იოსებ სტალინი

ვიკიციტატიდან
(გადმომისამართდა სტალინი-დან)
Jump to navigation Jump to search


39 Zis Stalin.jpg
სტალინი, კადრი ფილმიდან „კომუნიზმი“, 1952.

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი) (დ. 6 დეკემბერი/18 დეკემბერი, 1878, გორი - გ. 5 მარტი, 1953, მოსკოვი) — კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან.

ციტატები[რედაქტირება]

  •  

მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორი „პირადი თავისუფლება“ შეიძლება ჰქონდეს უმუშევარს, რომელიც მშიერი დადის და საკუთარ შრომას ვერსად იყენებს. ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ იქ არის, სადაც არ არსებობს ექსპლუატაცია, სადაც ადამიანების ერთი ნაწილის მიერ მეორე ნაწილის ჩაგვრა არ ხდება, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანი არ კანკალებს იმის გამო, რომ ხვალ შეიძლება დაკარგოს სამუშაო, საცხობრებელი, პური. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში არის შესაძლებელი ნამდვილი, და არა ქაღალდზე დაწერილი, პირადი და ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლების არსებობა...

  ციტატის წყარო: ინტერვიუ „სკრიპს-ჰოუარდ ნიუსპეიპერის“ პრეზიდენტ როი ჰოუარდთან. 1936 წლის 1 მარტი.


  •  

არ ყოფილა და არ იქნება, რომ მომაკვდავი კლასები ნებაყოფლობით თმობდნენ თავიანთ პოზიციებს, არ ცდილობდნენ წინააღმდეგობის მოწყობას. არ ყოფილა და არც იქნება, რომ მუშათა კლასის წინასვლა სოციალიზმისაკენ კლასობრივი საზოგადოების დროს უბრძოლველად და უშფოთველად ხდებოდეს. პირიქით, სოციალიზმისაკენ წინსვლამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს ექსპლოატატორული ელემენტების წინააღმდეგობა ამ წინსვლისადმი, ხოლო ექსპლოატატორების წინააღმდეგობამ არ შეიძლება არ გამოიწვიოს კლასობრივი ბრძოლის გარდაუვალი გამწვავება.

  ციტატის წყარო: გამოსვლა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენარულ სხდომაზე. 1928 წლის 9 ივლისი.


  •  

ლენინიზმი არის მარქსიზმი იმპერიალიზმის და პროლეტარული რევოლუციის ეპოქაში

  ციტატის წყარო: „ლენინიზმის საკითხები“


  •  

ეროვნული და რასობრივი შოვინიზმი კანიბალიზმის ეპოქისთვის დამახასიათებელი კაცთმოძულე ზნეჩვეულებების გადმონაშთია. ანტისემიტიზმი, როგორც რასობრივი შოვინიზმის უკიდურესი ფორმა, კანიბალიზმის გადმონაშთის ყველაზე საშიში სახეა.

ანტისემიტიზმი ხელსაყრელია ექსპლუატატორთათვის, როგორც მეხსარიდი, რომელიც კაპიტალიზმზე მშრომელების დარტყმებს იცილებს. ანტისემიტიზმი საშიშია მუშა ხალხისთვის, როგორც მცდარი ბილიკი, რომელიც მათ სწორ გზას აცილებს და ჯუნგლებში აბრუნებს. მაშასადამე კომუნისტები, როგორც მდგრადი ინტერნაციონალისტები, ანტისემიტიზმის შეურიგებელი და დაუძინებელი მტრები უნდა იყვნენ.

  ციტატის წყარო: ოფიციალური პასუხი ებრაულ სატელეგრაფო სააგენტოს (აშშ). 1931 წლის 12 იანვარი.


  •  

კაპიტალისტები მაშინ მოგვყიდიან თავიანთ თოკებს, როცა ჩვენ მათ ჩამოსახრჩობად ეშაფოტზე ავიყვანთ.


  •  

რომ აშენო, უნდა იცოდე, რომ იცოდე − უნდა ისწავლო.


  •  

მინისტრები მოდიან და მიდიან, ხალხი კი − რჩება.


  •  

გულწრფელი დიპლომატი ისე ჟღერს, როგორც მშრალი წყალი ან ხის რკინა.


  •  

ისტორია ცხადყოფს, რომ დაუმარცხებელი არმიები არ არსებობენ.


  •  

ერთი რამისა მწამს მხოლოდ – ადამიანთა ძალაუფლების ჟამის დადგომისა.


  •  

მე საკუთარ თავსაც კი არ ვენდობი.


  •  

თუ რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრი კბილებით იცავს „მშვიდობიან კონფერენციას“, უეჭველია მისმა მთავრობამ უკვე შეუკვეთა ახალი საბრძოლო გემები და თვითმფრინავები.


  •  

საბჭოთა არმიაში უკანდახევას მეტი სიმამაცე სჭირდება, ვიდრე შეტევას.


  •  

ნამდვილი ძალა გრძელი შაშხანიდან მოდის.


  •  

რევოლუციას აბრეშუმის ხელთათმანებით ვერ მოაწყობ.


  •  

მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია.


დაუმოწმებელი[რედაქტირება]

  •  

სიკვდილი ყველა პრობლემას წყვეტს. არ არის კაცი, აღარაა პრობლემა.


  •  

ვინც არჩევნებში ხმას აძლევს ამა თუ იმ პარტიას, არაფერს წყევტს. ყველაფერს წყვეტენ ისინი, ვინც ითვლიან ამ ხმებს.


  •  

ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის სიკვდილი − სტატისტიკა.


  •  

ადამიანი თავის ძალაუფლებას ავრცელებს იმ რადიუსით, სადამდეც მისი ჯარი გაწვდება.


  •  

„ამონაბეჭდი“ ყველაზე მძლავრი იარაღია ჩვენს პარტიაში.


  •  

იდეა იარაღზე ძლიერი იარაღია. ჩვენ არ ვაძლევთ მტერს იარაღის ქონის ნებას და რად უნდა მივცეთ იდეების ქონის უფლება?


მის შესახებ[რედაქტირება]

  • სტალინს...პატივმოყვარეობის დემონი ჰქეჯნიდა. ამ დემონს შეეწირა მრავალი ქართველი მწერლის, მეცნიერის და ხელოვანის ადამიანური ღირსების გრძნობა...მლიქვნელობის სულმა თითქმის მთელი ქართული მწერლობა, პლასტიკური ხელოვნება და, ნაწილობრივ, მუსიკა გაჟღინთა. ქართველმა პანეგრისტებმა სტალინი აიყვანეს იმ სიმაღლეზე, რომელზეც არასოდეს არცერთი ეგვიპტელი ფარაონი არ აუყვანიათ. საქართველოს ისტორიული წარსული, თვით ჩვენი პლანეტის გეოლოგიური ეპოქები, ბოლოს თვით კოსმოსის განვითარება სტალინის ცხოვრების პრელუდიად იქნა გამოცხადებული. გერონტი ქიქოძე, „თანამედროვის ჩანაწერები“ — „არეტე“, თბილისი, 2003

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]