზის წინაშე. მაშინ ყველა ქართველი განუდგა აზონს. ხოლო იმ სპას, რომელიც დარჩა აზონს, ვეღარ მიენდო იგი, რადგან ყველასთვის ბოროტება ჰქონდა გაკეთებული. წავიდა აზონი და მივიდა კლარჯეთში და გამაგრდა იგი კლარჯეთის სიმაგრეებში. ხოლო მოვიდა ფარნავაზი მცხეთაში და დაიპყრო მცხეთის ის ოთხი ციხე. და იმავე წელიწადს დაიპყრო მთელი ქართლი გარდა კლარჯეთისა. ამ ფარნავაზმა მიავლინა შუამავლები ასურასტანის მეფის ანტიოქოსის წინაშე და გაუგზავნა დიდძალი ძღვენი. და აღუთქვა მას მსახურება და ითხოვა მისგან შემწეობა ბერძნების წინააღმდეგ. ხოლო ანტიოქოსმა მიიღო მისი ძღვენი და უწოდა თავის შვილად და გამოუგზავნა გვირგვინი. და უბრძანა სომხეთის ერისთავებს, რომ შეშველებოდნენ ფარნავაზს. ხოლო მეორე წელს აზონმა შემოიერთა სპა საბერძნეთიდან, გაძლიერდა ძალიან და გამოემართა ფარნავაზისკენ. ხოლო ფარნავაზს გაემრავლებინა ქართლის მხედრობა, მოუწოდა მათ და მოუხმო ქუჯის და ოსებს. და შეიკრიბნენ ყველა ესენი და შემოუერთდნენ ანტიოქოზის ერისთავები სომხეთიდან. და ეს ყველა შეკრიბა ფარნავაზმა და მიეგება არტანის ნაქალაქევთან, რომელსაც ერქვა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელიც არის ჰური. და შეებრძოლნენ იქ და მოხდა ძლიერი ბრძოლა. და ამოწყდა ორი ვე მხრი დან ურიცხვი. ხოლო დაძლეულ იქნენ ბერძნები ფარნავაზის მიერ, გარ ბოდა მათი ბანაკი. და მოკლეს აზონი და მათი ურიცხვი სპა მოსპეს და დაატყვევეს. და წავიდა ფარნავაზი და მოაოხრა საბერძნეთის საზღვარი ანძიანძორა და ეკლეციდან შემობრუნდა, მოვიდა კლარჯეთში და დაიპყრო კლარჯეთი და წამოვიდა მცხეთაში დიდი სიხარულით. ხოლო მის სიმდიდრეზე დაემატა აზონის ქონებაც და დაგროვდა მეტისმეტი სიმდიდრე.
ხოლო ეგრისწყლის ქვემოთ [ტერიტორია] დარჩა ბერძნებს, რადგან იმ ადგილების მკვიდრებმა არ ინებეს ბერძნებისგან განდგომა. მაშინ ფარნავაზმა მისცა თავისი და ოსების მეფეს ცოლად და მეორე და მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრისწყალსა და რიონს შუა, ზღვიდან მთამდე, რომელშიც არის ეგრისი და სვანეთი და დაამტკიცა იგი ერისთავად იქ. და იქ ქუჯიმ ააშენა ციხეგოჯი. მაშინ ფარნავაზი უშიშარი შეიქნა თავისი ყველა მტრის მიმართ და გამეფდა მთელ ქართლსა და ეგურზე და გაამრავლა ყველა ქართლოსიანი მხედარი, გაამწესა რვა ერისთავი და სპასპეტი. ერთი გაგზავნა მარგვის ერისთავად და მისცა მცირე მთიდან, რომელიც არის ლიხი, ვიდრე ზღვამდე, რიონს ზემოთ. და ამავე ფარნავაზმა ააშენა ორი ციხე, შორაპანი და დიმნა. და გაგზავნა მეორე კახეთის ერისთავად და მისცა არაგვიდან ვიდრე ჰერეთამდე, რომელიც არის კახეთი და კუხეთი. მესამე გაგზავნა ხუნანის ერისთავად და მისცა ბერდუჯის მდინარიდან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანამდე, რომელიც არის გარდაბანი. მეოთხე გაგზავნა სამშვილდის ერისთავად და მისცა სკვირეთის მდინარიდან ვიდრე მთამდე, რომელიც არის ტაშირი და აბოცი. მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად და მისცა ფანავარიდან ვიდრე მტკვრის თავამდე, რომელიც არის ჯავახეთი და კოლა და არტანი. მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ტასისკარიდან ვიდრე არსიანამდე, ნოსტის თავიდან ზღვამდე, რომელიც არის სამცხე და აჭარა. მეშვიდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად და მისცა არსიანიდან ზღვამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ეგრისის ერისთავი. ხოლო ერთი დააყენა სპასპეტად და მისცა ტფილისიდან და არაგვიდან ვიდრე ტასისკარამდე და ფანავარამდე, რომელიც არის შიდაქართლი. და ეს სპასპეტი იყო ყოველთვის მეფის წინაშე და მთავრულად გამგებლობდა ყველა ერისთავზე. ხოლო ამ ერისთავების დაქვემდებარებაში, ადგილ-ადგილ, გაამწესა სპასალარები და ათასისთავები და ყველა მათგანისგან მოდიოდა სამეფო და საერისთავო ხარკი. ასე დააწესა ეს ყველაფერი ფარნავაზმა სპარსელების სამეფოს მსგავსად. და მოიყვანა ცოლი დურძუკელების[გან], კავკასის ჩამომავალი. ამ ფარნავაზმა შემოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ და ქართლის ყველა ქალაქი და ციხე, ალექსანდრესგან მოოხრებული, ამან ააშენა. და ვეღარ იძიეს შური ბერძნებმა მასზე, რადგან მოუცლელები იყვნენ ბერძნები რომაელებთან ბრძოლის გამო. და ამავე ფარნავაზმა შექმნა დიდი კერპი თავის სახელზე. ეს არის არმაზი, რადგან ფარნავაზს სპარსულად არმაზი ერქვა. აღმართა ის კერპი, არმაზი ქართლის [მთის] თავზე და იმ დროიდან ეწოდა არმაზი იმ კერპის გამო. და ჩაატარა დიდი დღესასწაული იმ აღმართული კერპისთვის. ოცდაშვიდი წლისა გამეფდა და სამოცდახუთი წელი მეფობდა ნებიერად.
და ემსახურებოდა იგი ანტიოქოსს, ასურასტანის მეფეს და მთელი თავისი დღეები, რაც [მეფედ] დაჯდა მშვიდობით გაატარა და ააშენა და გაავსო ქართლი. ხოლო გაზაფხულისა და შემოდგომის დროის თვეებს დაჰყოფდა მცხეთაში, სამეფო ქალაქში და ზამთრის თვეებს დაჰყოფდა გაჩიანებში, ხოლო ზაფხულის თვეებს – წუნდაში. და დროდადრო მიდიოდა ეგრისში და კლარჯეთში და მოიკითხავდა მეგრელებსა და კლარჯებს და განაგებდა ყველა აშლილ საქმეს. ხოლო ის რომაელები, ათასი მხედარი, რომლებიც აზონისგან შემოუერთდნენ ფარნავაზს, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ისინი გაანაწილა ხევებსა და მხარეებში, უპატრონა მათ კარგად, რადგან აზონთან ბრძოლაში მამაცურად იყვნენ. და უწოდა მათ სახელად აზნაურები. და რაც წავიდა ალექსანდრე, აღარ ჭამდნენ [ქართველები] ადამიანს, გარდა იმისა, რომელსაც შესწირავდნენ კერპს მსხვერპლად. იყო მოსვენება და სიხარული მთელ ქართლზე ფარნავაზის მეფობის გამო და ამას ამბობდა ყველა: „ვმადლობთ ჩვენს ბედს, რომ მოგვცა ჩვენ მეფე ჩვენი მამების ჩამომავალთაგან და მოგვიხსნა უცხო ხალხებისგან ხარკი და ჭირი“. და ეს ყველაფერი აღასრულა ფარნავაზმა სიბრძნითა და სიქველით, სიმხნითა და სიმდიდრით. ჰყავდა ძე და უწოდა სახელი საურმაგი.
და ეს ფარნავაზი იყო პირველი მეფე ქართლში ქართლოსის ჩამომავალთაგანი. ამან გაავრცელა ქართული ენა და აღარ ილაპარაკებოდა სხვა ენა ქართლში, გარდა ქართულისა. და ამან შექმნა ქართული მწიგნობრობა. და მოკვდა ფარნავაზი და დამარხეს არმაზის კერპის წინაშე.
ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრება“: გვერდი 17, 18, 19, 20, 21, 22.


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ფარნავაზ I
  1. მოქცევაჲ ქართლისაჲ (შატბერდის კრებულის 1979 წლის გამოცემიდან)
  2. ლეონტი მროველი „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“
  3. ლეონტი მროველი „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“
  4. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.)
  5. „ქართლის ცხოვრება“ სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი II, 1959.)
  6. ვახუშტის ბატონიშვილი „საქართველოს ისტორია“
  7. საქართველოს ძველი ისტორია
  8. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“
  9. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. ჟურნალ "ჯეჯილის" გამოცემა. ტფილისი. ელექტრომბეჭდავი ამხ. "შრომა", მუხრანის ქ. №12. 1911
  10. ს. რ. გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მეორე გამოცემა. ქუთაისი. ქ. შ. წ.-კ. გ. ს. ქუთ. განყ. სტამბა. 1915
  11. პავლე ინგოროყვა „ძველი ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“
  12. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“
  13. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“: გვერდი 111.