ჯორჯ ბერნარდ შოუ

ჯორჯ ბერნარდ შოუ (ინგლ. George Bernard Shaw, ძველი ირლანდიური გვარი Shaw მართებულად იკითხება როგორც შო); (დ. 26 ივლისი, 1856, დუბლინი ― გ. 2 ნოემბერი, 1950, ეიოტსენტლორენსი) — ირლანდიელი დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1925).
ციტატები
[რედაქტირება]„სამყარო იმდენად დალპა, რომ ვინმეს შეყვარებაც კი ─ ეს ყველაზე დიდი რისკია, რისი უფლებაც შეიძლება საკუთარ თავს მივცეთ. შინაგანად გვძაბავს იმის ალბათობა, რომ ეს შესაძლოა, ცალმხრივი აღმოჩნდეს ან აგრესიულად იქნას გაგებული. ადამიანები გადაეჩვივნენ სიყვარულს ─ მსოფლიოს სამომხმარებლო ურთიერთობები მართავს.“ |
„პესიმისტიც და ოპტიმისტიც ზრუნავს საზოგადოების განვითარებაზე. ოპტიმისტი თვითმფრინავს იგონებს, პესიმისტი კი ─ პარაშუტს.“ |
„ცხოვრებაში ორი ტრაგედიაა. შენი გულის სწორის დაკარგვა და მისი მოპოვება.“ |
„არ არსებობს საჭმლის სიყვარულზე უფრო გულწრფელი სიყვარული.“ |
„იზრუნე მიიღო ის, რაც მოგწონს,თორემ იძულებული იქნები მოგეწონოს ის,რასაც მიიღებ.“ |
სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის. კმაყოფილება სიკვდილია. | |
As long as I have a want, I have a reason for living. Satisfaction is death. |
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრების გამოთქმის უფლება იმ პირობით, თუ ისინი ემთხვევა სხვა ადამიანების აზრებს. |
ციტატის წყარო: ჟურ. „თბილისელები“; 6 თებერვალი – 12 თებერვალი, 2012; N6(580) — გვ. 92.
ჯენტლმენია მამაკაცი, რომელმაც მოიწვია გოგონა თავის სახლში გრავიურების სანახავად და ანახებს მას გრავიურებს. |
თუ თქვენ იპოვით საკუთარ ბედნიერებას და სიხარულით ცას ეწვევით, თქვენ დაემგვანებით მოხუცს, რომელიც სათვალეს ეძებდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხვირზე ეკეთა. |
ვნებიან ქალთან უფრო ადვილია ცხოვრება, ვიდრე მოსაწყენ ქალთან, თუმცა ვნებიანს უფრო ხშირად ტოვებენ და არავინ ახრჩობს. |
ახლა, როდესაც შეგვიძლია ვიფრინოთ, როგორც ჩიტებმა, ვიცუროთ, როგორც თევზებმა, დაგვრჩენია მხოლოდ ერთი რამ გასაკეთებლად ─ ვისწავლოთ თუ როგორ ვიცხოვროთ მიწაზე ადამიანურად. |
ხალხი მუდამ გარემოებებს ადანაშაულებს. მე არ მჯერა გარემოებების. მე მჯერა ხალხის, რომელთაც სიფხიზლე შეინარჩუნეს და მოძებნეს მათთვის ხელსაყრელი გარემოებანი, და თუ ვერ იპოვეს ასეთი ─ თავად შექმნეს. |
პროგრესს არაფერი ძალუძს, მაგრამ გვქმნის კი ჩვენ უკეთესებს, ვიდრე უწინ ვიყავით. |
რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა. |
პატრიოტიზმი ─ ეს იმის რწმენაა, რომ შენი ქვეყანა ყველა სხვას სჯობია, რადგანაც შენ დაიბადე აქ. |
თუკი ორივეს თითო-თითო ვაშლი გვაქვს, მათი გაცვლით არაფერი შეიცვლება ─ ორივეს ისევ ერთი ვაშლი გვექნება, მაგრამ თუკი მეც და თქვენც გვაქვს იდეა, მათი გაცვლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ორი იდეა ექნება. |
ვისაც სწორი დასკვნების გაკეთების ძალა შესწევს, ცინიკოსებს უწოდებენ ისინი, ვისაც ეს არ შეუძლია. |
ცხოველები ჩემი მეგობრები არიან, მე კი არ ვჭამ ჩემს მეგობრებს. |
ციტატის წყარო: Evpatori.ge
