შინაარსზე გადასვლა

ისტორია

ვიკიციტატიდან
  •  

„ვინც მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მოვლენებს ეხება, იგი ქრონოლოგიას წერს, ე.ი. უგუნურთა ისტორიას.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„ისტორია რომანია, რომელსაც უჯერებენ ხოლმე; რომანი კი ისტორიაა, რომელსაც არ უჯერებენ.“

  — ონორე დე ბალზაკი
  •  

„კარგად დაწერილი ისტორიული რომანები ისტორიის საუკეთესო კურსებია.“

  — ონორე დე ბალზაკი
  •  

„ისტორია არის მიცვალებულთა, ცოცხალთა და ჯერ არშობილთა შორის კავშირი.“

  — ედმუნდ ბერკი
  •  

„ისტორია ლურსმანია, რომელზედაც ყველაფრის დაკიდება შეიძლება.“

  — ალექსანდრე დიუმა (უფროსი)
  •  

„ხანდახან საკმარისია რამდენიმე უაზრო სიტყვის წარმოთქმა, რომ ისტორიაში შეხვიდე.“

  — უმბერტო ეკო
  •  

„ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები.“

  — რალფ ულდო ემერსონი
  •  

„ისტორია არის მეცნიერება იმაზე, რაც აღარ არის და არც იქნება.“

  — პოლ ვალერი
  •  

„აღარ არსებობს ისეთი მეცნიერება, როგორიც ისტორიაა. დღევანდელი ისტორია მანიპულაციის საშუალებაა, რომელიც ყოველ ჯერზე ინფორმაციის იმ მცირედს იმეტებს, რომელიც მოცემულ მომენტში კონკრეტული მიზნების მისაღწევადაა საჭირო.“

  — პოლ ვერჰოვენი
  •  

„ისტორია დიდი ხნის განმავლობაში „ზედსართავი“ მეცნიერება იყო ─ ამიტომ მას ამა თუ იმ მმართველის მოსაზრებას „ზედ ურთავდნენ“.

  — სერგეი კაპიცა
  •  

„მსოფლიო ისტორია არის დიდი პიროვნებების ბიოგრაფიები.“

  — ტომას კარლაილი
  •  

„მსოფლიო ისტორია ─ ეს უბრალოდ კოლექტიური მეხსიერებაა ადამიანური ზრახვების შედეგების შესახებ, რომლებსაც დადებითი ან უარყოფითი მიმართულობა ჰქონდა.“

  — დალაი ლამა XIV

|- |   | ციტატის წყარო: “თანაგრძნობით სავსე ცხოვრება”

  •  

„ისტორია ყოველთვის ორჯერ იმეორებს საკუთარ თავს: პირველად, როგორც ტრაგედია, ხოლო მეორედ ─ როგორც ფარსი.“

  — კარლ მარქსი

|- |   | ციტატის წყარო: “ლუი ბონაპარტის ბრიუმერის თვრამეტი” (1852 წ.)

  •  

„ისტორია სისხლითა და სპერმით დაიწერა. სისხლით ─ მიწაზე, სპერმით ─ ქალის საშოში.“

  — ვახტანგ მოსიაშვილი

|- |   | ციტატის წყარო: “სიბრძნე სიცრუისა” (2013 წ.)

  •  

„მართალი კაცი კი უნდა იყო, ვინც მეფის ისტორიას დასწერ, თორემ თუ არ თუალმიხედვით დაიწყე წერა, სხვების სასიამოვნოდ, აღარ ევარგები და შენს ისტორიას ქარი მიიტაცებს მტვერსავით.“

  — ალექსანდრე ორბელიანი
  •  

„ყოველი ისტორია მხოლოდ მაშინაა რიგიანი, როცა დამაჯერებელია.“

  — მიგელ დე სერვანტესი

|- |   | ციტატის წყარო: “დონ კიხოტი” (1605 წ.)

  •  

„ჭეშმარიტება ისტორიის ასულია, თვით ისტორია კი ─ მარადმედინი დროის მეტოქე, კაცთა ქმედების საგანძური, წარსულის მოწმე, აწმყოს ნიმუში და მაგალითი, მერმისისათვის კი ─ გაფრთხილება.“

  — მიგელ დე სერვანტესი

|- |   | ციტატის წყარო: “დონ კიხოტი” (1605 წ.)

  •  

„მხოლოდ ისტორიულ პერსპექტივაში შეიძლება ზუსტად შეაფასო ხელოვნების ამა თუ იმ მოვლენის როლი.“

  — უილიამ ტენი

|- |   | ციტატის წყარო: “მორნიელ მეტაუეის აღმოჩენა” (1955 წ.)

  •  

„ისტორიულ პერსპექტივას აქვს უნარი, როგორღაც განადიდოს, რომანტიკის შარავანდედით შეამკოს ყოველი გამოჩენილი პიროვნება.“

  — უილიამ ტენი

|- |   | ციტატის წყარო: “მორნიელ მეტაუეის აღმოჩენა” (1955 წ.)

  •  

„ისტორია სამხატვრო გალერეაა, სადაც ცოტა ორიგინალია და ბევრი ასლი.“

  — ალექსის დე ტოკვილი
  •  

„მსოფლიოს ისტორია მსოფლიოს სასამართლოა.“

  — ფრიდრიხ შილერი
  •  

„ისწავლეთ ისტორია ─ ისტორიაში პოლიტიკური ეშმაკური უნარების ყველა საიდუმლოა.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„ვფიქრობ, ისტორია ლმობიერი იქნება ჩემს მიმართ, რადგან თავად ვაპირებ დავწერო იგი.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„ისტორიული საქმე მაშინაა დასრულებული, როცა ის შთამომავლობის საკუთრება ხდება.“

  — შტეფან ცვაიგი
  •  

„ისტორიას კარგთა სახელები გადავცეთ...“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„ისტორია ბრძოლაა ბუნებასთან, სიღარიბესთან, გონების სიბნელესთან, ღონემიხდილობასთან, მაშასადამე ყოველგვარ შევიწროებასთან.“

  — ილია ჭავჭავაძე
  •  

„ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.“

  — გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი
  •  

„ყველა ცუდ მწერალს უყვარს ისტორია.“

  — ერნესტ ჰემინგუეი
  •  

„შენი ისტორიის ცოდნა შენი კანონზომიერების ცოდნაა. სამშობლოს ისტორია მთავარია იმ ყველაფერს შორის, რაც ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს.“

  — [[]]
  •  

ისტორიაში მხოლოდ ანეკდოტები მიყვარს.

  — მერიმე, პროსპერ
  •  

ყველაფერი ღვთის ხელშია, ისტორიის გარდა.

  — იეჟინა, ზბიგნევ
  •  

მსოფლიო ისტორია არის ხალხის ხალხზე გამარჯვების ისტორია.

  — ჟერომსკი, სტეფან
  •  

თუ ეს ისტორიაა, მირჩევნია წავიკითხო იგი და არა ვიმონაწილეო მასში.

  — პიაფი, ედიტ
  •  

ისტორიკოსი - უკან მიმართული წინასწარმეტყველია.

  — შლეგელი, ფრიდრიხ
  •  

ისტორია — ფაქტების კრებულია, რაც არ უნდა მომხდარიყო.

  — (უცნობი ავტორი)
ეს არის რჩეული ციტატა. დააწკაპუნეთ აქ დამატებითი ინფორმაციისთვის.
  •  

ისტორია — საუკეთესო მასწავლებელია, ყველაზე ცუდი მოსწავლეებით.

  — განდი, ინდირა
  •  

ისტორია — ჩვენი ქმედებების საგანძური, წარსულის მოწმე, აწმყოსთვის მაგალითი, მომავლის განაფრთხილებელი.

  — სერვანტესი, მიგელ
  •  

ისტორია არის მაგალითებზე დაფუძნებული ფილოსოფია.

  — ბოლინგბორი, ჰენრი


  •  

ისტორია არის ლურსმანი, რომელზეც ვკიდებ რომანებს.

  — დიუმა, ალექსანდრე (უმცროსი)


  •  

ისტორია არის მეცნიერება იმაზე რაც აღარ ასრის და არც იქნება.

  — ვალერი, პოლ
  •  

ისტორია არის მიცვალებულთა, ცოცხალთა და ჯერ არ შობილთა შორის კავშირი.

  — ბერკი, ედმუნდი
  •  

მსოფლიო ისტორია არის დიდი პიროვნებების ბიოგრაფიები.

  — კარლეილი, ტომას
  •  

ისტორია იწერება ჭეშმარიტების დასადგენად.

  — პლინიუს უმცროსი
  •  

ისტორია იწერება გამარჯვებულთა მიერ. ისტორიას წერენ ისინი ვინც ცოცხალი რჩება.

  — ლერნერი, მაქს
  •  

ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ბიოგრაფიები. ემერსონი, რალფ ულდო

  — ემერსონი, რალფ ულდო
  •  

კალენდრები, ისტორიის ვადაგასული ვექსილებია.

  — შენდეროვიჩი, ვიქტორ
  •  

ყველა სულელს შეუძლია ისტორიის შექმნა, მაგრამ მის ჩასაწერად გენიოსია საჭირო.

  — ოსკარ უაილდი
  •  

ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს.

  — ორუელი, ჯორჯ
  •  

ისტორია რომანია, რომელიც იყო, რომანი ისტორიაა, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო.

  — ჟულ გონკური


Wikipedia
Wikipedia
ვიკიპედიაში არის სტატია:
ისტორია
Wikibooks
Wikibooks
ვიკიწიგნებში არის სახელმძღვანელო:
თარო:ისტორია