შინაარსზე გადასვლა

1984 (რომანი)

ვიკიციტატიდან

„1984“ჯორჯ ორუელის ანტიუტოპიური რომანი. ავტორმა სიუჟეტი 1943 წელს ჩაიფიქრა, რეალურად კი 1947-1948 წლებში დაიწერა. რომანის დასახელება, მასში გამოყენებული ტერმინოლოგია ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებლებად იქცა. სოციალისტურ ქვეყნებში რომანი არაერთხელ გამხდარა მძაფრი კრიტიკისა და ცენზურის მსხვერპლი.

ციტატები

[რედაქტირება]
  • პარტიის სამი ლოზუნგი:
ომი მშვიდობაა
თავისუფლება მონობაა
უცოდინრობა ძალაა

კრიზისულ მომენტებში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვით მის სხეულში მყოფს.

  • დიდი ძმა გითვალთვალებს
  • წლიდან წლამდე შემცირდება სიტყვების რაოდენობა და, შესაბამისად, ცნობიერების დიაპაზონიც.
  • ყოველი შემოკლება წარმატებაა, რაც ნაკლები სიტყვები გაქვს ასარჩევი, მით ნაკლებად ფიქრობ.
  • ვიდრე არ შეიგნებენ, არასოდეს აჯანყდებიან, და ვიდრე არ აჯანყდებიან, ვერაფერს შეიგნებენ.
  • სანამ ადამიანი ადამიანად რჩება, სიკვდილი და სიცოცხლე ერთია.
  • "ამ თამაშს ჩვენ ვერ მოვიგებთ, მაგრამ ზოგიერთი მარცხი სჯობს სხვა მარცხს. სულ ესაა"
  • მათი ხვევნა-კოცნა ბრძოლა და გამარჯვება იყო, ანუ პარტიისთვის მიყენებული დარტყმა, ანუ პოლიტიკური აქტი
  • ყველაფერს გათქმევინებენ, ყველაფერს, მაგრამ ვერ დაგაჯერებენ. შენში ვერ შემოვლენ. როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ღირს ადამიანად დარჩენა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს არავითარ შედეგს არ იძლევა, მაშინ ისინი დამარცხებული გყავს.
  • მასები არასოდეს ჯანყდებიან თვითშეთანხმებით და არც, უბრალოდ თავისი დაჩაგრულობის მიზეზით. მათ ხომ არასოდეს ჰქონიათ უფლება, ჰქონოდათ საზომები შესადარებლად, და ისიც კი არ იციან, რომ დაჩაგრულები არიან.
  • მსოფლიოს დაპყრობა ყველაზე მტკიცედ მათ სჯერათ, ვინც იცის, რომ ეს შეუძლებელია.
  • უმცირესობაში ყოფნა - თუნდაც ერთკაციანში - გიჟად არ გაქცევს.

მის შესახებ

[რედაქტირება]
  •  

„შესაძლოა, თითოეული ანტიუტოპიური ხედვა თანამედროვეობის ასახვაა, უბრალოდ ხაზგასმულია და გაზვიადებულიცაა ზოგიერთი ნიშანი მორალის თვალსაზრისით და გაფრთხილების მიზნით.“

  ენტონი ბერჯესი

  ციტატის წყარო: “1985” (1978 წ.)