ციცერონი



მარკუს ტულიუს ციცერონი (ლათ. Marcus Tullius Cicero; დ. 3 იანვარი, ძვ. წ. 106, არპინუმი, იტალია — გ. 7 დეკემბერი, ძვ. წ. 43, ფორმია, იტალია) — ძველი რომაელი პოლიტიკოსი, ადვოკატი და პოლიტიკური მოაზროვნე, ძველი რომის ყველაზე სახელგანთქმული ორატორი და კონსული ძვ. წ. 63 წელს.
ციტატები[რედაქტირება]
სანამ ვსუნთქავ, იმედი მაქვს. | |
Dum spiro, spero |
პირობას შესრულება სჭირდება. | |
Pacta sunt servanda. |
ქაღალდი არ წითლდება. | |
Epistola non erubescit. |
ყველაფერი მცირედან იწყება. | |
Omnium rerum principia parva sunt. |
ყველაფერი, რაც გამაჩნია, თან დამაქვს; ჩემი ქონება ჩემი ცოდნაა. | |
Omnia mea mecum porto. |
ცხვრის საუკეთესო დამცველი, მგელია! | |
O praeclarum custodem ovium lupum! |
შეცდომა ადამიანურია, პატიება კი - ღვთაებრივი. | |
Errare humanum est, ignoscere divinum. |
ხალხის კეთილდღეობა უმაღლესი კანონია. | |
Salus populi suprema lex. |
ფილოსოფია ცხოვრების ხელოვნებაა. | |
Philosophia est ars vitae. |
ლათინურის ცოდნა არაა შესანიშნავი, არცოდნაა სასირცხვილო. | |
Non enim tam praeclarum est scire Latine quam turpe nescire. |
ოჰ, დროება! ოჰ, ჩვევები! | |
O Tempora! O Mores! |
ბედი ბრმაა. | |
Fortuna caecaest . |
ჩვენი სამშობლო არის ჩვენი საერთო მშობელი. | |
Patria est communis omnium parens. |
დიდი პიროვნება რომ სცნო, თავადაც რაიმეს უნდა წარმოადგენდე. |
შიშსა და ხიფათში მეტი მიდრეკილება გვაქვს, დავიჯეროთ სასწაულები. |
როცა აწმყოში სატრაბახო არაფერი აქვთ, წარსული საქმეებით ტრაბახობენ. |
გონების დაავადება უფრო უარესია და უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხეულის. |
მტერი ყოველთვის იძახის სიმართლეს, მოყვარე - არასოდეს. |
განა შეიძლება ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც მეგობრის ღირსებას თავის ღირსებაზე მაღლა დააყენებს? |
ყაჩაღებსაც კი აქვთ თავისი კანონები. |
ფული - ომის ნერვია. |
სახლი, სადაც წიგნი არ არის, უსულო ორგანიზმს ჰგავს. |
მეცოდება ის მოხუცი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვერ დასცინა სიკვდილს. |
კანონი გვეუბნება რა უნდა გავაკეთოთ, და გვიკრძალავს ამის საწინააღმდეგოს. |
ფულის მქონე არ შეიძლება დასჯილი იქნეს. |
ყოველი ჩვენთგანი შეიძლება შეცდეს, მაგრამ მხოლოდ სულელი შეიძლება შეცდეს და შეუპოვარი დარჩეს. |
როდესაც იარაღი ბობოქრობს, მაშინ კანონი სდუმს. | |
Silent enim leges inter arma |
სახე - სულის სარკეა. |
ჩვენ კანონის მონები უნდა ვიყოთ, თუ გვინდა რომ თავისუფალნი დავრჩეთ. |
არსებობს თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შუბს ისვრის და ერთხელაც ვერ არტყამს მიზანს? |
არ იცოდე ისტორია, ეს იგივეა სამუდამოდ ბავშვად დარჩე. |
დაეუფლო სიბრძნეს არ არის საკმარისი, მთავარია იცოდე მისი გამოყენება. |
არ შეიძლება გიყვარდეს ის, ვისიც გეშინია, და არც ის - ვისაც შენი ეშინია. |
ცხოვრებაში და აზროვნებაში, შემთხვევითობაზე საზიზღარი - არაფერია. |
არც წყლით და არც ცეცხლით ისე ხშირად არ ვსარგებლობთ, როგორც მეგობრობით. |
ჩვევა - ეს მეორე ნატურაა. | |
consuetudo quasi altera natura |
ორატორის დიდი მიღწევაა არა მარტო ის, თქვას ის რაც საჭიროა, არამედ არ თქვაა ის რაც არ არის საჭირო. |
მოსამართლე - ეს მოსაუბრე კანონია, კანონი კი არ არის ჩემი მოსამართლე. |
ის, ვისაც უნდა რომ ისწავლოს, ხშირად ვნებს იმ ადამიანის ავტორიტეტს, ვინც სწავლობს. |
ჭეშმარიტება ეჭვებით იწყება. |
ხელგაშლილობას საზღვარი არ აქვს. |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- M. TVLLIVS CICERO (106 – 43 B.C.) (ინგლ). ციცერონის ნამუშევრები. THE LATIN LIBRARY. დამოწმების თარიღი: 19:56, 6 მარტი 2009 (UTC).
- Joseph Hughes (ბოლო განახლება: 23 ივნისი, 2008). Marcus Tullius Cicero (106-43 BC) (ინგლ.). ციცერონის შესახებ. მისურის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დამოწმების თარიღი: 19:56, 6 მარტი 2009 (UTC).