შინაარსზე გადასვლა

ფილოსოფია

ვიკიციტატიდან
  •  

„კათედრები კი არ შექმნილა ფილოსოფიისათვის, არამედ ფილოსოფია ─ კათედრებისათვის.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„ზნეობა ფილოსოფიის ის ნაწილია, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ და მხოლოდ მცირეოდენს თუ ასრულებენ.“

  — ბესარიონ ბელინსკი
  •  

„ფილოსოფოსი ნიშნავს სიბრძნის მაძიებელ ადამიანს; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთრივ ფილოსოფოსი განსაკუთრებით ბრძენია [...] ის ადამიანები კი, რომლებიც კმაყოფილნი არიან იმით, რაც იციან, ვერასდროს იქცევიან ფილოსოფოსებად.“

  — იუსტაინ გორდერი

|- |   | ციტატის წყარო: “ფორთოხლის გოგონა” (2003 წ.)

  •  

„ფილოსოფიის სამყაროში მე ვერაფერს ვხედავ, რაც თუნდაც დაემგვანებოდა იმ ფილოსოფიას, რომელიც მე წარმომიდგენია. ჩვენ ცოტა ფილოსოფოსი გვყავს, რომელთაც შეუძლიათ ცხოვრების ხელოვნება ასწავლონ.“

  — ენდრიუ კარნეგი
  •  

„ის, ვინც ფილოსოფიას შეისწავლის, ოდითგანვე გატაცებულია მეტისმეტად ღრმა, მაგრამ სრულიად უსარგებლო მატერიათა საკითხების გარკვევით.“

  — ლუის ა. მარტინესი

|- |   | ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„ფილოსოფიითა და ლათინურით მაძღარი ვერ იქნები.“

  — ლუის ა. მარტინესი

|- |   | ციტატის წყარო: “სანაპიროსკენ” (1904 წ.)

  •  

„აუცილებელი არ არის ადამიანისგან ფილოსოფოსი შექმნა ─ პირველ რიგში, მისგან ადამიანი უნდა აღიზარდოს.“

  — ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„არყოფნა ფილოსოფოსს არ აშინებს.“

  — გიუსტავ ფლობერი

|- |   | ციტატის წყარო: “მადამ ბოვარი” (1856 წ.)

  •  

„ფილოსოფია ცხოვრების ხელოვნებაა.“

 

Philosophia est ars vitae.

  — ციცერონი