ტიციან ტაბიძე
ტიციან ტაბიძე (დ. 21 მარტი, 1893, ჭყვიში — გ. დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, "ცისფერყანწელთა" მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
- და თუ ვეღარ ვთქვი ლიტურგია
- მე თავის თავზე
- ქვეყანას მაინც გადავუხდი
- ერთხელ პანაშვიდს...
"მაგი წინაპარი". 1916 წ. მოსკოვი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 19
- თქვენ იცით მხოლოდ, რისთვის მტანჯავს ასე ტფილისი,
- მისი სიბერე, მრუდი სახე და სიფილისი...
"ორი აპრილი". 1918 წ. აპრილი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 31
- ბედის ვარსკვლავი საქართველოს
- მართლა მკვდარია,
- რექვიემივით ისმის ახლა
- ყველა არია.
- ძველია თემა: გიჟი მღვდელი
- და მალარია
"მღვდელი და მალარია". '1918 წ. ოქტომბერი, ქ. ტფილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 34
- ყველა პანთეონს, თუ მერგება, თვითონ დიდუბეს –
- მე ვარჩევ მაინც ჩემ ორპირის გამომპალ უბეს.
"ორპირის სეზონი". '1919 წ. აპრილი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 35
- მუხრანის ხიდზე დასახრჩობად კიდევ დავდგებით,
- საქართველოში ცხოვრება ხომ – თვითმკვლელობაა
- თავისმკვლელობის თავზე დაგვფრენს იგივ დემონი:
- მე ვხედავ იმ მორგს, მოწამლული სადაც დავწვებით.
- ღმერთს, პოეზიას, შენს სიყვარულს მე დავაფიცე;
- წამებულებზე ლოცულობდეს ტანიტ ტაბიძე!
"ნინა მაყაშვილს". 1922 წ. 15 ივლისი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 44
- მე თვითონ მივდევ ყოველ წასულ დღეს;
- მზად ვარ ვიტირო ბავშვზე უმწარესს.
- თორმეტმა მღვდელმა მამა გასუდრეს,
- მე ერთი მღვდელიც არ ამიგებს წესს...
- და ვმადლობ უფალს, ჩემი სული მას აბარია,
- მან ერთმა იცის, რომ არ იყო იგი სამიწე.
- ასე ატირებდა პოეტს მალარია,
- ასე გაუგებრად წერდა ტიციან ტაბიძე.
"სეზონის ფალავანი". 1922 წ. 18 ოქტომბერი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 46
- საქართველოში ყოველ ჭორფლიან ქალს
- თავის საკუთარი ჰყავდა პოეტი.
"ორპირის ოქროპირი". '1923 წ. მაისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 48
- მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი,
- მე ვარ თბილისის აგონიით მკვდარი პოეტი...
"თბილისი". 1923 წ. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 19
- შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
- ნამდვილი ღმერთი ვარ.
- და თუ ამას დაემატება,
- რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა –
- ჩემზე ეროვნული პოეტი
- არ ყოფილა საქართველოში.
"უჟმური კვირა". 1924 წ. ივლისი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 53
- საქართველოში ვინ არ დამწვარა
- ან ვინ არ სტირის საქართველოზე,
- ბევრის სიცოცხლე მან გაამწარა
- და ბევრიც დავრჩით სასაფლაოზე...
- (1925 წ. ივლისი, თბილისი.)
"თბილისიდან დედას". 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 58
- მაგრამ ლექსებზე მეტი მომაქვს,
- მაინც ნაღველი,
- ასე უჩემოდ სამშობლოში
- რომ გამილესეს.
- (1925 წ. აგვისტო, ანაპა.)
"ოლაიალი". 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 62
- და როგორც ერთი ურჩი მჲურიდი
- ვფიცავ საყვარელ ვაჟკაცთა წვერებს,
- შამილის ფაფარს და თეთრ ჭაღარას
- ალექსანდრეს წვერს დროშად ნაკერებს,
- რომ მე დავტოვებ პოეტის სახელს
- თუ ვაჟკაცობას თქვენსას ვერ ვამხელ
"პოემიდან "ჩაღატარ“. 1925 წ. ნოემბერი. ქ. თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 67
- მტანჯავი არის ზეცის სიმაღლე
- და ვარსკვლავების ცივი კრიალი,
- ლექსს დღეს თან ახლავს სიმამაძაღლე,
- მე ძველი დამრჩა გულის ფრიალი.
- და რაც უბრალოდ იტყვი ამაზე,
- უფრო მეტია გულში სიამე,
- ვაშლის გაშლილი ხის სილამაზე,
- ტანზე ასკდება მაისის ღამე.
"ორპირი". 1926 წ. 20 თებერვალი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 68
- ღმერთი და სჯული...არა ვართ შორი,
- მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს
"სერგეი ესენინს". 1926 წ. 28 თებერვალი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 70
- მე არ მაცხია მონგოლის თაფლი
- და ხელგაკრული არ ვზივარ მზეზე,
- მაგრამ ბუზები, რომ ვერ დაითვლი,
- კბენენ ჩემს სხეულს სულ უმიზეზოდ.
"თამუნა წერეთელს". 1926 წ. აპრილი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 73
- დაფასთან ვდგავარ და ვშლი ძველ ლექსებს.
- ცარცით კი არა, სისხლით რომ ვწერდი.
- საბჭოთა მიწა! გიკოცნი ფესვებს.
- ახალ ცხოვრების ვარ ალავერდი.
"(ნუ გაიკვირვებ, როცა გეტყვიან...)". 1926 წ. 15 ივნისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 75
- პალმების ტყეში მტრედივით გაგრა
- მიფრინავს თეთრად იალბუზისკენ,
- მთვარეც ღრუბლების ტალღებში გაქრა,
- თითქოს დევებმა ხელი უბიძგეს.
"ევქსინის პონტი". 1926 წ. გაგრა. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 80
- მინდა მოვიფრთხნა ამ შარაგზაზე,
- მინდა გავიხსნა გული ალალი,
- მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,
- შენ ჩემს სიკვდილში არ გიდევს ბრალი.
"მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე". 1926 წ. დეკემბერი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 81
- დღეა ცისმარდი, ყოველი ღამე
- მე შენი ტანის ცეცხლის ალი მწვავს,
- რისთვის მზოგავ, მომკალ ბარემღა,
- დასწვი, რაც დაგრჩა და არ დაგიწვავს.
"კარმენსიტა". 1926 წ. 16 დეკემბერი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 82
- იყო საწყალი ერთი ოსტატი –
- ასეთ ოსტატებს ზრდის საქართველო,
- იკურთხოს მადლით მარჯვენა მათი,
- იმათი იყოს ეს სადღეგრძელო.
"იმათი იყოს ეს სადღეგრძელო (ნიკო ფიროსმანს)". 1926 წ. თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 84
- ცა მაღალია, მთაც მაღალია
- და კაციც უნდა იყოს მაღალი
"(ცა მაღალია, მთაც მაღალია...)". 1926 წ. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 85
- სამჯერ ვარ დაბადებული,
- მონათლულიც ვარ სამჯერა;
- ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
- ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.
"(სამჯერ ვარ დაბადებული...)". 1926 წ. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 86
- რა საჭიროა სატრფოს ცრემლები,
- არც ქარს ვაწუხებ საფლავის თხრისთვის.
- მოისვენებენ ისედაც ძვლები,
- თუ კრემატორი აღირსეს თბილისს.
"დასაბამიდან". 1927 წ. 7 იანვარი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 91
- უბრალოდ ვკვცებით მეარღნეები,
- და პოეტები,
- მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
- გვეპატიება...
"მეარღნეები და პოეტები". 1927 წ. 16 თებერვალი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 93
- მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
- ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
- ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
- რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
"ლექსი მეწყერი". 1927 წ. 17 აპრილი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 98
- მივალ, მივდივარ და მივიმღერი,
- თან საქართველოს მიმაქვს ოცნება,
- ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი
- ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება
“რია–რია". 1927 წ. 24 აგვისტო, ქობულეთი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 103
- ქარს მიაქვს თოვლი და მიიხვეტავს,
- გადააფარებს ყაზბეგს შვინდებად,
- შერცხვეს ვაჟკაცი, თუ ამ მზეს ხედავს
- და სიკვდილს კიდევ შეუშინდება.
“ამოდის, ნათდება!..". 1927 წ. 7 დეკემბერი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 105
- დედის რძესავით ტკბილია ღამე,
- იორი ჩქეფით ოცნებას აღწევს.
- გამოვა წამით გომბორზე მთვარე
- და გორგასალი ხმალით გადაწევს.
"გომბორის მთვარე (სანდრო შანშიაშვილს და გიორგი ლეონიძეს)". 1928 წ. იანვარი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 108
- თუ ჩემი ძმა ხარ, ერთიც მიმღერე
- და დავუჩოქებ მიწას მუხლებით
- –მაშ, გამარჯვება, ტკბილო სიცოცხლევ,
- დავრჩებით ერთად ჩვენ განუყრელი.
"მაშ, გამარჯვება". 1929 წ. იანვარი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 109
- მაისი ყველგან არის მაისი,
- მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,
- და ვხვდები ახლა, რომ სილამაზეს
- აღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.
- და ისე ყრია თეთრი ვარდები,
- თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.
- ულამაზესი – ედემის დარი
- მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.
- გაღებულია სამოთხის კარი
- და მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!..
"სენტიმენტალური მოგზაურობა (ერთ დრეობაზე გაუგზავნელი ლექსი)". 1928 წ. 1 მაისი, ბათუმი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 110
- თუ პოეტი ხარ და ხარ ვაჟკაცი,
- გათენდი ისე, როგორც გათენდა
- ოქროყანაში, თუნდაც ამ დილას, –
- ნუ დასწერ ლექსებს... იყავ ზარმაცი!
"ოქროყანა". 1929 წ. 14 ივლისი, ოქროყანა. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 114
- მინდა დავტიო უბრალო ლექსში,
- რასაც გული გრძნობს და ხედავს თვალი,
- ვარ შემოდგომის უხვი ალერსით
- და ჟრუანტელით ერთბაშად მთვრალი.
"შემოდგომის დღე ოქროყანაში (რაბლე და კალმასობა)". 1929 წ. 4 ოქტომბერი, ოქროყანა. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 115
- ისე ნაზია ეს მოგონება,
- როგორც დემონის ფრთების შეხება
"ანანურთან (თამუნია წერეთელს)". 1929 წ. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 117
- გახვეული ვარ თავით ფორჩებში,
- ვარდის გამოხდილ წვიმაში ვცურავ,
- ეს საბანია ასე ლამაზი
- თუ ანგელოსის ფრთები მახურავს?
"ლექსი წილკავი". 1933 წ. მაისი, ქუთაისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 123
- სანამ წარმოსთქვამ, ლექსი შენია,
- იტყვი, სხვა უცხო მას დაიტაცებს,
- და თუ ვაჟკაცის ხელი სჩენია,
- მაშინ სხვის ხელშიც ის ივაჟკაცებს.
"ლექსის დაბადება". 1936 წ. 10 ივლისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 125
- ტკბილო კახეთო, მადლი შენს გამჩენს,
- ქვეყნად რომ არვის დავეჯაბნებით,
- ალავერდიდან მოვალთ ალავერდს
- სავსე ცხოვრების დიდი ჯამებით.
"ალავერდობა (ნატა ვაჩნაძეს)". 1936 წ. სექტემბერი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 128
- –საბჭოთა მიწის დაილოცოს
- ყველა მკტაველი,
- იყოს უკვდავი, ვით პუშკინი
- და რუსთაველი...
"ალექსანდრე პუშკინს". 1937 წ. 20 იანვარი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 134
- შორიდან ვუმზერ მყინვარს, იალბუზს,
- ამ ორმა დევმა მხოლოდ იციან,
- პოეტის გული რა ცეცხლით მოდუღს
- და რაც ატირებს საწყალ ტიციანს.
"(რა მინდა მე აქ, რისთვის მოვედი...)". 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 139
პროზა და პუბლიცისტიკა
[რედაქტირება]- პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა...
- დაუგდეთ ყური ქარიშხალს!..
დაივიწყეთ, თქვენივე საკუთარი თავის და სხვისი შებრალება, დაივიწყეთ ყველაფერი და ყველაფერს გაიგებთ.
(ყოფნის აღქმა) 1912 წ.
- - დათვი ხეზე როგორ გავა... იავნანინაო, - დაიწყებდა ერთი...
- რომ გავიდეს, ვინ გაუშვებს... იავნანინაო, - მიაყოლებდა მეორე, ხოლო არავინ არ იცოდა, ქვეყანაზე სულ რომ არ ყოფილიყო ქალი, მგოსანი მაინც შეჰქმნიდა მის მომხიბვლელ სახეს...
(ქალი და მგოსანი 1913 წ.)