შინაარსზე გადასვლა

შეცდომა

ვიკიციტატიდან
  •  

„უამრავი შესაძლებლობა გვაქვს შეცდომების დასაშვებად, მაშინ როცა ჩვენს ხელთ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტებაა.“

  — ალფრედ ადლერი

|- |   | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)

  •  

„ბავშვის მიერ დაშვებულ ნებისმიერ შეცდომაში გარემოს გავლენა ყოველთვის საგრძნობია.“

  — ალფრედ ადლერი

|- |   | ციტატის წყარო: “ბავშვთა აღზრდა” (1930 წ.)

  •  

„იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა.“

  — ალბერტ აინშტაინი
  •  

„შეცდომა ბევრჯერ შეიძლება, სწორ საქციელს კი მხოლოდ ერთი გზა გააჩნია.“

  — არისტოტელე
  •  

„რჩეული ადამიანების შეცდომა იმაშია, რომ ისინი თავიანთი ახალგაზრდობის წლებს უხვად ხარჯავენ, რათა საზოგადოების კეთილგანწყობა დაიმსახურონ.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “შაგრენის ტყავი” (1831 წ.)

  •  

„ქალის შეცდომები თითქმის ყოველთვის მომდინარეობს იქიდან, რომ მათ სწამთ კეთილი და დარწმუნებულნი არიან საკუთარ სიმართლეში.“

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: “ეჟენი გრანდე” (1833 წ.)

  •  

„შენს შეცდომებს სხვას ვერ აარიდებ ─ ყველამ საკუთარი შეცდომები უნდა დაუშვას.“

  — ენტონი ბერჯესი

|- |   | ციტატის წყარო: “მექანიკური ფორთოხალი” (1962 წ.)

  •  

„ადამიანებს ახასიათებთ შეცდომების დაშვება, თუმცა უფრო ხშირად ისინი საკუთარი შეცდომების სხვაზე გადაბრალებით ხასიათდებიან.“

  — არტურ ბლოხი

|- |   | ციტატის წყარო: “მერფის კანონები” (1982 წ.)

  •  

„ექსპერტი არის ადამიანი, რომელმაც ყველა შეცდომა დაუშვა, რაც კი შესაძლებელია ძალიან ვიწრო სფეროში.“

  — ნილს ბორი
  •  

„საკუთარი შეცდომის აღიარება ამ შეცდომისაგან განწმენდაა.“

  — გურამ გეგეშიძე

|- |   | ციტატის წყარო: “სტუმარი” (1970 წ.)

  •  

„შეუცდომელი მხოლოდ ღმერთია და, ღმერთის გარდა უსაქმო ძილისგუდა. ვინც ჰმოქმედობს, იღვწის, შეცდომას ვერასოდეს ვერ ასცდება.“

  — იაკობ გოგებაშვილი
  •  

„შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, როცა ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვატაროთ ის.“

  — გოეთე
  •  

„ადამიანის გულმა კი, ვინ მოსთვლის, რამდენი შეცდომა უნდა გადალახოს, ერთხელ, რომ დიდი სიმართლე გამოიღოს...“

  — ლევან გოთუა
  •  

„შენი ერთი გადაბრუნებული ნაბიჯის გამო გადაგივლიან და მაშინვე დაივიწყებენ, რომ გუშინ უყვარდი.“

  — ნიკო გომელაური
  •  

„შეცდომების ნუ გეშინიათ ─ მათ გარეშე ვერ იცხოვრებთ.“

  — მაქსიმ გორკი
  •  

„საკუთარ შეცოდებათა დავიწყება უსირცხვილობას ბადებს.“

  — დემოკრიტე
  •  

„მთავარია, რომ შეიგნო შენი შეცდომა და ყველაფერი რიგზე იქნება.“

  — გურამ დოჩანაშვილი
  •  

„ადამიანები ცხოვრებაში ყველაზე დიდ შეცდომას მაშინ უშვებენ, როდესაც ვერ ხვდებიან, რა ახლოს არიან წარმატებასთან და უბრალოდ ნებდებიან.“

  — თომას ედისონი
  •  

„უკეთესია, ისწავლო სხვის შეცდომებზე, ვიდრე შენსაზე.“

  — ეზოპე
  •  

„შეცდომები მოწაფისათვის იმდენად საშიში როდია, რამდენადაც მასწავლებლისთვის.“

  — რაბინდრანათ თაგორი

|- |   | ციტატის წყარო: “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” (1911-1912 წწ.)

  •  

„გონიერების პირველი ნიშანი საკუთარი შეცდომების, ცოდვების შეგნებაა.“

  — ილია II
  •  

„ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობს; ჭკვიანი არ იმეორებს თავის შეცდომებს, ხოლო სულელი ერთსა და იმავე ადგილზე ეცემა, თანაც ამ დროს საკუთარ თავს კი არა, სხვას ადანაშაულებს და ღმერთსაც კი.“

  — რაფაელ კარელინი
  •  

„ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად უცდომელად მიიჩნევს.“

  — ტომას კარლაილი
  •  

„შეცდომის ჩადენის შიში არის კარი, რომელიც შუაში გვკეტავს. თუ ამ შიშს გადავლახავთ, მაშინ ჩვენი თავისუფლებისაკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ.“

  — პაულო კოელიო
  •  

„ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა, არ გამოასწორო შენ მიერ ჩადენილი შეცდომები.“

  — კონფუცი
  •  

„როდესაც გააცნობიერებ, რომ შეცდომა დაუშვი, დაუყოვნებლივ დაიწყე მისი გამოსწორება.“

  — დალაი ლამა XIV
  •  

„ჩემი ცხოვრების უდიდესი შეცდომა იყო, როცა ვფიქრობდი, რომ სხვებსაც ისე ვეყვარებოდი, როგორც მე მიყვარდნენ ისინი.“

  — ჰიტ ლეჯერი
  •  

„ქალები უფრო იოლად აღიარებენ თავიანთ შეცდომებს, ვიდრე მამაკაცები, ამიტომაც ისე ჩანს, თითქოს ქალები მეტ შეცდომას უშვებენ.“

  — ჯინა ლოლობრიჯიდა
  •  

„შენ უშვებ შეცდომებს და შეცდომები გაყალიბებენ შენ.“

  — მაქსველ მალცი
  •  

„ადამიანი საკმარისად დიდსულოვანი უნდა იყოს, რომ აღიაროს თავისი შეცდომები; საკმარისად ჭკვიანი, რომ ისწავლოს მათგან და საკმარისად ძლიერი, რომ შეძლოს მათი გამოსწორება.“

  — ჯონ მაქსველი
  •  

„აბსოლუტურად უშეცდომო მხოლოდ მატყუარაა, რომელიც სამყაროს სათავისოდ ირგებს.“

  — გია მურღულია
  •  

„არასოდეს შეუშალოთ ხელი თქვენს მტერს, როდესაც ის შეცდომას უშვებს.“

  — ნაპოლეონ I
  •  

„სცდებიან ადამიანები იმიტომ კი არა, რომ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ ჰგონიათ ─ ვიცითო.“

  — ჟან-ჟაკ რუსო
  •  

„წვრილმანი შეცდომებიდან ადვილია მსხვილ მანკიერებებზე გადასვლა.“

  — სენეკა
  •  

„შეცდომა ყოველი ადამიანის თვისებაა, მაგრამ ვინც ცდება, მას არამც და არამც არ შეიძლება ეწოდოს გამოუსწორებელი სულელი, თუკი ის შეცდომის დაშვების შემდეგ ცდილობს მის გამოსწორებას და არ ჯიუტობს.“

  — სოფოკლე
  •  

„შეცდომის მეორედ დაშვება უკვე არჩევანია.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს, თუმცა სწორედ ეს არის მისი მთავარი შეცდომა.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„ადამიანები მუდამ სცდებოდნენ და მომავალშიაც შესცდებიან, და ყველაზე მეტად შესცდებიან იმაში, რაც მათ სამართლიანად და უსამართლოდ მიაჩნიათ.“

  — ლევ ტოლსტოი
  •  

„თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ „სულელურ“ შეცდომას არ დაუშვებთ ─ მას აუცილებლად დაუშვებთ.“

  — დონალდ ტრამპი

|- |   | ციტატის წყარო: “არასოდეს დანებდე!” (2008 წ.)

  •  

„ერთადერთი ნამდვილი შეცდომა ისაა, რომლისგანაც არაფერს ვსწავლობთ.“

  — ჰენრი ფორდი
  •  

„შეიყვარე შენი მეტოქე, რადგან ის შეცდომებზე მიგითითებს.“

  — ბენჯამინ ფრანკლინი
  •  

„ჩვენ ყოველთვის არ ვართ დაზღვეულები იმ შეცდომებისგან, რომელთა გამოც სხვებს დავცინით!“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება.“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.“

  — ზიგმუნდ ფროიდი
  •  

„კაცმა უნდა სცოდოს, კიდევ შეცდომა ჩაიდინოს, რომ მერე ინანოს, შემდეგ ისევ ეცადოს, შეცდომა გაასწოროს. ესაა მისი სიცოცხლე.“

  — ვაჟა-ფშაველა

|- |   | ციტატის წყარო: „კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა“

  •  

„ადამიანი იმიტომ არის ადამიანი, რომ შეცდომა მისი წერაა, უამისოდ კაცი ღმერთი იქნებოდა!“

  — ალექსანდრე ყაზბეგი
  •  

„გაანთავისუფლო ადამიანი მისი შეცდომისაგან, არ ნიშნავს, რომ მას რაღაც წაართვი; პირიქით, შენ მას ძალიან ბევრი მიეცი.“

  — არტურ შოპენჰაუერი
  •  

„შეცდომებში გატარებული ცხოვრება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე უსაქმოდ გაცდენილი.“

  — ჯორჯ ბერნარდ შოუ
  •  

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია ─ ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.“

  — ირაკლი ჩარკვიანი
  •  

„ჭკვიანი ადამიანი ყველა შეცდომას თავად არ უშვებს ─ სხვასაც უტოვებს ამის შესაძლებლობას.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„დიდი უპირატესობა აქვს იმას, ვინც ადრევე დაუშვა ის შეცდომები, რომელზეც რაიმეს სწავლა შეიძლება.“

  — უინსტონ ჩერჩილი
  •  

„შეცდომას ვერ ასცდები; მთავარია, შეცდომა ნორმად არ იქცეს.“

  — თამაზ ჩხენკელი
  •  

„შეცდომებზე ვსწავლობთ; გამოუსწორებელ შეცდომებზე ─ ადამიანებს ვკარგავთ...“

  — ხატია ცაბაურაშვილი
  •  

„შეიძლება ცდებოდეს ყოველი ჩვენგანი, ოღონდ შეცდომას ბოლომდე იცავს მხოლოდ გიჟი.“

  — ციცერონი
  •  

„არასდროს შეუშალო ხელი შენს მტერს, როცა ის შეცდომას უშვებს.“

  — სუნ-ძი
  •  

მე კი დავრწმუნდი, რომ შენი ხელი
ჩემს დაღლილ ხელზე შემთხვევით იდო,
შეცდომით იდო და ნელა-ნელა
თავის შეცდომას ხვდებოდა თვითონ.

  — ოთარ ჭილაძე

|- |   | ციტატის წყარო: „გაზაფხულის პირველი დღე“

  •  

მე ჩემს თავს უფრო ძლიერად ვთვლიდი,
სხვა არაფერი შემშლია მეტი.

  — ოთარ ჭილაძე
  •  

„ჩადენილი შეცდომები ბევრია და ყველა მათგანის თუნდაც აღსანუსხავად არც დრო გვეყოფა, არც ადგილი.“

  — ოთარ ჭილაძე

|- |   | ციტატის წყარო: “სიცოცხლისათვის” (1988 წ.)

  •  

„ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.“

  — ოთარ ჭილაძე

|- |   | ციტატის წყარო: “გოდორი” (2003 წ.)

  •  

„ადამიანს თუ წამოიკიდებ და, შეცდომის დაშვების გარდა, სხვა გზას არ დაუტოვებ, ის ადამიანი აუცილებლად დაუშვებს შენ მიმართ შეცდომას.“

  — ოთარ ჭილაძე
  •  

„თუ შეცდომებს არ უშვებ, ესე იგი, არასრული ცხოვრებით ცხოვრობ.“

  — სტივ ჯობსი

შეცდომა რომელიც გხდის თავმდაბალს სჯობს

  •  

„ტანგოში არ არსებობს შეცდომები ─ ისევე, როგორც ცხოვრებაში... თუ შეგეშლება, თავი ისე უნდა დაიჭირო, რომ ასე იყო საჭირო და განაგრძო ცეკვა.“

  — [[ ]]

|- |   | ციტატის წყარო: კინოფილმი „ქალის სურნელი“ (1992 წ.)

არ უნდა გჭირდებოდეს მთელი ოკეანის დალევა იმის მისახვედრად, რომ ის მლაშეა..

”არასდროს დაუშვა ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ, თუ, რა თქმა უნდა, ის შეცდომა სიმპატიური არ არის.”

  •  

„ჩემი შეცდომები მე მითხარი და არა ─ სხვებს, რადგან ისინი მე უნდა გამოვასწორო და არა ─ სხვებმა.“

  — [[ ]]
  •  

„ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ და ახალ შეცდომებს უშვებენ.“

  — [[]]
  •  

„აუცილებლად დაუშვით ყველა ის შეცდომა, რაც ბედნიერს გაგხდით.“

  — [[]]
  •  

„როცა ვინმე შეცდომას დაუშვებს, წამიერად ნუ დაუვიწყებთ ყველა კარგ საქმეს, რაც კი ოდესმე უკეთებია!“

  — [[]]
  •  

„შეცდომის დაშვების შიშით არაფრის კეთება, ყველაზე დიდი შეცდომაა.“

  — [[]]
  •  

ერთი ალილუია მღვდელსაც შეეშლებაო.

  — ქართული ანდაზა
  •  

ვინც ცხენიდან არ ჩამოვარდნილა, ის ცხენოსნობას ვერ ისწავლისო.

  — ქართული ანდაზა
  •  

შეცდომა სიყალბედ არ ითვლება.

  — გერმანული და რუსული ანდაზა
  •  

ცდომილება კაცის თვისებაა.

  — გერმანული ანდაზა
  •  

ერთი შეცდომა მეორეს იწვევს.

  — გერმანული ანდაზა
  •  

შეცდომას ის იწვევს, რომ უკეთესი არ ვიცით.

  — დემოკრიტე

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ვინც ბევრს გაბედავს, ბევრჯერაც შეცდება.

  — მენანდრე

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ადამიანი მუდამ ცდება, ვიდრე ისწრაფვის.

  — გოეთე

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ყველაზე მეტად ქების ღირსი იგია, ვისაც იმდენი ვაჟკაცობა აქვს, რომ თავისი შეცდომა აღიაროს და გაასწოროს.

  — ფ. ფენელონი

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა მოსდის ყველა ადამიანს, ოღონდ დიდი ადამიანები აღიარებენ თავის შეცდომებს.

  — ბ. ფონტენელი

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

მორცხვობა იქნებ მისაღები იყოს ყველგან, ოღონდ არა საკუთარი შეცდომების აღიარებისას.

  — დორის ლესინგი

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

რაკი შენი შეცდომა სცან და აღიარე, უჭკვიანესი შეიქმენ.

  — ა. პოპი

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

კაცი ძლიერი ხდება, როცა თავის სისუსტეს აღიარებს.

  — ონორე დე ბალზაკი

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულიად უცდომელად მიიჩნევს.

  — ტ. კარლეილი

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომა ყველაზე უფრო ღრმა ფორმაა გამოცდილებისა.

  — მ. კესელი

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

  •  

შეცდომები ირონიულად მიგვასწავლიან გზას ჭეშმარიტებისაკენ.

  — ა. რაიცი

|- |   | ციტატის წყარო: „სიბრძნის საუნჯე“, თბილისი 1987

ერთადერთი შეცდომა ისაა, რომელიც არაფერს გასწავლის ზოგიერთი შეცდომა ისეთი სასიამოვნოა, საწყენია მათი მხოლოდ ერთხელ ჩადენაო, ჯეკ ნიკოლსონს უთქვამს