შინაარსზე გადასვლა

გენიოსი

ვიკიციტატიდან
  •  

„ყველა ადამიანი გენიოსია, მაგრამ თუ შენ მოსთხოვ თევზს, რომ ხეზე იცოცოს, იგი მთელი სიცოცხლე იფიქრებს, რომ სულელია.“

  ალბერტ აინშტაინი
  •  

„ინტელექტუალები წყვეტენ პრობლემებს, ხოლო გენიოსები თავიდან იცილებენ მათ.“

  ალბერტ აინშტაინი


  •  

„გენიოსები წინ უსწრებენ საუკუნეებს, მაშინ როცა ტალანტები წინ უსწრებენ მხოლოდ წლებს.“

  ონორე დე ბალზაკი
  •  

„გენიოსის ძლიერების წინაშე ქედს იხრიან; იგი სძულთ, ჭორებით ჩირქსა სცხებენ, რადგან მას ყველაფერი განუყოფლად მიაქვს. მაგრამ სანამ იგი ურყევად დგას, წინ უჩოქებენ; ერთი სიტყვით, მას მუხლმოდრეკით ეთაყვანებიან, როდესაც არ შეუძლიათ, რომ ტალახში ჩააგდონ.“

  ონორე დე ბალზაკი

  ციტატის წყარო: “მამა გორიო” (1835 წ.)

  •  

„25 წლის ასაკში გენიოსობა ყველას შეუძლია; აი, 50 წლის ასაკში ამისთვის რაიმეს გაკეთებაა საჭირო.“

  ჩარლზ ბუკოვსკი


  •  

„თუ ითამაშებ გენიოსის როლს, გახდები გენია.“

  სალვადორ დალი
  •  

„გენიოსი მილიონში ერთი იბადება, უდიდესი მსოფლიო გენიოსები კი, კაცობრიობის დამგვირგვინებლები, ხომ მილიონსა და მრავალ ათას მილიონში ძლივს ჩნდებიან ხოლმე.“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “დანაშაული და სასჯელი” (1866 წ.)

  •  

„მე არ მესმის, რად იქცევიან ეს ჩვენი ბატონი გენიოსები თავიანთი დიდებული წლების მიწურულს, როგორც პატარა ბიჭები?!“

  ფიოდორ დოსტოევსკი

  ციტატის წყარო: “ეშმაკნი” (1872 წ.)

  •  

„მზესა და გენიოსებს ორი თვისება აქვთ საერთო: ორივე საოცრად ნათელია და ორივე სიცოცხლის შემოქმედი.“

  ნოდარ დუმბაძე
  •  

„ყველა გენიოსი მე ბოთლიდან განთავისუფლებული ჯინი მგონია.“

  ნოდარ დუმბაძე

  ციტატის წყარო: “კუკარაჩა” (1981 წ.)

  •  

„გენიის მხოლოდ ერთი პროცენტია შთაგონება, 99 პროცენტი ─ ოფლი.“

  თომას ედისონი


  •  

„გენიალურობა შეიძლება მხოლოდ წარმავალი შანსი აღმოჩნდეს. მხოლოდ მუშაობასა და ნებისყოფას შეუძლია მისი დიდებად გადაქცევა.“

  ალბერ კამიუ


  •  

„გენიოსობა და ბოროტმოქმედება შეუთავსებელია.“

  ალექსანდრე პუშკინი
  •  

„გენიოსი ადვილი დასანახია, თუნდაც იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ ერთიანდება ყველა რეგვენი და უნიჭო.“

  ჯონათან სვიფტი
  •  

„აბსოლუტური გენიოსები საერთოდ ძალიან იშვიათად გვხვდება და ყოველი პერიოდისათვის გენიალობის გარკვეული სტატისტიკური ლიმიტი არსებობს.“

  უილიამ ტენი

  ციტატის წყარო: “მორნიელ მეტაუეის აღმოჩენა” (1955 წ.)


  •  

„ადამიანები მეტად ლმობიერნი არიან: ისინი მზად არიან, ყველაფერი შეიწყნარონ, გარდა გენიისა.“

  ოსკარ უაილდი
  •  

„გენიოსს არ შეუძლიან იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად, მესამედად ან მეოთხედად, არამედ ჰგრძნობს მთლად, ერთობლივ.“

  ვაჟა-ფშაველა

  ციტატის წყარო: “ნიჭიერი მწერალი”

  •  

„ყოველი ბავშვი მცირეოდენ მაინც გენიოსია; ყოველი გენიოსი მცირეოდენ მაინც ბავშვია.“

  არტურ შოპენჰაუერი
  •  

„ქალებს აქვთ დიდი ტალანტი, მაგრამ ისინი ვერასოდეს გახდებიან გენიალურები, რადგან არიან საშინელი სუბიექტურები.“

  არტურ შოპენჰაუერი
  • ადამიანები მეტად ლმობიერნი არიან. ისინი მზად არიან ყველა შეიწყნარონ, გარდა გენიისა.
ოსკარ უაილდი
  • აზრის სიღრმე, წარმოსახვის სიძლიერე და სულის აქტიურობა – აი, რა არის გენია.
დენი დიდრო
  • გენია არის მოთმინება შრომის, შეუპოვრობის აპოლოგია.
ჟორჟ ლუი ლეკლერკ ბიუფონი
  • გენია ერთი მიმართულებით კონცენტრირებული აზრის მოთმინება არის.
ისააკ ნიუტონი
  • გენია – ინტენსიური ენერგიაა.
ჯონ ფლეტჩერი
  • გენიალობა და ბოროტება ერთიმეორეს ვერ შეეწყობა.
ვოლფანგ ამადეუს მოცარტი
  • გენიალური ადამიანი ა წარმოადგენს მხოლოდ მორალურ არსებას, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, პირიქით, ის წარმოადგენს მრავალი საუკუნისა და მთელი მსოფლიოს ინტელექტის მატარებელ არსებას. ამიტომაც ის უმეტესად სხვებისთვის ცხოვრობს, ვიდრე საკუთარი თავისათვის.
არტურ შოპენჰაუერი
  • გენიას შეუძლია გაიმარჯვოს ყოველგვარ დაბრკოლებაზე, რასაც კი მას მტრული ბედი შეახვედრებს.
ბესარიონ ბელინსკი
  • გენია ყოველთვის ჩანს, რადგან მის წინააღმდეგ ყველა ბრიყვი და უნიჭო ერთიანდება.
ჯონათან სვიფტი
  • გენიოსები ბუნებასავით ჰქმნიან.
ალექსანდრე ლოსევი
  • გენიოსები დიდ აზრებთან ერთად გაუგონარ პარადოქსებსაც არ თაკილობენ.
კონსანტინე გამსახურდია
  • გენიოსები მეტეორები არიან, რომელთა მოწოდებაა დაიწვან, რათა გაანათონ საუკუნე.
ნაპოლეონ I (ბონაპარტე)
  • გენიოსები მუზას, როგორც ციდან ასევე გენიალური წიგნებიდანაც, ღებულობენ.
გიოარსი
  • გენიოსები ნათლად და ზედმიწევნით გრძნობენ მას, რასაც სხვები ბუნდოვნად გრძნობენ.
ერნესტ რენანი
  • გენიოსების უკვდავების გარანტია მარტო მათი გენიოსობა კი არ არის, არამედ ადამიანთა თაობების განუწყვეტელი ერთგულება მათი შემოქმედებისადმი, მაშასადამე, დამფასებელთა გემოვნების სიმტკიცე.
ალექსანდრე კალანდაძე
  • გენიოსთა სიზმრები ჭეშმარიტებაა. დიად ადამიანთა წინასწარმეტყველებანი გასაოცარი და ზედმიწევნითი სიზუსტით მართლდება. უფრო ხშირად ისინი მოულოდნელად და უჩვეულოდ სრულდება ხოლმე, მაგრამ მათ ყოველთვის აზრი წარმოშობს.
ანატოლ ფრანსი
  • გენიოსი გზას ხსნის, ნიჭიერი კი – ამ გზაზე დადის.
მ. ებნერ-ეშენბახი
  • გენიოსი თავის თავს ხშირად თვითონ იღუპავს.
სამუელ ჯონსონი
  • გენიოსობა – ესაა ხედვა, რომელიც ჰორიზონტის ყველა პუნქტს ერთი თვალის მოვლებით აღიქვამს.
პოლ ანრი გოლბახი
  • გენიოსს წინასწარ განჭვრეტის ნიჭი აქვს.
ანატოლ ფრანსი
  • გენიოსს წლოვანება არ გააჩნია, ის ყველაფერს გადალახავს, რასაც ჩვეულებრივი ჭკუის შეჩერება შეუძლია.
ფრანსუა დე ლაროფშუკო
  • დამსახურებას ისევე ნიადაგ თან ახლავს სახელი, როგორც ყოველივე სხეულს მისივე ჩრდილი, თუმცა ისევე, როგორც ჩრდილი, ის ხან წინ უძღვის და ხან უკან მისდევს მას.
სენეკა
  • დიადი ღირსების ადამიანებს ადვილად არ აპატიებენ ხოლმე მცირე შეცდომებსაც კი.
მ. ებნერ-ეშენბახი
  • დიდად ნიჭიერნი იწვევენ ხოლმე სიძულვილს – ასევე რკინა იფარება ჟანგით; მხოლოდ უფერულ ადამიანთ არა ჰყავთ მტრები.

ლიტერატურა

[რედაქტირება]
  • აფორიზმების ენციკლოპედია, გივი გ. კალანდაძე, "ოაზისი", 2006.