შინაარსზე გადასვლა

ვიკიციტატა:რჩეული ციტატები/არქივი/2011

ვიკიციტატიდან

ოქტომბერი

[რედაქტირება]
✔ ციტატა რჩეული გახდა 16/10/2011

მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას (არქიმედე)

გადმოცემით, წარმოადგენს მის მტკიცებას ბერკეტის პრინციპის დემონსტრირებისას; დამოწმებულია პაპოს ალექსანდრიელთან, „მათმატიკურ კრებულში“ (Synagoge), წიგნი VIII, ა.წ. 340 ს.
✔ ციტატა რჩეული გახდა 03/10/2011
  • უწყოდეთ, რომ ვერავინ გვეტყვის ჩვენს ნაკლს ისე ცხადად, როგორც ჩვენი მაძაგებელნი და შეურაცხმყოფელნი, და არავინ გვიზამს ცუდს, როგორც ჩვენი მაქებელნი. (ზოსიმე პალესტინელი)
სწავლებანი: ღვთის მინდობისა და განსაცდელთა დათმენისათვის.

სექტემბერი

[რედაქტირება]
✔ ციტატა რჩეული გახდა 11/09/2011
  • რამდენადაც უფრო დიდია ხალხის სიღარიბე, იმდენად უფრო ესაჭიროება სკოლა, რომელიც სამართლიანად ითვლება სიღარიბის უებარ წამლად. (იაკობ გოგებაშვილი)
ჟურ. თბილისელები; 27 ივნისი – 3 ივლისი, 2011; N26 – გვ. 96.--Rastrelli F 10:52, 8 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
✔ ციტატა რჩეული გახდა 29/05/2011
  • ომში შედეგი უფრო ნაკლებად ემთხვევა მოლოდინს, ვიდრე ნებისმიერ სხვა საქმეში. (ტიტუს ლივიუსი)
„ისტორიები“, XXX ტომი

(ნომინაცია)--თოკოკო 10:14, 17 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]

✔ ციტატა რჩეული გახდა 23/05/2011
ხელმწიფე“ (1513), ორიგინალი სათაური (იტალ.): Il Principe (დაწერილია 1505).
✔ ციტატა რჩეული გახდა 09/05/2011
  • შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
    ნამდვილი ღმერთი ვარ.
    და თუ ამას დაემატება,
    რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა –
    ჩემზე ეროვნული პოეტი
    არ ყოფილა საქართველოში. (ტიციან ტაბიძე)
"უჟმური კვირა". 1924 წ. ივლისი, თბილისი. 100 ლექსი, ტიციანი. გამომც. ინტელექტი, 2005. გვ. 53.

თებერვალი

[რედაქტირება]
✔ ციტატა რჩეული გახდა 13/02/2011
  • ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის მცნებასა,
    ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
    თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, -
    ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა. (დავით გურამიშვილი)
„დავითიანი“, ბ. სწავლა მოსწავლეთა, 30.
✔ ციტატა რჩეული გახდა 30/01/2011
  • ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!
ანდერძი ავთანდილისა, როსტევან მეფის წინაშე. სტ. 800. ლიბ.ჯე
(ნომინაცია) – არ თქვათ ახლა ამაზე წყაროები არ გვაქვსო :) მოცარტი 21:04, 2 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
"გვაქვს", "არ გვაქვს" ერთია, მაგრამ მეორეა: შენ რა მიუთითე? :)--Rastrelli F 07:57, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

იანვარი

[რედაქტირება]
✔ ციტატა რჩეული გახდა 24/01/2011
  • სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (mc²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით ერთაოზ! (ქრისტეფორე მგალობლიშვილი)
მხატვრული ფილმიდან შერეკილები.
✔ ციტატა რჩეული გახდა 03/01/2011
  • ...ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი" - აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა. (ილია ჭავჭავაძე)
წერილიდან „საახალწლოდ“, 31 დეკემბერი, 1898 წ, ტფილისი.