Cardi B

ვიკიციტატიდან
Cardi B

Cardi B (ნამდვილი სახელი: ბელკალის მარლენის ალმანზარი; დ. 11 ოქტომბერი, 1992) — ამერიკელი რეპერი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ტელეწამყვანი. 2018 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Invasion of Privacy“. ამ ალბომმა მას პირველი გრემის ჯილდო მოაგებინა, ნომინაციაში „საუკეთესო რეპ ალბომი“.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

„ქალი რეპერები თავდაუზოგავად შრომობენ თავიანთი პერფორმანსებისთვის, შოუს ვიზუალურ ნაწილზეც ზრუნავენ, საათებს უთმობენ მაკიაჟისა და ვარცხნილობის კეთებას. ამასთან, ქმნიან კარგ მუსიკას, თუმცა, მათ პატივს მაინც არავინ სცემს და ყველა მუდმივად უკმაყოფილოა. სამწუხაროდ, ახალი არაფერია, დავიღალე უკვე ამით“

  •  

„ჩემი აზრით, სოციალურ ქსელებში ყველა ისე იქცევა, თითქოს პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა აქვთ. ეს ყველაფერი მაცოფებს. როდესაც ქალების გარემოცვაში ვარ, მუდმივად მესმის საუბარი იმაზე, როგორ უყვართ თავიანთი კაცი, მაგრამ ის არ არის ფინანსურად სტაბილური, ან არ მოსწონთ დედამისი, ან სექსი არ არის ძველებურად კარგი. ყველას თავისი პრობლემა აქვს. ზოგადად, პატიებისა და შემწყნარებლობის მომხრე ვარ. მეც და ჩემი ქმარიც. როდესაც მე და ოფსეტს პრობლემები გვქონდა, გვეგონა, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ გვეწინააღმდეგებოდა. ახლა კი მას ყველაფერში ჩემი მხარდაჭერა აქვს და იმავეს ვიღებ მეც. როდესაც საყვარელ ადამიანს ღალატობ, მთლიანად ანადგურებ მას, ვინც ნებისმიერ მომენტში შენ გვერდითაა. ეს რატომ უნდა გააკეთო? მე მონოგამი ვარ და ვინც მიღალატებს, მაგრად მოხვდება“


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
Cardi B
მოძიებულია „https://ka.wikiquote.org/w/index.php?title=Cardi_B&oldid=31694“-დან