შინაარსზე გადასვლა

99 ფრანკი

ვიკიციტატიდან

„99 ფრანკი“ — ფრანგი მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის გახმაურებული ნაწარმოები, რომელშიც გატარებულია ანტისარეკლამო პროპაგანდა.

სარეკლამო ბიზნესის მხილებისა და მწარე სატირის შემცველი რომანი. სარეკლამო ბიზნესის მწვავე სატირა

ციტატები

[რედაქტირება]
  • თანამედროვე ტოტალიტარული სახელმწიფოები ერთ ამოცანას უსახავენ პროპაგანდის მინისტრებს, გაზეთების მთავარ რედაქტორებსა და სკოლის დირექტორებს - ხალხს შეაყვარონ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ (ოლდოს ჰაქსლი).
  • სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს.
  • ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, ამიტომაც გადავწყვიტე 33 წლის ასაკში სამსახურისთვის თავი გამენებებინა, თანაც, როგორც მოგეხსენებათ, საუკეთესო ასაკია აღდგომისთვის.
  • გლამური ის ქვეყანაა, სადაც ვერასოდეს შეაღწევ.

შეუძლებელია თვითმფრინავს გეზი შეაცვლევინო ისე, თუ მასში ვერ შეაღწიე.

  • სიახლის უპირატესობა ისაა, რომ მუდმივად იცვლება. ყოველთვის გამოჩნდება სიახლე, რომელიც წინამორბედს დააძველებს.
  • ევრო იმისთვის გამოიგინეს, რომ მდიდრების ხელფასი 6-ჯერ ნაკლებად აღმაშფოთებლად გამოჩენილიყო.
  • ეს მე უნდა გადავწყვიტო დღეს, თუ რა მოგინდებათ თქვენ ხვალ.
  • როგორ მოხდა, რომ ეპოქაში, რომელშიც ცინიზმმა თავისი აყვავების მწვერვალს მიაღწია, რეკლამა მსოფლიოს მბრძანებლობის ტახტზეა წამოსკუპული?!
  • იმ სამყაროში, რომლის აღწერასაც ვაპირებ, კრიტიკის სიმწვავე დიდი ხანია მონელებულია, თაცხედობა - წახალისებული, დაბეზღება - უხვად დასაჩუქრებული, ხოლო პამფლეტი შეკვეთილი და ორგანიზებულია.
  • გარდასული დროის დიქტატორებს სიტყვისა და აზრის თავისუფლება აშინებდათ. კრძალავდნენ ყველაფერს, რაც თვალში არ მოსდიოდათ და ჭკუაში არ უჯდებოდათ, ციხეში ყრიდნენ მწერლებს, წვავდნენ მიუღებელ წიგნებს. საზიზღარი აუტოდაფების ტკბილად მოსაგონარი დრო საშუალებას იძლეოდა, ერთმანეთისგან გაგერჩია ავი და კარგი. აი, სარეკლამო ტოტალიტარიზმის ეპოქაში ეგეთი ადვილი აღარ არის თქვა - მე კი ხელები დამიბანიაო.
  • დაუმორჩილებლობაც კი მორჩილების განსაზღვრული ფორმა გახდა.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ გავჩერდეთ, რათა ფიქრისთვის დრო არ დაგვრჩეს.
  • სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადავე ვყოფილიყავი.
  • ზეცათა სასუფეველში უფრო მეტი სიხარული ელის ერთ ცოდვილს, რომელმაც მოინანია, ვიდრე 99 მართალს, რომლებსაც მონანიება არ სჭირდებათ (ლუკას სახარება).
  • იდეა არსაიდან მოდის.
  • ის, რასაც ადამიანები სითბოსა და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.
  • ადრე უამრავი მეგობარი გყავდა; ახლა ერთიც აღარ დაგრჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ არც არასოდეს გყოლია.
  • ვინც თესავს ქარს, იმკის ქარიშხალს.
  • სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთის გარდა, როცა მოსაწყენია.

ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე.

სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს. არადა, სულ გგონია, რომ დრო კიდევ გაქვს! მერე, უცებ, ერთ მშვენიერ დღეს – ბრახ! და გადატრიალდები, რეგლამენტი ამოწურულია. სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენ ორგანაიზერში ვერ ჩაინიშნება.

ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, თქვენ, მე.

ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა.

ჰედონიზმი ჰუმანიზმი როდია. იგი ფულის დინებაა. მისი დევიზი გაინტერესებთ? „ვხარჯავ, ე.ი. ვარსებობ.“

რაც უფრო მეტად ვეთამაშები თქვენც ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით.

კაცობრიობამ ღმერთი ფართო მოხმარების საგნებს ანაცვალა.

ადვილია იმ სისტემის ლანძღვა-გინება, რომელსაც თქვენ თავად ქმნით.

ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია.

სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.

თქვენი ძალა თქვენს ცისფერ საბანკო ბარათშია.

იდეა ყოველთვის არსაიდან მოდის.

ყველა კრებაზე ბოლო გამომსვლელი ყოველთვის მართალია.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ საერთოდ ყველანაირი შეკრების მიზანი ხალხის დამორჩილებაა.

მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.

თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორც ფრანკენშტაინის საცოლე.

ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.

ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს, რომ დაიკიდო.

თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს.

როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა, რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის, „მინდა თუ არა ეს ბავშვი?“, არამედ „ვრჩები თუ არა ამ ქალთან?“

თავისუფლება მხოლოდ მძიმედ გადასატანი დროის მცირე მონაკვეთია.

მანქანა რომ გაგიფუჭდება, კარგი ხელოსანი უნდა გამოძებნო; სახლი თუ გინდა აიშენო, სასურველია ცნობილ არქიტექტორს მიმართო. ავად რომ გახდები, შენთვის უკეთესი იქნება, თუ გამოცდილ ექიმს მიაკითხავ. მაშ, ფიზიკური სიყვარული რატომ უნდა იყოს ცხოვრების ერთადერთი სფერო, სადაც სპეციალისტებთან მისვლა არ არის საჭირო?

ჩვენ ყველანი მეძავეები ვართ. ადამიანების 95 % ნებისმიერ შემხვედრს ლოგინში ჩაუგორდება სულ რაღაც 1500 ევროდ.

თავიდან ქალმა შეიძლება ისე დაიჭიროს თავი, რომ ვითომ გაბრაზდა, ვითომ იუკადრისა, ალბათ არც დაქალებთან დასცდება ამაზე სიტყვა, მაგრამ ათას ევროდ რასაც გინდა იმას გააკეთებინებ.

უმრავლეს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული ფარისევლურ – ამბიციური გრძნობაა.

ლამაზ ნაშებს უყვარდებათ სრულიად შემთხვევით, მაყუთიანი ბიძები, რომლებსაც შეუძლიათ მათ მდიდრული ცხოვრება მოუწყონ. მაშ, რითი განსხვავდებიან ისინი ბოზებისაგან? რა თქმა უნდა, არაფრით.

მლიქვნელობა და პირფერობა! ჩვენთვის სხვა აღარაფერი არსებობს დედამიწის ზურგზე! ეს არის კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა!

საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ.

სიცოცხლე ერთი დიდი გენოციდია.


სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთების გამოკლებით, როცა მოსაწყენია.

როდესაც დედამიწის ზურგზე ყველა თანახმა იქნება, რომ მოწყენილი იყოს, კაცობრიობა გადარჩება.

რატომ ხდება ისე, რომ როცა შორდები მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს? ნუთუ ვერ ხვდებოდი, რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა შენგან: ცოტა ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის, სულ ცოტა ფილტვების ტკივილი.

ყოველი ადამიანი, ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს, არარაობად იქცევა.

ჩვენ ჩვენი საკუთარი გრძნობების გვრცხვენია.

თუ კაცი მოუხელთებელია, ქალი დაუმარცხებელია.

ამქვეყნად ყველა პროსტიტუციითაა დაკავებული. განსხვავება ერთ რამეშია: შენ უხდი თუ შენ გიხდიან. უხეშად რომ ვთქვათ, 40 წლამდე შენ გიხდიან, მერე კი იქით უნდა გადაუხადო. ასეა, გენაცვალე, ფიზიკური სილამაზის სასამართლო განაჩენი აპელაციას არ ექვემდებარება.

რატომ არის ეს ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდებიან, რომლებიც ჩემთან არ არიან?

იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.

იმის მაგივრად, რომ სოცოცხლის არსზე იფიქროთ და საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა: „რისთვის ვცხოვრობ, რა მინდა?“, დამდგარხართ და პრობლემებს პრობლემებზე ამატებთ.

მორალი, შეიძლება, ძალიან მოსაწყენი რამეა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი საშუალება სიკეთის და ბოროტების გასარჩევად არ გამუგონიათ.

ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.

იცით, რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს, რომ „ნაიკები“ იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან „ნაიკებს“, რომ ნარკოტიკები იყიდონ.

ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თანაც ისე, რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი თვალით ხედავთ, როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ, როგორ გშორდებიან და მიდიან.

ვინაიდან გლობალიზაციას ადამიანი არ აინტერესებს, იძულებული გახდით პროდუქტები გამხდარიყავით, რომ საზოგადოება თქვენით დაინტერესებულიყო.

მოკვდე – ეს ნიშნავს, გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორც დაბადებამდე იყავი.

საერთოდ ასე ხდება: როდესაც სექსი აქვთ, ბოლოს გრძნობაც უჩნდებათ.

ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება – ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25-სას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ სვამთ; 45 წლისას იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ; 55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ; 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით: ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით – მეუღლეებს, ბოლოს კი – ექიმებს.

ახალგაზრდებმა, რომლებიც მანქანებს წვავენ, კარგად გაუგეს ამ საზოგადოებას.