ჯეკ ნიკოლსონი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b0/Jack_Nicholson_-_1976_%28new%29.jpg/220px-Jack_Nicholson_-_1976_%28new%29.jpg)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/26/JackNicholsonMar10.jpg/250px-JackNicholsonMar10.jpg)
ჯონ ჯოზეფ „ჯეკ“ ნიკოლსონი (ინგლ. Jack Nicholson; დ. 22 აპრილი, 1937) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მწერალი, ე. წ. „მეთოდური შესრულების“ სკოლის მსახიობი, ცნობილი ნევროტული ხასიათების ბნელი, კომედიური პორტრეტებით.
ციტატები
[რედაქტირება]ჩემი სათვალეებით მე ვარ „ჯეკ ნიკოლსონი“, მათ გარეშე კი — „60 წლის მსუქანი ბებერი“. |
არ მინდა მაყურებელმა იცოდეს, თუ როგორი ვარ რეალურ ცხოვრებაში. ეს ძალიან ცუდია მსახიობისათვის. |
ცხოვრებაში მხოლოდ ორ ადამიანს უნდა მოატყუო: პოლიციელსა და შენ მეგობარ გოგონას. |
როცა ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, ხალხი მათ დანაშაულად მიიჩნევს, ხოლო როცა ღმერთი ცდება, ამას ბედისწერას უწოდებენ. |
მხოლოდ მაშინ ვსვამ ვიაგრას, როცა ერთდროულად ერთზე მეტ ქალთან ვერთობი. |