პოლ ვალერი: განსხვავება გადახედვებს შორის
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ ბოტის შეცვლა: eo:Paul Valéry |
მ ბოტის დამატება: fi:Paul Valéry |
||
ხაზი 65: | ხაზი 65: | ||
[[eo:Paul Valéry]] |
[[eo:Paul Valéry]] |
||
[[es:Paul Valéry]] |
[[es:Paul Valéry]] |
||
[[fi:Paul Valéry]] |
|||
[[fr:Paul Valéry]] |
[[fr:Paul Valéry]] |
||
[[he:פול ואלרי]] |
[[he:פול ואלרי]] |
01:28, 1 ნოემბერი 2010-ის ვერსია
პოლ ვალერი, (Ambroise-Paul-Toussaint-Jules Valéry), (დ. 30 ოქტომბერი, 1871, სეტი, საფრანგეთი – გ. 20 ივლისი, 1945, პარიზი, საფრანგეთი), ფრანგი პოეტი, ესეისტი და ფილოსოფოსი.
- მაშინ ვარსებობ, როცა ვაზროვნებ?!(ვარიაციები დეკარტზე)
- რამდენი რამის არცოდნაა საჭირო, რომ იმოქმედო.
- აი რა არის ყველაზე ძნელი ამ ქვეყნად: ჩააყენო მთელი შენი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი-სამსახურში.
- ზოგიერთი ნაწარმოები თავისი პუბლიკის მიერ არის შექმნილი. ზოგიერთი კი თვითონვე ჰქმნის თავის პუბლიკას.
- რელიგია ადამიანებს ამარაგებს იმ გარემოებებისთვის საჭირო სიტყვებით, აქტებით, ჟესტებითა და ”აზრებით”, სადაც მათ არ იციან, რა თქვან, რა ქნან და რა წარმოიდგინონ.
- ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.
- სიჭაბუკე მთავრდება მაშინ, როცა ის, რასაც ვფიქრობ, აღიბეჭდება იმაში, რასაც ვაკეთებ, და პირიქით - როცა ის, რასაც ვაკეთებ, ინკრუსტირდება იმაში, რასაც ვფიქრობ.
- დიდი ადამიანები ორჯერ კვდებიან: ერთჯერ, როგორც ადამიანნი და მეორეჯერ, როგორც დიდნი.
- ადამიანი დამწყვდეული ცხოველია თავისი სხეულის გარეთ.
- ბრძენს ესმის ერთი სიტყვა, მაგრამ იგებს ორს.
- ძალაუფლება მისი ბოროტად გამოყენების გარეშე მთელ თავის მიმზიდველობას კარგავს.
- ჩემთვის სრულიად უსარგებლოა იმის ცოდნა, რისი მოდიფიცირებაც არ შემიძლია.
- გრიგალს შეუძლია, მიწასთან გაასწოროს ქალაქი, მაგრამ არ შეუძლია გახსნას კონვერტი ან განასკვული ძაფი.
- წიგნებს იგივე მტრები ჰყავთ რაც ადამიანებს: ცეცხლი, წყალი, უმეცრება, დრო და მათივე საკუთარი შინაარსი.
- სიახლეში ყველაზე უკეთესი არის ის, რაც ძველ სურვილს ეპასუხება.
- ხშირად საჭიროა უფრო მეტი გამბედაობა, რათა იფიქრო ან ილაპარაკო მორალის წინააღმდეგ, ვიდრე საქმით უარყო იგი.